Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ვარჯიში’

ყავის გარეშე დილას დილა არ ქვია. მართლა გეუბნებით, მე ასე ვარ, თუ დილით ყავა არ დავლიე მგონია ჯერაც არ გათენებულა და ისევ ღამეა და ისევ უნდა ვიწვე. ხოდა  არც ყავა მაქვს, ანდრიასაც ტკბილი ძილით ძინავს ჩამუქებულ ოთახში და მეც ვერსად წავალ მის მოსაპოვებლად. მთელი ჩემო კონცენტრაცია კი სამზარეულოში გადაბარგდა და ჩაიდნის ღილაკზე დასკუპდა. გუშინ ერთმა ბიჭმა, რომელმაც მე და ჩემი შვილი მცხეთიდან ჩამოგვიყვანა მკითხა, ყავა რომ არ დალიო რა მოხდება? აი მე ერთხელაც არ დამილევია ცხოვრებაში ყავა და არასდროს მომნდომებია დამელია. მე ვუთხარი რომ ძალები არ მექნება და მთელი დღე დაშლილი ძვლებით ვიჯდები სავარძელში, მაგრამ ამასაც არავინ მაცლის. 

“სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ” – ერთ პიანისტ გოგოს წერდა ის ბიჭი, (დედას ვფიცავარ არ ჩამიჭყეტია ტელეფონში, უბრალოდ რაღაც ძალების მეშვეობით პირველი სიტყვა დავინახე და შემდეგსაც მივხვდი) მერე იმ გოგომ დაურეკა ვინც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა და სავარაუდოდ, ცოტა გვიან ალბათ შეხვდებოდნენ კიდევაც. რა მაგარია სიყვარული. სხვების სიყვარულიც ძალიან მაგარია.

სამაგიეროდ, პიანისტ და ხელოვან სარძლოებს ბიჭის მშობლები  არ წყალობენ. მთელი დღე უნდა ივარჯიშოსო, ჩვენს ოჯახს ვერ გაუგებს, მთელი ცხოვრება გასტროლებზე ივლისო – მოთქვამენ და მოთქვამენ. მე კიდე ვცდილობ მათ მდგომარეობაშიც შევიდე, მაგრამ არ გამომდის. ნეტა მე როგორი დედა ვიქნები, დავიცავ თუ არა ოქროს შუალედს შვილთან ურთიერთობაში, ნეტა რას ვიზამ? წინასწარ ვნერვიულობ და გული მისკდება.

სანამ, ჩემი ბიჭი ვინმეს სიყვარულით გადაირევა, მანამდე მე ცოტა  განსხვავებული დილები მაქვს. ვარჯიში დავიწყე. ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩემი ქმარი დილის შვიდზე საწოლიდან გადმომიღებს, მერე ფანჯარაში გამახედებს, ჰაერს ჩამასუნთქებს და გამომაფხიზლებს, მერე ვკადრულობ _  ვიცვამ ბოტასებს და მივდივარ სავარჯიშოდ. ოოო, ეს ისეთი მაგარი შეგრძნებაა სიტყვებით ვერ აღვწერ. ის სუფთა ჰაერი, რომელიც ჯერ არ ჩაუყლაპავთ დახურულ ფანჯრიან ოთახებში გამოკეტილ მძინარე მაცხოვრებლებს, ყველა ჩემს ფილტვებში მიდის და მეც ამაყად ვზრდი ვარჯიშის ლიმიტს. თითქმის ყოველდღე 5 წუთს ვუმატებ.

მერე მოვდივარ სახლში და ყავა არ მხვდება. და მაინც ძალიან კარგია სირბილი, ძალიან კარგი  🙂

Read Full Post »

ქრისტინემ დამიდო ფეისბუქზე და გავგიჟდი ისე მომეწონა,მერე უტას გავუგზავნე.არ ვიცი თუ ნახა.ძაან საყვარლები არიან.

მარა ვფიცავ,საერთოდ არ შემშურებია,სულ ოდნავი მისხალითაც არა.

პირიქით უფრო გამაძლიერა და უფრო მეტი სტიმული მომცა.

პ.ს დღეს მალე უნდა დავიძინო,რადგან მუცელი საშინლად დამეჭიმა მიზიდვის თუ რაღაცის გამო და თუ დროზე არ დავწექი,ასე დიდხანს ვეღარ გავქაჩავ.არადა ვაპირებ ეს ვარჯიშები არ შევწყვიტო და გავაგრძელო,მაგრამ ამ სპარტანულ ყოფას  როდემდე გავუძლებ ამინც არ ვიცი :):):)

Read Full Post »

%d bloggers like this: