Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘თინი’

თინიზე მინდა უკვე რამდენი ხანია, რომ დავწერო, საუკუნეათქო (როგორც ვიცი თქმა) არ ვიტყვი,მაგრამ ასე 7 თვეა კი მინდა, მაგრამ როცა კი დავაპირებდი დაწერას იმწუთას გადავიფიქრებდი იმ მიზეზით, რომ მოდი ბარემ ჩემი ბლოგი გახდეს ერთი წლის და მერე დავწერთქო. თინის დიდი ღვაწლი აქვს ჩემზე და ჩემს ბლოგზე, ეს ალბათ ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი. იმ მოტივით რომ ბლოგის დაბადების დღე სექტემბერშია და ერთი წელიც უსრულდება, სწორედ მაშინ ვგეგმავდი  თინის ღვაწლზე მესაუბრა,მაგრამ ჩემი თავის ამბავი ვიცი, ამიტომ ის არ ვიცი მოვაბამ თუ არა თავს ,ამიტომ რახან ახლა გამიჩნდა თინიზე წერის მოთხოვნილება,მგონი ახლავე ჯობია.

თინი არის ქალი ბლოგაღმწერელი. ნუ ხო იყო ადრე ჟამთაღმწერელი,ხოდა ახლა თინის ვუწოდებ იგივეს და საერთოდ ბლოგები ყველაზე დიდი ჟამთაღმწერლები აღმოჩნდებიან,იმ დროს,როცა ჩვენ ალბათ ამ ქვეყანაზე აღარ ვიქნებით. ხოდა თინიზე უნდა გადავიდე. რა მინდა თინიზე, რომ გითხრა. ამ დილას ისე მომიარა,მეთქი უნდა დავწეროთთქო.

მოკლედ ძალიან მინდოდა ბლოგი და არც მიცდია გაკეთება, საშინელ და დაუძლეველ პრობლემად წარმომიდგებოდა ხოლმე, როცა ბლოგის გაკეთების რეალურ ნაბიჯების გადადგმაზე დავიწყებდი ფიქრს, ხოდა ერთხელ ეს იყო 9 თვის წინ,როცა ზღვაზე წასვლას ვაპირებდი, თინი დავიმატე ფბ-ზე მეგობრებში და მივწერე, რომ მარტო მას შეეძლო დახმარების აღმოჩენა. პასუხი იყო დაუყოვნებლად, რათქმაუნდა დადებითი. რატომღაც სხვას არც ველოდი, ხოდა გადავწყვიტეთ , რომ როცა მეც მოვილევდი ზღვას და ისიც, საზაფხულო ე.წ არდადეგების შემდეგ გავაკეთებდით ბლოგს. როცა ჩამოვედი სკაიპში დავიმატე და მოკლედ დავიწყეთ ვორდპრესის დარეგისტრირება, თან ორივე ვწუხდით იმაზე, რომ გამუდმებით წვიმდა და დიდად არც საკუთარი ნარუჯი მოგვწონდა ორივეს.

რა ვიცი თინიზე? თინის უყვარს ქათმის ჩხირები, შოკოლადი და სხვა გემრიელი სასუსნავები. მოკლედ მე არ მგავს, მაგრამ ეს არაფერში გვიშლის ხელს. მიხარია, რომ საიმედო ადამიანი მეგულება ინტერნეტში და ნებისმიერ დროს, როცა არ უნდა ვთხოვო რამე, იგი დაუღალავად ეცდება, რომ დამეხმაროს, არა მარტო მე, არამედ ბევრ ადამიანს. მოკლედ, თინი კარგი გოგო ხარ შენ. ცოტა მთვრალი ვარ და სიყვარულის ხასიათზე ვარ. ჩემი ვიჯეტების დედოფალი ხარ:)

Advertisements

Read Full Post »

დღე პირველი

სახლში, რომ დავბრუნდი, სადარბაზოში ჩემი ცოლსაბერძნეთგაშვებული კაცები იდგნენ და არაყზე ლაპარაკობდნენ, წინა ღამით მე მათზე ვლაპარაკობდი რადიოში, ასე რომ მთელი ბოღმა ამოყრილი მქონდა.

“რებიატა ვსე ბუდეტ ნარმალნა” -ს ვისმენდი მარშუტკაში და ვფიქრობდი, ასეთ საჭირო მუხტს მეც, რომ ვაძლევდე ჩემს მსმენელებს, გაგიჟდებოდნენ ჩემზეთქო. მოკლედ ჩამოვედი დასაკარგავში, არარსებულ გაჩერებასთან ვაჩერებინებ მძღოლს და ზრდილობიან და გულითად მადლობასაც ვუხდი. მადლობა სალბუნია სულის. რადიოში კალვინ ჰარისს ვუსმენდი და მოლოკოს. შენობიდან რომ გამოვედი, მერე მივხვდი რომ უფრო ორიგინალურად შემეძლო დამშვიდობება და გული დამწყდა. ქარმა სადღაც თავის მიმართულებით წამათრია, მაგრამ კიდევ კარგი ბედად ჩემი მარშუტკა გამოჩნდა.

უცნაურ სინოპტიკურ დღეებში იციან ადამიანებმა დაკონტაქტება, მეზობლის ცოლი შემხვდა კიბეებზე, გამარჯობის მეტი რომ არასდროს არ მითქვამს და მითხრა რა საშინელი ქარიაო არა, ჰოდა მეც ვუპასუხე, შენ ზემოთ უნდა ნახო რეები ხდება მეთქი. ხელში ყუნწმოტეხილი ყავის ჭიქა ეჭირა და ძველი დრო გამახსენდა, მეზობლები ერთმანეთთან, რომ დადიოდნენ, შაქრის და ზეთის სასესხებლად.

სასიამოვნო სუნი მეცა კართან, ვიფიქრე როდის მოასწრო დედაჩემმა ჭადების გამოცხობათქო და სასიამოვნოდ გამიკვირდა როცა სამზარეულოში ცხელი ჭადები დამხვდა. მერე კი გავიფიქრე ალბათ ასეთი უაზრობების გამო ჩხუბობდნენ ხშირადთქო. “ჭადი ასე გახმება, რა უგემური საჭმელია, შარვალი რა ცუდი გაუთოებული, ნაკეცები არ ეტყობა და ა.შ” და კიდევ მეათასედ დავასკვენი, რომ დიდებული დედა მყავს, ჭადები კარადაში შევაწყვე და დედაჩემს მაინც მივეცი გულში შენიშვნა: “ეს ცხელი ჭადები აქ რომ დაგიყრია,ხო გახმებამეთქი”.

შექსპირი დამხვდა კიდევ. სკოლის ბიბლიოთეკიდან წამომიღო ეტყობა. ჰო კიდე შავი ღვინო, მეთქი კიბოს გაჩენას უშლის ხელსთქო და დავისხი. მერე გამახსენდა ყელი რომ მქონდა ჩამწვარი სიცხისგან და ვიფიქრე აი მეორე მოუხდებათქო. “ლაზოლვანის”:)  ეფექტი ჰქონდა მესამეს და მეოთხე აღარ დამისხამს, რადგან ვიცოდი ფატალური შედეგი მექნებოდა და უნიტაზთან გავატარებდი დილას და შევეშვი. მერე კი ვფიქრობდი, რით ვარ იმ კაცებზე უკეთესითქო, მაგრამ მაინც ჩემი თავი გავამართლე როგორც ყოველთვის. ამოტივტივდა უინტიმურესი აზრები, ეგრევე უარვყავი, ამაზე რომ რამე დავწერო და თუ გინდა ლიბერალური პოეზია დავარქვა, უტა მაინც მომკლავსთქო, მერე ისე მომეწონა ის გაფიქრება,თუ როგორ მომკლავდა უტა, სულ გადამავიწყდა ყველაფერი. ჩანთიდან ამოვყარე  ლოცვების,დაუჯდომლების,ინგლისური ლექსიკონის წიგნები და ჩემი ლიფი, რომელიც ამ ბოლო დროს სულ ჩანთით დამაქვს.

დღე პირველის მეორე ნახევარი

ეს ბლოგი, რომ რაღაცას უნდა დაემგვანოს ყველამ იცის.  მეც ვიცი და ამიტომ ვთხოვე, რამდენიმე დღის წინ თინის როცა მოიცლი დამამონიტორინგე მეთქი. ჰოდა ეტყობოდა თინის ეცალა და დავიწყეთ ვიდჯეტებით. “ეხლა მე შენ გაგიკეთებ ტოპ.ჯეს მთვლელსდა კიდე აიმ მთვლელს რამდენია ონლაინ.” მოკლედ ასე დაიწყო თინიმ:)ტოპ.ჯეს მთვლელის დაყენება რთული არ აღმოჩნდა, მაგრამ თინის სურდა მეორე მთვლელიც დაეყენებინა და ისეთი დიდი ენთუზიაზმით მეხმარებოდა,ვიფიქრე მართლა უმნიშვნელოვანესი საქმეა ბლოგერობამეთქი და უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთქო. მოკლედ ის “გული”-ს ფორმის მთვლელი ვერ დავაყენეთ,თინიმ ეტყობა ჩემი “მდგომარეობა” გაითვალისწინა და სწორედ ამიტომ შემომთავაზა, გულის ფორმის მთვლელი. მოკლედ საიდებარს, ორი ვიდჯეტი შევმატეთ, კიდევ ბლოგროლ.ჯიზე დარეგისტრირებაც ვეცადე, მაგრამ წერილი არ მომივიდა და დღესაც ველი. ჰო კიდე დიზაინი ის ძველი, ჩემი ტკვილი იყო, ჰედერსაც ვერაფერს ვუხერხებდი, ეხა კი მომეცა გაქანება:) საკუთარი სურვილით შევცვლი და რასაც მინდა იმას დავაყენებ. და ამის შემდეგ თინიმ დაიწყო პოსტის წერა და მეც გავათავისუფლე კომპი, რათა მირანდას მეთხუთმეტედ ეყურებინა “ბინდი”. დაჯდა და მე კარგად შევათვალიერე, ეს ბავშვიც ვამპირად ხომ არ გადაიქცათქო.

ძველი ქალაქის დაბ.დღე

მე არაფერი მკითხოთ, აზრზე არ ვარ რა ხდებოდა. ჩემი სურვილით და გადაწყვეტილებით, არ წავედი კლუბში სადაც რადიოს დაბ.დღე აღინიშნებოდა და ვიჯექი ეთერში და მომლოცველთა ზარებს ვპასუხობდი. ზუსტად ვიცი ყველაფერი კარგად იქნებოდა. კაკაკდუ (აუტსაიდერელი) დაუკრავდა და კიდევ ახალი როკ ჯგუფები, რომლებიც პრესის სახლის ბოლო სართულზე “ხერხავდნენ” და არეპეტიციებედნენ.ასე იქნებოდა კი არა, ასე იყო. ჯერ როკ კონცერტივით რაღაც ჩატარებულა,მერე დისკოტეკა, დიჯეი ლევანმა და ზაპამ დაუკრეს, კიდევ ალაფურშეტი დაკიდევ ისეთი რაღაცეები, რაც მე არ მინახავს. მოკლედ საერთოდ არ მწყდება გული, რადგან ყველაზე მეტად მარიმ იცის ჩემთვის რა არის დღესასწაული. მოკლედ რადიო 14 წლის გახდა. იმდენი დრო გავიდა იმ წლებიდან, როცა უშუქობაში ვუსმენდით რადიოებს და სიტყვა დიჯეიზე სუნთქვის შეჩერებები მჭირდა და ვერც ვიფიქრებდი, რომ მალე მეც “ძველი ქალაქელი” გავხდებოდი. ასეთი წარმატებით, რომ ამისრულდეს ყველა ოცნება, შეიძლება საბოლოო ჯამში გავაფრინო:)

პირადი-პირადი ამბები

ოცნებებში და ძილში ვარ გადავარდნილი. ისე ნელა გადის დრო, ნერვები მეშლება, ნევროზი რომ არ დამემართოს, ამიტომ სულ მძინავს. რა საჭირო იყო ამ პოსტის ასე სექციებად დაყოფა, აზრზე არ ვარ. აა შეიძლება, იმიტომ გავაკეთე, რომ ასე უფრო წაკითხვადად  და საყურადსაღებოდ გამოიყურებოდეს:) მოკლედ ინსტიქტები. კოკა-კოლას რეკლამის გამოჩენა ძველ, ბავშვურ ოცნებას მახსენებას, ნიუ-იორკში რომ მინდოდა ახალწელს და შობას შევხვედროდი, პრინციპში მინდოდა კი არა ეხლაც მინდა. მაგრამ ,ახლა უტა სადაცაა იქაა ჩემთვის დღესასწაული, ახალი წელი, შობა და იქაა ჩემი ნიუ-იორკი.

Read Full Post »

დღეს თინის ბლოგის დაბადების დღეა. ჰოდა ვულოცავ, თინი არის ის ადამიანი, ვინც ჩემი ბლოგის ჩამოყალიბებაში დამეხმარა და მისი დამსახურებაა, რაღაცას რომ წარმოადგენს. მესამე თვე გადის, რაც ეს ბლოგი მაქვს, ვფიქრობ რამე ხომ არ შეიცვალათქო, მაგრამ ვერაფერს ვასკვნი, გარდა იმისა რომ კმაყოფილი ვარ ამ შენაძენით:) უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, რომ მქონოდა უფრო კარგი იქნებოდა, მაშინ გაცხოველებული მქონდა წერის სურვილი, უამრავი საინტერესო იდეა მიტრიალებდა თავში, ექსპერიმენტების ჩატარების ხასიათზე ვიყავი, უამრავს დავდიოდი, ვეწეოდი, რაღაც ტაბლეტებს ვყლაპავდი და გიჟივით ვიქცეოდი.  მაშინ უამრავი ადამიანი ტრიალებდა ჩემს ირგვლივ, ზოგს ვუყვარდი, ზოგს ვეზიზღებოდი, ზოგს კიდე რა და ზოგს კიდე რა. გათქვეფილი ვიყავი უამრავ ადამიანში. სულ ქალებში და კაცებში ვიყავი. დღეს კი ამ საზოგადოებისგან დაცლილი ვარ, მარტო ვარ  ჩემთვის, ჩემთან არის უტა, კიდევ ჩემი ოჯახი და ბედნიერი ვარ ამ ასოციალური საახლობლოთი.

ჰო კიდევ რადიო, რომელიც ხშირად მავიწყდება, ალბათ იმიტომ, რომ იშვიათად მიწევს იქ ყოფნა და ამ პერიოდულობის გამო, საერთოდ არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ ეს ჩემი სამსახურია. ეს უფრო გასართობს წარმოადგენს ჩემთვის, რომ კვირაში რამდენიმე დღით, გავიდე სახლიდან, მუსიკას მოვუსმინო და გადაბმულად ვილაპარაკო 7 საათი, რათა ლაპარაკი არ დამავიწყდეს. მახსენდება მამაჩემი, როგორ ეწინააღმდეგებოდა ჩემს რადიოში მუშაობას, ლაპარაკს ისწავლი და წერას საერთოდ ვეღარ შეძლებო. ნაწილობრივ გამართლდა მისი სიტყვები. მაშინ, ანუ რამდენიმე წლის წინ წერით უფრო კარგად ვწერდი, ვიდრე დღეს, მაგრამ ისეთი ბლუკუნა ვიყავი, ერთი წინადადების გადაბმას ვერ ვახერხებდი, ისე რომ არ გავწითლებულიყავი, არ მენერვიულა, არ მეფორიაქა და თავი არ დამეტანჯა.  რომელი უფრო კარგია ღმერთმა უწყის, მაგრამ ამ ეტაპზე რათქმაუნდა ლაპარაკი ჯობია, ამ ლაპარაკში ფულს მიხდიან, ხოლო აქ, ამ ქალაქში წერაზე და მწერლობაზე ოცნება ჯერ ძაან ნაადრევია. ხოდა რახან წერისთვის ფულს არავინ გადამიხდის, ამიტომ რედაქტორებთან წანწალს მირჩევნია, საკუთარ ბლოგზე ის ვპოსტო, რაც გამისწორდება. ანუ საკუთარი ჭია ვასიამოვნო, ხანდახან დრო გავიყვანო, ხანდახან როცა არასასიამოვნო ფიქრები მომეძალება, წერა დავიწყო და ასე გავფანტო ეს ფიქრები.

ანუ ერთ-ერთი მიზეზი იმისათვის,რომ საკუთარი ბლოგი ჰქონდეს ადამიანს. 🙂

ძვლივს გაშრა გზები, ეჭვი მაქვს ამ საღამოს დიდხანს ვისეირნებ გარეთ მარტო და მერე სახლში მოსულს კაი ხანს არ დამეძინება. როცა მარტო ხარ ძაან ნელა გადის დრო!

Read Full Post »

რა ხდება მაშინ,როცა ბლოგის ჩამოყალიბებას იწყებ.თითქოს ყველაფერი ძალიან იოლად გესახება,მაგრამ რამდენიმე დღეში ხვდები,რომ ვიღაცის დახმარება გჭირდება ,შეიძლება უმნიშვნელო რჩევა,მაგრამ ბლოგი პირდაპირ გამხელს თუ რა სჭირდება მას,როგორი მოპყრობა სჭირდება.ამ პოსტით ვეხმაურები სვითის ბოლო პოსტს,თუ როგორ უნდა დამეგობრდნენ ბლოგერები და განსაკუთრებით კი ის ბლოგერები,რომლებმაც,სულ ახლახანს დაიწყეს ბლოგოსფეროში მოძრაობა.ძალიან კარგი და მეგობრული და ზომიერი რჩევები,იმათთვის ვისაც სურს თავისი ბლოგი უფრო რეიტინგული და პოპულარული გახდეს.ასე,რომ გადაიკითხეთ ეს პოსტი,თავიდან ბოლომდე და ბოლოს მიხვდებით,რომ წაკითხვად ღირდა და არ ინანებთ.

რაც შეეხება,ჩემს ბლოგერულ მოღვაწეობას,ეს ყველაფერი დაიწყო სექტემბრის  პირველ რიცხვებში და ჯერ 2 თვეც არ გასულა.რაც შეეხება აქტივობას,რეგულარულად ვპოსტავ და მივყვები თინის იმ პრინციპს(ლინკს ვეძებდი მარა ვერ ვნახე:(,როცა არ გეწერინება,იმით დაიწყე წერა,რომ არ გეწერინება და ეს პრინციპი მშვენივრად ამართლებს.ასე,რომ შევძელი მეთქვა უარი ჩემს განწყობებზე და ჩემს უჟმურ მუზაზე,რომელიც ხან მოდის და ხან არა,ასე რომ ახლა უკვე მე ვმართავ ამ სიტუაცია.ეს როგორ გამომდის,ჯერჯერობით ამას არ ვაქცევ ყურადღებას,რადგან მთავარია მიზანი:) და შემდეგ უკვე ყველაფერი ჩადგება კალაპოტში და ალბათ კარგ კალაპოტში.

და სვითის ის პოსტი,რომელიც ზემოთ ვახსენე და რომელიც ბლოგერების მეგობრობას,მათთან ალიანსს და ტანდემს ეხება,ვფიქრობ მე კარგად გამომადგება.რადგან სულ რაღაც 2 თვეც არ არის გასული,რაც ბლოგი მაქვს და ეს სურვილიც ახდა,ყოველდღე ვრწმუნდები იმ რეალობაში,რასაც  მეგობარი ბლოგერი ჰქვია,რომელიც  მე მყავს.ეს არის თინი ,რომელზეც სუულ პირველს პოსტში მიწერია,თუ როგორ დამეხმარა იმაში,რომ ჩემი ბლოგი მქონოდა.ნებისმიერ დროს,როცა რაღაცაში ვიჭედები,ვიცი რომ თინი, თუ სადმეა ვირტუალურ სიახლოვესაა,ყოველთვის მზადაა დამეხმაროს  და ეს ყველაფერი დაუზარებლად გააკეთოს.

კიდევ დიდი მადლობა ამისთვის თინის.

ისევ მივუბრუნდები სვითის პოსტს,რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის,ვისაც უყვარს თავისი ბლოგი,ვისაც უყვარს წერა და ვისაც უნდა წარმატებული ბლოგი ჰქონდეს.

მივიღებ ყველანაირ რჩევებს,ჩემს ბლოგთან დაკავშირებით:*

Read Full Post »

%d bloggers like this: