Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ლოცვა’

ვცდილობ შევეჩვიო, სიტყვა ქმარს და ამიტომ ამ შუაღამით, საკუთარი ქ მ ა რ ი მივატოვე ლოგინში, ფანჯარა შევუღე და ვაპირებ ამ სიტყვასთან მიჩვევას. მანამდე, ჩემი დაწერილი რეცენზია, როგორც რედაქტორმა ისე წაიკითხა და მე იმ წუთას ყველა ლიტერატურათმცოდნე ფეხებზე მეკიდა, მერე იმის მაგივრად, რომ რამე თბილი ეთქვა, მითხრა ისევ შენს ნაწერზე ვფიქრობდიო და ამის მოსმენა ყველანაირ თბილს მირჩევნოდა.

ჩემი ქმარი ნუშებს ჭამს ხოლმე, დილით ვარჯიშობს, მანამდე ერთ კოვზ თაფლს და ერთ ჭიქა წყალს სვამს, ტელევიზორს ფეხზე დამდგარი უყურებს და ამბობს “რა ნაძირალაა” , როცა სძინავს ხელები კისერქვეშ აქვს შეწყობილი, როცა სძინავს მისი ყელი სუნთქავს.

ჩემი ქმარი მარტო ჩემს ნაწერებს, ჩემს ბლოგს, ჩემს ნოუთებს, ჩემს ფეისბუქის სტატუსებს, ჩემს საგაზეთო და საჟურნალო პუბლიკაციებს, ჩემს ინტერვიუებში მხოლოდ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებს, დილის და ღამის ლოცვებს კითხულობს. საერთოდ, არ ადარდებს რა ხდება თანამედროვე ქართულ პროზაში და პოეზიაში და ეს მისი ერთ–ერთი განსაკუთრებული და დადებითი თვისებაა.

ჩემი ქმარი უელბეკს, მარტო ჩემთვის ყიდულობს და მერე გამყიდველ გოგოზე ბრაზდება.

ჩემი ქმარი თვლის, რომ ეს არ არის აუცილებელი საკითხავი. მეც ასე ვთვლი.

ჩემი ქმარი ძვირიან და ხარისხიან ფეხსაცმელს და ტანსაცმელს მყიდულობს, მაგრამ მე მაინც ჩამოძონძილი და ლაქებიანი კურტკით დავდივარ და ამაზე ცოფდება(ეს ცოფდება რაღაც მოუხდა), უბრალოდ ამბობს აბა რისთვის გიყიდეო.

ჩემი ქმარი დილით მარტო ლოცულობს, მე არ მაღვიძებს, თუ გამაღვიძებს მარტო იმიტომ, რომ კარი ჩავკეტო.

ჩემი ქმარი, ჩემთვის მუშაობს. ეს მე არ მეამაყება, უბრალოდ ამას თვითონ ამბობს.

ჩემი ქმარი ამბობს, რომ მე მისი იმედი და ნუგეში ვარ და ეს მეამაყება.

ჩემი ქმარი ღმერთს სთხოვს, რომ სულ ერთად ვიყოთ და დანარჩენი ყველაფერი თავისთვის მოვა.

მე ღმერთს სამსახურს და ფულს ვთხოვ, რომ მერე ამ სამსახურით და ფულით ორივე სიკვდილამდე კარგად და ბედნიერად ვიყოთ.

ჩემი ქმარი მეუბნება, რომ შვილიც რომ არ გვეყოლოს, არაფერიც არ მოხდება, მთავარია ჩემში არ დაინგრეს რამე, ისე კი შვილის გამო ცოლად არ მოვუყვანივარ.

ჩემი ქმარი ცდილობს ჯანსაღი და სრულფასოვანი საკვებით ვიკვებოთ.

ჩემს ქმარს ეხლა სძინავს.

პ.ს უტა, რა კაი რამეებს ამბობ ხოლმე და რატო არაფერს არ ვიწერ

Read Full Post »

არაფრის დაწერას არ ვაპირებდი,უბრალოდ ჯერ არ მეძინება და სანამ კომპთან არ დამეძინება,მეც არსად წასვლას არ ვაპირებ.მარი იხედება სარკეში და თავისი თავი ძაან მოწონს,ვგიჟდები როცა ქალი აღმოაჩენს,რომ ლამაზია თურმე და ეს აღმოჩენა ძაან ახარებს.ვგიჟდები ასეთ გოგოებზე თავისი თავები,რომ მოსწონთ და უყვართ.როცა  იციან,რომ ლამაზი ტუჩები და ლამაზი თვალები აქვთ და საერთოდ არ არის საჭირო კაცების დაუხვეწავი და ვულგარული კომპლიმენტები.აი ისეთი,როგორიც არის;”დღეს ყველაზე ლამაზი ხარ,დღეს განსაკუთრებით გამოიყურები”.კიდე ისეთ ქალებზე ვგიჟდები,სარკეში შიშვლები დიდხანს რომ ათვალიერებენ საკუთარ სხეულს,როცა მოწონთ და როცა არ მოსწონთ რაღაცეები.ცდილობენ საკუთარ თავში შეცვალონ და სიახლეები აღმოაჩინონ.მე მგონი ქალის არსი სწორედ ამას გულისხმობს:უამრავი დაფარული სილამაზის აღმოჩენას.ზოგ შემთხვევაში ასეთ სიახლეებს თავად ქალები აკეთებენ,ზოგჯერ კი მათ აღმოჩენებში თავად კაცები ეხმარებათ.მე მაინც ვფიქრობ,რომ ასეთი კაცები ცოტა არიან,მაგრამ ჩემს შემთხვევაში მართლა ასე მოხდა.უტამ მთლიანად აღმომაჩინა და მიპოვა.ხო საშინლად პათეტიურია,მაგრამ მართლა ასე მოხდა.უამრავი ახალი თვისება გამოიკვეთა ჩემში,რომელიც შეიძლება ცუდიც  იყოს და კარგიც,მაგრამ მთავარია,რომ ისინი გამოჩნდნენ.

სპონტანურად წამოიწია ეს თემა.არც ვაპირებდი ამაზე დამეწერა.ხვალ თმებს ვიჭრი,ცოტა უნდა დავიმოკლო.ჩავეწერე უკვე ჟანასთან.ჟანა ყველაზე კარგად ჭრის და საერთოდ რაღაც მაგიური ხელები აქვს ამ ქალს,მისი სალონიდან სულ სხვანაირები გამოდიან.ძველებურები,მაგრამ მაინც ახლები.

ხვალ კიდევ დილით უნდა ავდგე ძალიან ადრე.ვმუშაობ რადიოში:( ადრე არ მეზარებოდა ადგომა,მაგრამ ეხლა როცა ვიცი რამდენიმე დღეში უტა უნდა ვნახო,საერთოდ გული არ მიჩერდება იქ და გამოქცევაზე ვარ.ვერაფრით ვინუგეშებ თავს.მერე მოვდივარ სახლში,ვბოდიალობ და ვბოდიალობ,შევიჭყიტავ ფეისბუქზე,მერე მაილზეც-სადაც არასდროს არ მხვდება წერილები,მერე ისევ ფეისბუქი,რომელიც საშინლად მაღიზიანებს.დღეს რამდენიმე უცნობი ამოვშალე,რომლებიც პირველივე დღიდან დამემატნენ და აზრზე არ ვარ რატო.ჰოდა საერთოდ არ მჭირდება ეს უცნობები…

ძილის დროც დგება,იმაზე ვიფიქრებ როგორ მაგრად ჩამეხუტება.აი ისე ძვლების დამტვრევამდე მინდა ეს ჩახუტება.

იმედია დილის ექვსამდე კარგ სიზმრებს ვნახავ,მერე კი დარეკავს ალარმ:) და მეც წამომაგდებს საწოლიდან,ჩავიცვამ ფართხა-ფურთხით იმას,რაც საჭიროა იმისთვის,რომ შიშველი არ აღმოვჩნდე ქუჩაში,ვილოცებ და გავვარდები სახლიდან.

დღეს მთელი დღე ვწუხვარ იმაზე,რომ უზრდელი ვარ და საშინლად ვიგინები ზოგჯერ.

მართლა ვწუხვარ.დედას ვფიცავარ,უტას ვფიცავარ და მარის ვფიცავარ.

ღმერთო დამიბლოკე ეს სიტყვები :(:(:(

Read Full Post »

%d bloggers like this: