Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘მარკესი’

1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?

ყოველ წელს ვკითხულობ ფოლკნერს და ყოველ წელს განსაკუთრებული შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.მოვპარავ იმ სიტყვებს რასაც თავის თავზე ამბობს მწერალი,რომ იგი დაამარცხა წიგნმა სახელად ”ხმაური და მძვინვარება”.მე კი მისი თითქმის ყველა მოთხრობა და რომანი მამარცხებს,როცა ვკითხულობ.მანგრევსთქო,ასე უფრო აჯობებდა.ამ კვირაში ვაპირებ კიდევ ერთხელ გადავიკითხო ”ხმაური და მძვინვარება”.ამ წლის ძლიერი შთაბეჭდილება შეიძლება იყოს ასევე,მისი რომანი ”აგვისტოს ნათელი”,სადაც მისი გმირი ქალი ლინა გროუვი სასოწარკვეთილებამდე მისული ოპტიმიზმით მიიკვლევს თავის გზას.ხანდახან მინდება ვგავდე ამ ქალს ამ მიზანდასახულობაში.

2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი?

ფორუყ ფაროხზადი.გალაქტიონი და კიდევ ლადო ასათიანსაც დავწერ.ბავშვობაში მიყვარდა.

3. სამი ყველაზე საყვარელი წერალი.

უილიამ ფოლკნერი,გაბრიელ გარსია მარკესი და ასტრიდ ლინდგრენი.მეოთხეც მინდა დავწერო-ჰემინგუეი:)

4. რომელ წიგნზე გიტირიათ?

არ მახსენდება.ძლიერი ემოციები მქონდა,აი ისეთი, ყელში ბურთები რომ მოგაწვება ”ხმაური და მძვინვარებაზე”.კედი შემიყვარდა:*

5. რომელ წიგნს დასცინეთ?

ალბათ ბევრს,რადგან ბავშვობიდან უამრავ წიგნს ვკითხულობდი,მათ შორის ასევე უამრავ ლიტერატურულ მაკულატურას.განსაკუთრებით არ მომწონდა ქართული დეტექტივები და ”გამომძიებელი ქალი შორენა”-სნაირი წიგნები.ვფიქრობდი რომ ეს წიგნი შეურაცხყოფას მაყენებდა.დასანახად ვერ ვიტან დღემდე.

6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?

ხანდახან მგონია,რომ ასტრიდ ლინდგრენს ნობელის პრემია აქვს მიღებული.2001 წელს ნობელის პრემია გადაეცა ტრინიდადი და ტობაგოდან,ვიდიადჰარ სურაიპრასად ნაიპოლის.უცნაურია,როცა ამ დროს ცოცხალი იყო ასტრიდ ლინდგრენი.ასეთ შემთხვევაში ქართველები იტყოდნენ,ქართველებს არ ვაფასებთ ჩვენ თვითონო:)მგონი ეკუთვნოდა ლინდგრენს ნობელი.

7. საყვარელი ციტატა წიგნიდან

ვერასდროს ვიმახსოვრებ.

8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი

ლინდგრენის ყველა მოთხრობა.

9. რომელი წიგნის პერსონაჟი არის ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?

ასე ვერასოდეს შევხედავ მათ,რომ რაიმით ისინი მე მგავდეს და ეს მსგავსება ვეძებო.უბრალოდ თავიდანვე მიყვარდებიან.

10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?

ეს იგივეა დაითვალო ის ბიჭები,რომლებსაც უყვარდი და მერე მათი სახელების ნუსხა ჩამოწერო.

 

Advertisements

Read Full Post »

აღარ მოვყვები იმაზე,თუ როგორ არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე,როგორ ვარ ამ დღეს ცუდ ხასიათზე და როგორი ცუდი ამინდები იყო თბილისში.საერთოდ ამ დღეებში ისეთი დაბანგული დავდიოდი,ქუჩაში ხალხს ვერ ვამჩნევდი:)უტას მარჯვენა მკლავის ქვეშ მქონდა თავი შეყოფილი და ჯანდაბაში ვაგზავნიდი ყველას,ვისაც რამე არ მოეწონებოდა ჩემი.

ხუთშაბათ დილით სულაც ვერ ვგრძნობდი,რომ უკვე 23 წლის გოგო ვარ.მაგარი ყავა დავლიე  და მერე სულ არ გამხსენებია ჩემი დაბადების დღე.უტამ დილით დამირეკა,საღამომდე უნდა ემუშავა და მერე უნდა მენახა.სამი კარგი რამ მისურვა,ისეთი რამეები,რაც ორივეს დაგვჭირდება კარგად რო ვიყოთ მთელი ცხოვრება:)ანის სანახავად წავედი,ჯერ სამსახურში მივაკითხე.რაც ქუთაისიდან თბილისში გადაბარგდა ანი,არ მენახა.რაღაცნაირად კარგი შეგრძნებაა,როცა მეგობარს ნახულობ სხვა ქალაქში,რომელიც შენი არაა.ანი იყო ისევ ხუჭუჭა და ისევ ვინსტონს ეწეოდა.ვაკეში წავედით მასთან,შუადღის 2 საათზე ვაკოს ეძინა და რომ დამინახა ჩემი დაბადების დღე გაახსენდა.გამიკვირდა რომ ახსოვდა.2 წლის წინ ასე მომილოცა სმს-ით:” თუ მარკესს დავუჯერებთ,შენ არასდროს დაბერდები შო”.მეც ასე ვფიქრობ ახლა და მარკესის საოცრად მჯერა.პირველად ვაკოსთან და ანისთან გავსინჯე ლიმნიანი ყავა და ულიმნო ყავას ალბათ ვეღარც დავლევ.იმათ მოწიეს,მერე იმაზე ვილაპარაკეთ რა არის სასიამოვნო სიგარეტის მოწევაში და შევჯერდით იმაზე:)რომ ყველა ყოფილ მწეველს მოწევის მანერა ენატრება.ორ თითშუა მოქცეული სიგარეტი…მერე ქუთაისზე ვილაპარაკეთ,რადიოზე,მეგობრებზე .

მგონი კიდევ დავლიეთ ყავა.კიდევ ლიმნიანი.უტამაც დარეკა მერე.

ვერასდროს ვიხსენებ უტას ნახვის მერე,რას ვაკეთებდით,როგორ დავინახე,რა ვიგრძენი.იმდენად ძლიერი ემოციაა მგონი ეგრევე ამნეზია მემართება.სუნი არასდროს მავიწყდება მისი და საერთოდ ყველაფერი მახსოვს,მაგრამ იმდენად ლამაზი იყო ყველაფერი ვიღაც თავში მკარნახობს,რომ არ დაწეროოო.

საშინლად ცრუმორწმუნე ვარ.

ჩემი დაბადების დღე პირველად იყო ლამაზი,სულ ოდნავ წამოწვიმა და მერე შეწყდა.

ვააააიჰ:) რა კარგად ვგრძნობ თავს როცა ამას ვიძახი,მარტო უტამ იცის და მარტო უტას უყვარს როცა ამას ვიძახი.

Read Full Post »

ჯერ იყო და ჯასტინის და სიარას  კლიპის ჩვენება აკრძალეს თურქეთში,ღია სექსუალური ქვეტექსტის მოტივით,თურქებისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი ის მომენტი აღმოჩნდა,როდესაც სიარა ჯასტინ ტიმბელეიქს ყურს ულოკავს.მერე რამშტაინის ახალი ვიდეო კლიპი ფუსი საერთოდ დაბლოკეს,ოღონდ ეს ყველაზე მასშტაბური დაბლოკვა იყო.”სიყვარული ყველასთვის” -ეს სახელი შეურჩიეს თავად ჯგუფის წევრებმა მეექვსე სტუდიურ ნამუშევარს.ალბომის პირველი სინგლი სწორედ ეს სკანდალური ფუსია,რომელზეც ვიდეორგოლი შვედმა რეჟისორმა იონას აკერლუნდმა გადაიღო .თავიდან ვფიქრობდი რა უნდა ყოფილიყო ისეთი,რომ ეს თავად გერმანელებმაც ვერ მიიღეს,ვერაფერი დავასკვენი,რადგან არც ნანახი მქონდა ვიდეორგოლი,მერე დამავიწყდა,ეხა ისევ გამახსენდა და აქ ვდებ.ვისაც სუსტი გული აქვს და ასეთ რაღაცეების ნახვას ერიდება,მათ რათქმაუნდა არ უნდა ნახონ,ხოლო ვინც მიჩვეულია პორნო საიტებს ამათთვის კიდევ დასაშვებია:)რაც შემეხება მე,ცოტა არ იყოს და გამიკვირდა რატომ ატეხეს ასეთი დიდი აურზაური ამ კლიპის გამო.აქ უკვე აღარაა ქვეტექსტის  ძებნა საჭირო,ისედაც ცხადად ჩანს სექსუალური სცენები.

klipi amogebuliaaa

თავიდან თქვეს რომ უნდა მომხდარიყო მარკესის ბოლო რომანის “მოგონებები ჩემს ნაღვლიან მეძავებზე”  ეკრანიზაცია.გადაღებებიც დაიწყო,მაგრამ 7 ოქტომბერს გადაღებები შეჩერდა.პროსტიტუციის წინააღმდეგ მებრძოლი მექსიკური ჯგუფის აქტივისტების საჩივრის შემდეგ.როგორც ამბობენ მთავარი მოტივი ის არის,რომ რომანის კინოვერსია პედოფილიას შეუწყობს ხელს.ასე რომ,მარკესის ბოლო რომანის ეკრანიზაცია აღარ შედგება ამ ეტაპზე.საინტერესოა რა მოხდება,თუ პაულო კოელიოს რომანის “11 წუთის” გადაღებას დააპირებენ?  პოტენციური მოტივი შეიძლება ისევ გახდეს პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა.

ნეტავ კიდე რას მოიფიქრებენ?

“იმედზე” რაღაც სერიალს მოვკარი თვალი,ახალია აშკარად,პრომოში პატარა გოგო და ბიჭი გარბიან და ერთმანეთს კოცნიან ,სერიალი მათ დიდ  და ძლიერ სიყვარულს ეხება.ნეტა ეს რას ნიშნავს?ამ სერიალებს ხომ,სწორედ იმ ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ხალხი იღებს,რომლებმაც პედოფილიის და პროსტიტუციის გავრცელების მოტივით მარკესის ბოლო რომანის ეკრანიზაცია  შეაჩერეს.ვერაფერს გაიგებ,მაინც სადაა მთავარი მოტივი?

რაც შეეხება საქართველოს,თუ როგორი ხერხებით უწყობენ პედოფილიის გავრცელებას ხელს თავად ბავშვების მშობლები,ამაზე დოდის პოსტი წაიკითხეთ და რა მდგომარეობაში ვართ იმასაც ნახაჳთ.თუ რატომ აცმევენ 8 წლის გოგონებს ჩულოჩნი  და სექსუალურ კოლგოტკებს, ამაზე უწერია.და ნეტავ რატომ ამღერებენ თავიანთ პატარა ბავშვებს მშობლები ტრაგიკულ და უბედურ სიყვარულზე,რატომ აღვარღვარებენ ცრემლებს ეს 25 წლის ქალს დამსგავსებული პატარა გოგონები,ასეთი ტასკა სიმღერების შესრულების დროს.ჩვენთან სხვა კუთხითაა საქმე ცუდად.მაგრამ მაინც ყველაფერი ჩვენს აზროვნებაშია,ჩვენს ჩამოუყალიბებელ გონში,შეზღუდულობაში,უმეცრებაში და კიდევ უამრავ ცუდ რამეში.და მაინც მერე ყველაფერს  ქართულ მენტალიტეტს ვაბრალებთ.

მოტივი კი სულ სხვაგანაა და სულ სხვა რამეშია.ამას ჩვენ თვითონ უნდა მივხვდეთ.

Read Full Post »

%d bloggers like this: