Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘მირანდა’

იმდენი რაღაცეები ააფეთქეს გამომეღვიძა, ომი ხომ არ დაიწყოთქო.

გილოცამთ ყველას.

რა საშინლად ვიცი მანიკურის გაკეთება. ადრე ვარ ასადგომი. მარტო სახლში ძველით ახალ წელს, 4 წლის წინ ვიყავი და სულაც არ იყო კაი შეგრძნება. დეე, მაარ, მირ დროზე მოდით სახლში და რამე გემრიელი რამე გააკეთეთ საჭმელი, ჩემი შემწვარი კარტოფილი საზიზღრობა იყო.

Read Full Post »

დილით ვაპირებდი დამეწერა, მაგრამ გადაღლილი და გამოუძინებელი პოსტი იქნებოდა და ამიტომ, რაღაც ჩაშუშულები ვჭამე, დავიძინე, თმებს ისევ ვერაფერი მოვუხერხე და ისევ რადიოში ვარ. გარეთ ღამეა, აი ისე პროვინციულად განათებული ქალაქიდან ამოვვარდი ასევე პროვინციულად საახალწლო მოლოცვილ შენობის კიბეებზე.არასწორად ვწერ,მაგრამ ასე მინდა. დილით, რო არ ელოდები და წერილი რო გხვდება ე-მაილზე, ხომ კარგია? ამ დღეებში საერთოდ არაფერს ვეკარები, არც ფეისბუქს, არც ი-მეილს ვამოწმებ, სკაიპშიც არ შევდიოდი, მაგრამ ამ დილით ვიფიქრე მოდი ჩემს ბლოგს გადავხედავთქო. რამდენიმე კომენტარი დამხვდა, ერთმა კი ძაან გამახარა. ეგოისტკა მწერდა სად ხარ სად დაიკარგეო. მუცელში გამიხარდა საშინლად და იქვე მივეცი პირობა, აუცილებლად დავწერთქო. არადა ხომ გეუბნებით საერთოდ არაფრის დაწერას ვაპირებდი ამ დღეებში. თან უამრავი საახალწლო სამზადისით ავსებული პოსტი დავბლოკე გონებაში,ეგოისტურად ვინახავდი ჩემს საახალწლო ემოციებს და მოლოდინებს.

იმდენი რამე მოხდა ახლა ვერაფერს ვიხსენებ.

უბრალოდ ამ მინი პოსტით ვაცხადებ, რომ ცოცხალი ვარ:)

ხვალ შეიძლება რამე დავწერო. ხვალ საერთოდ აღარ ვაპირებ ვიწუწუნო ძილზე. მაინც გამოუძინებელი ვიქნები და მაგიტომ.

სხვა არაფერი ხდება აქ. მეთერთმეტე მერი, რომ აირჩიეს ქალაქის მერად, ეს არავის აინტერესებს. ზოგი იძახის, მერობა უკვე შეტენვაზეა, როგორც ჯოკერშიო, ქვეშ რო ამოუდობენ ისეო.

ამ დღეებში სიყვარულის თერაპიის ინტენსიური კურსის დაწყებას ვაპირებ. მხოლოდ ეს მჭირდება ახლა.

ბედნიერ ახალწელს და შობას გისურვებთ. ხვალ თუ არ მოვედი,მერე მოვალ 2010-ში და ამ ერთ წელს შევაჯამებ და კიდევ იმას მოვყვები სად ვიყავი, რას ვაკეთებდი და რას ვლაპარაკობდი. მანამდე აზრი არა აქვს.

აა კიდე ის რო ჩემი წელი მოდის, ვეფხვის წელი და მგონია კარგი რამეები უნდა მოხდეს.

თქვენც ყველაფერი კარგად აგხდენოდეთ.

Read Full Post »

რადგან ხვალიდან შაბათ-კვირა იწყება,მეც ჩემებური გამოსავალი ვიპოვე,დეპრესიაში რომ არ ჩავვარდე და მთელი დღეები უბედურად მყოფმა არ გავატარო. საქმე რაშია? ვაპირებ ღამეების გადათენების პრინციპით,ვებრძოლო შაბათ-კვირის სევდიან და რუტინულ ხასიათს. ამიტომ დღესაც გადავათენებ და ხვალ მთელი დღე ვიძინებ,ასე მოვიქცევი შაბათ ღამითაც, კვირა ღამითაც, მერე კი რადიოში მუშაობის დღეებში,ისევ ჩავდგები ჩვეულებრივი დღის რეჟიმში და მოწყენილობაც გამივლის.

მგონი მშვენიერი გამოსავალია. ახლა როცა ლიმნიან წყლიანით შესრუტული კომპთან ვზივარ,რომელიც მთელი ღამის განმავლობაში საკმარისად გამომაშრობს,ისე რომ ხვალ ლოგინიდან წამოდგომის თავი არც მექნება , ვინარჩუნებ ოპტიმისტურ განწყობას და ბედნიერი ვარ,რადგან ხვალ მთელი დღე ვიძინებ,გარეთ იქნება საშინელი ამინდი. ასწორებს ძილი წვიმაში. თან ჩემი ლოგინი ფანჯარასთანაა და წკაპუნი წვეთების რომანტიული ძილის პირობას შემიქმნის.

მთელი დღე სახლში ვარ და მთელი დღე მძინავს,ჩემი მამიდაშვილი მოვიდა ,ძილში თავის ამბებს მიყვებოდა. მოკლედ სასიყვარულო განწყობით ვარ მოცული ამ დღეების განმავლობაში,დაუფიქრებლად გავცემ რჩევებს, თითქოს დიდი გამოცდილების ვიყო ამ სფეროში. ყველა შეყვარებულია ჩემს ირგვლივ,დედაჩემის გარდა. დედაჩემსაც რომ შეუყვარდებოდეს ვინმე,ესეც კი გამიხარდება. მასობრივი ბედნიერიზაცია მჭირდება ჩემს ირგვლივ,გახარებული და ღიმილიანი ადამიანები. მარის შვიდ თვიანი მიმოწერა,ერთ ყმაწვილთან,ახალ ეტაპზე გადადის. მარი ბედნიერია,მაგრამ სულ მსაყვედურობს,ჩემი ამბით არ ინტერესდებიო. მართლა არ ვინტერესდები,არ ვიცი რატომ,ალბათ იმიტომ რომ სერიოზული გრძნობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ და მორიგ სასიყვარულო თამაშის ამბები არ მაინტერესებს. მინდა მარი ბედნიერი იყოს და ყველა მამრობითის მეშინია,ვინც მის ირგვლივ ტრიალებს,მეშინია რამე არ აწყენინონ.

მირანდა იწერს სასიყვარულო და თინეიჯერულ ფილმებს და ბედნიერი სახით შესცქერის ამ ჰოლივუდურ ბრჭყვიალობებს. მეც გავიარე ეს ასაკი. ამიტომ არა უშავს,ხანდახან მეც ჩავუჯდები,მიდი რამეს ვუყუროთთქო. ძირითადად კოლეჯებზე აქვს გადმოწერილი ფილმები და იქაურ სიტუაციებზე. მოკლედ ჰაი სქულებში,რომ სიტუაციებია,იმაზე ოცნებობს თვითონაც.

ხვალ ვიქენდები იწყება. ვიქენდი უფრო ბედნიერ დღეებს ნიშნავს ჩემთვის,მაგრამ ხვალ ნამდვილი შაბათ-კვირა დაიწყება,ანუ ქართველები რომ ვეძახით “უქმეებს”. სტუდია “მონიტორის” და უტას გაკეთებულ ფილმებს ვიწერ და ამ დღეებში ამათ ვნახავ,მერე ძაან რომ გადავიღლები,მირანდას ფილმებს ჩავუჯდები.

რამდენიმე წუთის წინ,ასე 45 წუთის წინ, როცა უტას ვწერდი სკაიპში, გამახსენდა შარშანდელი დეკემბერი,დიდიხანი არ მყავდა მაშინ ნანახი. ეს გავახსენე და კიდე გული რო მიბუქნავებდა სარქველებში. რა ლამაზი სუნი იდგა მის კისერშიიი:) (თქმა რომ იციან კიდევ,რა ლამაზი სიმღერააო,მაგიტომ ვთქვი მეც;). იმაზე დავიწყეთ ლაპარაკი,ვის როგორ უხარია ერთმანეთის დანახვა და და ვის რა და როგორ ემართება ჰოდა ბოლოში მე დავსვი შეკითხვა,რასაც თავად ვპასუხობ ხოლმე. იხილეთ:))))
[22:45:20] shorena: anu ra gamodis?
[22:45:30] shorena: dzaan miyvars ase sakitxis dasma
[22:45:31] shorena: 🙂
[22:45:44] shorena: anu is gamodis ro ertmanetze vgijdebit
[22:45:52] uta: xo ratqmaunda
ეს რათქმაუნდა აქ ძაან ყალბად ჩანს და მეცინება. იმას კი არ ვამბობ ყალბად თქვათქო,უბრალოდ აქ ასე ჩაჯდა. მოკლედ მე ჩემებურად ვაფრენ,ჩემებურად ვჭედავ და ჩემებურად ვახურებ. ჰო კიდე ჩემებურად ვარ ბედნიერი,ანუ რა კაიაა სიცოცხლე:)

ამ პოსტის ნაცვლად აქ უნდა ყოფილიყო,საშინელი სიტყვებით დაწერილი პოსტი,ლანძღვა-გინების კორიანტელი,რომელსაც ვუთვლი ახალი ქსელების ინტერნეტს ქუთაისში,ხვალ რომ გაითიშება,მთელი 2 დღით ინტერნეტი (ჩვენზე ზრუნავენ,შაბათ-კვირას კარგად დასივენონო),კიდევ წყალკანალტრესტს,არ ვიცი რას ეძახიან მაგათ ქუთაისში,კიდევ ელექტროენერგიისტრესტს:) არც ეგ არ ვიცი რას ეძახიან,უბრალოდ ვიცი ის რომ ნერვები მეშლება შუქის გაუფრთხილებელი წასვლებით ყოველ წამ -წუთს.

ამ ყველაფერზე უტასაც ძაან ეშლება ნერვები,ასე რომ ის პოსტი რომ დავწერო,იმედია ძაან არ გაჭედავს. თუ დავწერ,წინასწარ ვითხოვ პატიებას.

Read Full Post »

”ნიკო ნერგაძემ გაგაცნოთ ახალი ამბები,ლაპარაკობს რადიო თავისუფლება”.ეს დროა,ანუ როცა მე მუშაობას დროებით ვწყვეტ და რადიო ”თავისუფლება” გვერთვება პარტნიორ რადიოებს და მეც ამ დროს გავდივარ,ვიდუღებ ყავას,მერე ისევ შემოვდივარ სტუდიაში და ვხსნი ნიუ პოსტის ფანჯარას.ამას მარტო ამ დროს ვახერხებ,როცა ვმუშაობ.უთბილესად ვარ სტუდიაში,ელექტრო ღუმელი მაქვს ფეხებთან მორთხმული და ვფიქრობ იმაზე,როგორ უხარისხოდ ვატარებ შაბათ-კვირას ჩემს ცხოვრებაში.უხარისხობასთან ერთად შაბათ-კვირას,უინტერნეტობაც უნდა დავამატო,რადგან ყოველ ვიქენდზე ეს ტრადიციად ჩამოყალიბდა.შაბათ შუადღეზე გაითიშება და ორშაბათამდე ინტერნეტ სამყაროს ვემშვიდობები.ეს ქუთაისური ინტერნეტის დამახასიათებელი თავისებურებანია.უტამაც ასე მითხრა,ეს რაღაც ახალი ქუთაისური მოვლენააო.ჰო ზუსტად ასე ხდება.ვერ ვიტყვი,ინტერნეტი რომ მქონოდა ბლოგს გადავაკვდებოდი და პოსტების წერაში გავატარებდი დღეებსთქო,მაგრამ ძალიან ბევრი საქმის გაკეთბას რომ ვერ შევძლებდი ეს უკვე ვიცი.ვიდებოდი კომპთან და ამტკივდებოდა ხერხემალი და წელი,რომელიც ამ ბოლო დროს შესამჩნევად მაწუხებს.ზუსტად არ ვიცი,რომელი მაწუხებს უფრო მეტად,მაგრამ ეგ კია,რომ ძალიან მალე მეღლება წელი.

ასე რომ მადლობა  ”ახალ ქსელებს”,რადგან შევძელი ამ შაბათ-კვირას დამეწერა გადაცემის პროექტი,რომელსაც სახელი ვერაფრით ვერ დავარქვი.მთელი თვეა სახელს ვუტრიალებ და ვერაფერს ვიფიქრებ საინტერესოს.აბა,მართლა ”მიკროტალღურ ღუმელს” ხომ არ დავარქმევ? არ ვიცი რა ვქნა,აკო გამებუტა,ყოველშემთხვევაში,სახლში დაგირეკავო და აღარ დაურეკია,არადა მასაც ჩემნაირად აქვს ამ პროექტზე უფლებები და ვალდებულებები.ასე რომ,დღეს კიდევ ერთხელ მომიწევს შეძახება,რომ მესტუმროს და გადაცემის სახელი მოვიფიქროთ.მარტო ეს დარჩა.არადა რა კარგი იყო ”ფორთოხალი”,რა მარტივი და რა კარგად დასამახსოვრებელი…:(

ეს დღეებია ბედნიერი ვარ,არა წელიწად ნახევარია ყოველდღე ბედნიერი ვარ,მაგრამ ამ წელიწად ნახევრის მანძილზე,ყოველ თვეში,იმ ავად სახსენებელი კრიტიკული დღეების დროს,მეც მივადგები კარს ჩუმად და ვტირი,სხვამ რომ არ გაიგონოს.არადა ჩუმად ტირილს არანაირი მუღამი აქვს.მე ხმამაღლა ტირილები მევასება,ღრიალში რომ გადამდის.ამ დღეების მანძილზე,კიდევ უარესად შემიყვარდა უტა,კიდევ თავ- პირს ვიმტვრევ მასზე ფიქრის დროს,ათასნაირ რომანტიკულ მელოდრამებს ვდგამ,უამრავს ვკოცნი და მისი სუნიდან ვერ ამოვდივარ,ანუ კისრიდან,ანუ ყელიდან.მოკლედ უსაშინლესად კარგად ვარ,რომ არა ეს საშინელი პმს-ი.ანუ სულ რომ მეღრიალება და სულ რომ მეღნავილება.ყველა წინადადებაზე,რომ მეტირებინება…დედა მაკრინეს ნაჩუქარ წიგნს ვკითხულობ,დაბადების დღეზე მაჩუქა,ანტონ სუროჟელის ინტერვიუებია,რომელიც  ბიბისის ეთერში გადიოდა.ქართულად კი გამომცემლობა ”სიესტამ” დაბეჭდა. ვკითხულობ და ისეთი კაია,მინდა ყველამ წაიკითხოს.მარიმ მინდა წაიკითხოს ძაან,დედაჩემმა,მირანდამაც მინდა,მაგრამ მირანდა ამჯერად ჰარი პოტერს კითხულობს და თავის დიდ დროს ”თვითშთაგონებას” უთმობს,არ სვამს ჩიყვის თუ რაღაცის საწინააღმდეგო წამლებს და გონია,რომ ეს თვითშთაგონება სიბნელეში,განკურნავს ჩიყვისგან.კიდე ვინ მინდა,რომ წაიკითხოს ეს წიგნი?რავიცი,მამაჩემი ასეთ სულიერ ლიტერატურას არ კითხულობს. მე კიდე უტას მინდა წავუკითხო,თითონაც წაიკითხავს,მე რომ დავამთავრებ მაგრამ რა ვქნა მე მინდა რომ ვუკითხო,ჩემი ხმით,მისი თავი რო მედოს კალთაში და რო მისმენდეს.რა გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ..ჰიიჰ..ერთ დროს მე ვკითხულობდი მამა ელიზბარს მარკ ტვენის ტომ სოიერის თავგადასავალს და უფლისწულს და მათხოვარს და მიკვირდა როგორ შეიძლება,სხვისი წაკითხულიდან გაიგო რამეთქო.(მამა ელიზბარი მომენატრა:()

დღეს ბერლინის კედლის დაცემის 20 წლისთავს  იზეიმებენ გერმანიაში.დიდი ქვეყნის ლიდერები დღეს ბერლინში მოიყრიან თავს,და ამ დღეს ვისღა ახსოვს ედუარდ შევარდნაძე:)ისე ბავშვობაში  არაფრით  მჯეროდა,რომ შევარდნაძეს რამის დანგრევა შეეძლო.დიდი დრეა გერმანელებისთვის მოკლედ.

მე რა მინდა დღეს? უსაქმური ვარ და მინდა არაფერი ვაკეთო,მაგრამ დღეს ჩემი სიზარმაცის 23 წლის კედელთან ბრძოლას ვიწყებ და იქნებ მეც შევძლო,ამ კედლის დანგრევა:)მორჩა ნახევარი დღეებით ცხოვრება და თავის გაფრთხილებაზე ზრუნვა.დღეიდან თავდაუზოგავობაზე გადავდივარ.მე ჩემი მაქსიმუმი უნდა გავაკეთო. ვაიმე რამხელა დემაგოგობაა ასე დილადრიან…:(

ადრე ვყვებოდი მენაგვეებზე,ტომ სვიპზე და მოხუც მენაგვე ქალზე,ისე ვყვებოდი უბრალოდ,ცოტათი კი მეცოდებოდნენ,მაგრამ რა საწყლები არიან ეს კარგად არ მიგრძვნია.დილით,როცა რადიოში ადრიანად გამოვდივარ,სულ ვაკვირდები იმ სიბნელეებს გარეთ რაც არის,ხან კიდევ ასე დილადრიან სიგარეტის სუნი მაღიზიანებს,ხან ხმამაღლად ჩართული სიმღერები,რომლებიც მარშუტკებიდან მოისმის,მერე საცხობს გავხედავ,ის აბეზარი კაცი ხომ არ ზის იმ პურის მარშუტკაში,თავიანთ  საძაგელ გამოუმცხვარ პურს რომ დაატარებს აქეთ-იქით და ყველას თვალს,რომ აყოლებს.ჯოხმა რომ ჩაიაროს კაბიანმა,იმასაც გააყოლებს თვალს.ვერ ვიტან ასეთ კაცებს,გულს მირევენ და ყოველთვის ვაგინებ,ანდა შემიგინებია ხოლმე:)არც ეს მეპურე არის გამონაკლისი,ამასაც დაატყდა ჩემი რისხვა,თავისი მოურიდებელი მზერებისთვის.(თუ კითხულობ,არ იეჭვიანო,გთხოვ:)ჰოდა იმას ვყვებოდი,რომ დილიდან უამრავი ადამიანი თავიანთ საქმეზე მიეშურება,რაღაცას აკეთებს,ან კარგად ან ცუდად,ზოგი მძღოლია,ზოგი გამყიდველი,ზოგიც რადიოწამყვანი,ზოგიც მენაგვე. ჰოდა სიბნელეში,ნაგვით გაძეძგილ ტომრებთან თუ ტომრებში იჯდა,ის მენაგვე ქალი,მოხუცი და მიჭუჭკნული და მე აღმომხდა ”უფალოოო”.ასეთი რაღაც პირველად ვთქვი,არც ვიცოდი ღმერთისგან რას მოვითხოვდი,ან რას ვერჩოდი.მგონი უფრო ვერჩოდი დილიდან და ნაწყენი,საყვედურნარევი და სასოწარკვეთილი ტონით ვადანაშაულებდი რაღაცაში. ვერჩოდი იმის გამო,რომ ეს მოხუცი და გადამწლეული,დამჭკნარ ხელებიანი მოხუცი,თავის ნაგვის ტომრებში იყო მიკუჭნული. რატოა ასეთქო ამას ვეკითხებოდი საყვედურნარევი ხმით. თან პირველად მივმართე ასე: ”უფალო”.

ამ ბოლო დროს აღარ მაწუხებს სამარშრუტო ტაქსებში სიგარეტის სუნი…მარის დაუწერია სადღაც,ყველას რომ ჩემი დისნაირი  შეყვარებული ჰყავდესო,მწეველი გოგოები აღარ იქნებოდაო:):):)

”ნიკო ნერგაძემ გადახედა პრესის ამბებს.ბოლო ერთი საათის განმავლობაში ისმენდით რადიო თავისუფლების და მისი პარტნიორი რადიოების დილის პროგრამას ”დღეს დილით”,ლაპარაკობს რადიო თავისუფლებას.

გადაცემას  უნდა მივხედო.

Read Full Post »

ვივალდის ზამთარი,ლურჯი ძაან თბილი ჟაკეტი,დიდი შავი გეტრები  და სამაზარეულოში მადუღარა დუღს.ეს ამ წამის ასოციაციებია,როცა საკუთარ თავს შევხედე გარედან:)კიდევ კარგი  გადავწყვიტე,რომ ბლოგსაც სჭირდება ყურადღება და მეც მაგიტო გავხსენი ნიუ პოსტის ფანჯარა.რამდენიმე დღე წასული ვიყავი სახლიდან,დედაჩემმა იცოდა სადაც ვიყავი,მარიმაც,მირანდამაც,კიდევ რამდენიმე მეგობარმა,მამაჩემმა იცოდა რომ თბილისში ვაპირებდი წასვლას,მაგრამ მერე რას ვიზამდი,ეს არ იცოდა.თუმცა მამაჩემიც მიხვდება,რომ თბილისში ისე ვიღაცის სანახავდ არ მივდივარ ხოლმე.

ეს პოსტი რომ ოთხშაბათ საღამოს დამეწერა ასე ვიტყოდი:”მე ჰელოუინზე ვიყავი გუშინ,იქ არც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები მოვარდნილან და საერთოდაც ყველაფერი უსიტყვოდ ხდებოდა.პირველად ვნახე შექსპირი უსიტყვოდ,ხმის ამოუღებლად და მართლა პირველად ვნახე  დედას ვფიცავარ,რომ რომეო და ჟულიეტა მაიკლ ჯექსონის ფანები ყოფილან თურმეთქო”.სამშაბათს გიორგი სიხარულიძის კიდევ ერთი პრემიერა შედგა ქუთაისში 27 ოქტომბერს,ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში.პირველად ვუყურე ისეთ სპექტაკლს,რომლის ემოციები ტანზე არ გადმოსულა და საშინლად არ დავუხორკლივარ.

მე რომეოზე უფრო ასე ვიფიქრებდი, კაი ტიპი,ღამის კლუბებში ხშირად დადის,გამოუსწორებელი მექალთანე,ევასება ჯეკ დენიელსი,ლევისის ჯინსები და არმანის ტრუსები,ხშირად ბოლდება და საშინლად განიცადა მაიკლ ჯექსონის გარდაცვალება.მერე შეუყვარდა ჯულიეტა და ეს ყველაფერი ოქტომბრის მიწურულს ხდებოდა,მაშინ როცა ყველა ჰელოუინის ნიღბების მოსაძებნად და შესარჩევად ემზადება.

ქუთაისში საცობში,რომ მოხვდებით ეს ძალიან უნდა გაგიკვირდეთ,რადგან ასეთი რაღაცეები აქ თითქმის არ ხდება,სწორედ ამიტომ ასეთ შეჯახებასთან სუსტი აღმოვჩნდი და ნერვები დამეწიწკნა. თან მივდიოდი ისე,რომ უტამ არ იცოდა რო მივდიოდი,უფროსწორად მელოდებოდა ხვალ:)ანუ მეორე დღეს,მაგრამ “ხვალ” უკვე თბილისში ვიქნებოდი.

აბა გავედით თბილისიიიი.სპრინტერი გავიდააა.

ბილეთები უკან შეიძინეთ.

თქვენ დაბრძანდით და ბილეთებს მე გიყიდით,ჩანთები უკან შევდოთ,სადაც გსურთ იქ დაბრძანდით.

აბა გავიდააააა თბილისი.

შემოვიდა ხატების გამყიდველი,მაინც ვიყიდე ერთი ხატი,მანამდე ვიფიქრე ეს ხატი,რომ არ ვიყიდო,ამას შვილები შიმშილით დაეხოცებათქო და ესეც ჩემი ბრალი იქნება მეთქი.მერე ვიღაცეებმაც იყიდეს,ჩემს უკან მჯდომმა ახალგაზრდა შვილიანმა ქალმაც იყიდა,ღვთისმშობლის ხატი მოეწონა,ყვავილი უჭირავს ხელში.მე ხშირად მილოცია ამ ხატთან.ჰოდა გამყიდველი ბიჭი ასე ეუბნება:”ეს ხატი გათხოვებისაა,მეორედ თუ აპირებთ გათხოვებას მაშინ იყიდეთ”…გავგიჟდი,მინდოდა მელეწა სახეში.ტუტუცი…მერე ვიღაცას ხურდა დააკლო და ასე უთხრა:”მერე რა მოხდა ქალბატონო თუ აკლია,მასე მეც მაკლია”.თანდათან გამხიარულდა,მგზავრთა უმეტესობა მორწმუნე აღმოჩნდა,ბლომად ხატები გაყიდა,ასეთი კარგი მარშუტკა არ მინახავსო ამბობდა,მერე მიშას დაუწყო ლანძღვა,ბოლოს კი კმაყოფილმა დაგვტოვა და მგზავრებმაც,რომლებმაც ჩათვალეს რომ რახან ხატები შეიძინეს,გზაში უსაფრთხოდ ივლიდნენ,საზურგეს მიეყრდნენ და ძილს მისცეს თავი.

“მშვიდობით გარონიოთ ღმერთმა”-ჰო ესეც გვითხრა ხატების გამყიდველმა ბიჭმა.

ხანდახან ვფიქრობ ,როგორც  ჩვენ გვაქვს ასეთი გაჩერებები,ანუ რიკოთზე 20 წუთიან ქეიფებს ვგულისხმობ ასე არცერთ ქვეყანაში არ იქნებათქო.ჩემი ტკივილია რიკოთის უღელტეხილი და იქ ბინძური სასადილოები,გაზინტყლული სკამები და მაგიდის სუფრები…:(

შობა მალე დადგებათქო გზაში ვფიქრობდი.ეს განცდა უკან მჯდომი ქალის პატარა ბავშვმა გადამდო,რომელიც დედამისს ეკითხებოდა:”თოვლის ბაბუა როდის უნდა ჩამოვიდეს?ჭკვიანი ბიჭი თუ ვიქნები მაშინ ხო მომიტანს საჩუქრებს?”

მთელი გზა რომეოზე და ჯულიეტაზე ვფიქრობდი.თუ შევძლებდი რაიმის გამო თავის მოკვლას.წინა დღეებში,ძაან აქტიურად ვფიქრობდი თუ დამჭირდა მეთქი უტას გამო თავსაც მოვიკლავთქო.

მერე ვაკოს ნათქვამი გამახსენდა.”ყველაზე დიდი პერფორმანსი იქნება,თუ პრესის სახლის სახურავზე ავალთ და იქედან გადმოვხტებით.მე,შენ,ანა და ქრისტი გადმოვხტეთ”.

არცერთი ჩემი მგაზვრობა მარშუტკით უკონფლიქტოდ არ მთავრდება. ჰაერთან დაკავშირებით მუდამ პრობლემები მაქვს,არავის უნდა სუფთა ჰაერი ისუნთქოს,ამაზე კი საშინლად ვმხეცდები.ინიავებენ მარაოებს,ჩამოსდით ღაბაბზე თავიანთი ბინძური ოფლი და ფანჯარას არაფრის დიდებით არ შეაღებენ, გავცივდებითო ამბობენ.

უჰაეროდ,მაგრამ მაინც ბედნიერმა ვიმგზავრე.ძალიან მალე უნდა მენახა უტა.

Read Full Post »

მირანდა არ მასვენებს,კომპთან უნდა დაჯდომა,სულ ასე არისო,ხან შენ ზიხარ და ხან კიდე მარიო.მოკლედ მიშლის ნერვებს და ახლა მგონია კიდევ შემოვა ოთახში და ისევ შემომხედავს, რომ აუცილებლად უნდა დავსვა,არადა ძვლივს მოვიცალე ბლოგისთვის.ჰოდა ვზივარ ფეხებგაყინული,დილიდან აბოდიალებული დავდივარ და ჯერ ჩემს საქმეს ვერ მივაგენი.საღამოს ავდგები და სამზარეულოს დავალაგებ,ჭურჭელს დავრეცხ და ხვალისთვის მოვემზადები.მარის მივწერე ბაზარში გამოიარე და რაღაცეები წამოიღეთქო,თავიდან შემეშალა და უტას გავუგზავნე,მისგან არანაირი რეაქცია არ ყოფილა,ალბათ ისევ ამონტაჟებს.

გუშინდელი დაძაბული დღის მერე,მაინც მოვახერხე კარგად გამოძინება,ერთი ეგაა ყავას ვნატრობ.

გუშინ ვიყავით ქორწილში,მოკლედ დიდი დღე იყო .დილიდან ვიყავი გადაღლილი და მიგდებული მოხუცივით,არაფრის თავი არ მქონდა და მთელი დილა ვწუწუნებდი,არ შემიძლია მე ქორწილში წასვლათქო,მაინც მოვახერხე და წირვის რაღაც ნაწილს დავესწარი,მერე გამოვვარდი სახლში,ცოტახანს წამოვწექი,გამეყინა ფეხები და ნერვები მეშლებოდა,იმას რომ ვაკეთებდი,რისი გაკეთებაც საშინლად არ მინდოდა.წინა დღეებში,უტამ მითხრა მე არასდროს დავდივარ ქორწილებში,მაინც ვერ იგებენ ვიყავი თუ არაო:):):) მაგრამ ასეთი თავდაჯერებული ვერ ვიქნებოდი,რომ ჩემს არყოფნას ვერ შეამჩნევდნენ,როცა ჩემი ბიძაშვილის ქორწილი იყო:)

სახე მქონდა განადგურებული და დაღმეჭილი,ბაყაყს ვგავდი მგონი,დიდხანს ვეძებდი შესაფერის მნიშვნელობას,თუ რას უნდა შემედარებინა თავი და ეხა მივხვდი რასაც ვგავდი გუშინ.საშინელებაა,როცა არ გეხალისება წასვლა და მაინც იმის გამო,რომ იქ ვიღაცეები შეამჩნევენ,ნათესავების არყოფნას,მერე შეიძლება რაღაც სისულეებზე გაეხსნათ ფანტაზია,ყოველშემთხვევაში იმერეთში ასე ხდება,დაიწყებენ მეცნიერულად იმის გამოკვლევას ნეტა რატო არ მოვიდა მავანი და მავანი ნათესავი ქორწილზე,ხო არ იჩხუბეს,ან კიდე მსგავსი ავადმყოფობები.

წასვლის  პირველი ეტაპი იყო ძაან რთული,დიდი დროს დამჭირდა უტას დასარწმუნებლად, იქ არაფერი მოხდებოდა ისეთი,რაზეც შეეძლო ეეჭვიანა.თან არგუმენტი მქონდა ძაან მაგარი,სამტრედიაში ჩემნაირი გოგოები საერთოდ არ მოსწონთთქო.მივიღე პირველი უსაყვარლესი დირექტივა:)…:”იცოდე შუბლზე უნდა გეწეროს,რომ შეყვარებული გყავს.ცუდ ხასიათზე ვარ ახლა”…მერე, ავუხსენი რომ არ უნდა ინერვიულოს და საერთოდ იქ ვიქნებოდი შეუმჩნეველი,არც ფოტოებს გადავიღებდი და არც ვიცეკვებდი,ცოტა დაწყნარდა.

მერე ისევ გადავედით მეორე ეტაპზე,რომელსაც ასე შეიძლება დავარქვა:”კაბა სადამდე გექნება ფეხზე?მუხლსზემოთ?” აქაც არაფერი იყო სანერვიულო,რადგან ისე ჩავიცვი,უხასიათოდ და უგუნებოდ,რომ არცერთი სამტრედიელი ბიჭი არ  დაინტერესდებოდა ჩემით.Image005

“ხო არ ლანდავს ეგ კაბა?”-ესეც მკითხა,მგონი არ ლანდავდა ზუსტად არ ვიცი,მაგრამ როცა მასთან ერთად მეცვა ეს კაბა,მაშინ მოეწონა,კარგი კაბააო.მოკლედ ასე მშვიდობიანად დამთავრდა გამოკითხვა.მარი იყო ძაან ნაშა:)ხოტორა ნაშა,მარა არც მარის ექორწილებოდა ძაან,საშინლად ეზარებოდა წასვლა.Image001ჰო ამ ფოტოზე მართლა არ ჩანს,რა ლამაზად იყო მარი და რა ლამაზი ფეხები აქვს,მაგრამ არაუშავს:)თან ცოტათი გაღიზიანებული სახე აქვს.ჩვენ შევდიოდით სტუმრების იმ ნაწილში მაყარს,რომ ეძახიან.ჯვრისწერა უკვე დასრულებული იყო ჩვენ,რომ მივედით,სიძე-დედოფალს ფოტოებს უღებდნენ  ტაძრის ეზოში,მარიმ მღვდელს დასცინა “რაიზე”.ამინდმა მართლა გაამართლა,იწვებოდა ყველაფერი.ჯერ სიძის სახლში მივედით რატომღაც,მერე კი რესტორანში სადაც სუფრა იშლებოდა და ამასობაში მოვასწარი ერთი ბოთლი ლუდის დალევა და შევედით რესტორანში,სადაც ჩოჩქოლი და საშინელი ხმაური იყო,ხან სად დაგვსვევს,ხან სად ჩაგვწიეს,ხან სად ჩამოგვაჩოჩეს,მოკლედ ეს სკამით გაწევა-გამოწევები გუშინდელი ქორწილის დღის ისტორიას დარჩება.ხო ის მავიწყდებოდა,რომ დედოფალი იყო ძაან ლამაზი და მართლა დახატული,Image003ეს მირანდა და ხატია:)მე თითქმის არ გადამიღია ფოტოები,მგონი მარტო სიძე-დედოფალთან გადავიღე ერთი ცალი:)ჩვეულებრივ, როგორც ხდება ისე წარიმართა აქაც ყველაფერი,აირჩიეს თამადები,მოადგილეები და დაიწყეს უაზრო სადღეგრძელოები.მარი იძახდა ჩვენს ტრადიციებს გავკარიო:)ნუ უფრო ცუდად თქვა,მაგრამ ჩემს ბლოგს ძაან მკაცრი ცენზორი ჰყავს და ამიტომ ყველა იმ სიტყვას ვერ დავწერ,რასაც მარი ქართულ ტრადიციებზე ამბობდა.მერე რაღაც სიმღერა გადააკეთა და ისე თავისებური ინტერპრეტაციით მღეროდა “სამტრედია,სამტრედია შე მადლიანო,ბაყაყების მხარე ხარ შე ნესტიანო”:)ველოსიპედის და სამტრედიელის დანახვაზე,სუ ვფიქრობდი ნეტა რამდენად მართალია ეს გამოთქმა “ერთი ბოზი და ერთი ველოსიპედი ყველა სამტრედიელს ჰყავსო”,მერე უტასაც ვკითხე და არც იმან იცოდა,მე ზესტაფონელებზე ვიცოდიო ეგ:):):)თაიგული ბიჭმა დაიჭირა,აქამდე თუ ეს ხდებოდა ნამდვილად არ ვიცოდი.უტამ მითხრა მარი დაიჭერს მაგ თაიგულს ისეთი სხარტიაო,მარი კი საერთოდ არ ღებულობდა მონაწილეობას და რაც შეეხება მის მოქნილობას და სისხარტეს,ძაან სასაცილო დასანახია მოქნილი მარი:)12 ზე დამთავრდა ქორწილი,ბედნიერი ვიყავი რომ სახლში წამოვედით.

მკვდარივით დამეძინა

Read Full Post »

%d bloggers like this: