Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ოცნება’

თუ, ჩემი უმცროსი დის მკაცრ შენიშვნებს გავითვალისწინებ, მას აღარ უნდა მივაწოდო, ისეთი ლიტერატურა, რომელიც მსუბუქი ღვეზელის მოყვარულებს უყვართ, მისი აზრით მე მათ ვგავარ. რადგან, არ ვარ კომპეტენტური, ლიტერატურული გურმანი, რომელიც მკაცრ სელექციას აწარმოებს, მხოლოდ უპასუხისმგებლო რჩევით შემოვიფარგლები, რომ კარგი იქნებოდა ეს წიგნი წაიკითხოს იმ გოგონებმა და  ქალებმა, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს თუ რას ნიშნავს იყო  ძალადობის მსხვერპლი.

წიგნის მიმართ, თავიდანვე სკეპტიკურად განვეწყვე, ვფიქრობდი :”არა,მე არ მიყვარს დეტექტივები, არც აგათა კრისტი წამიკითხავს და ყოველთვის ვერიდები ასეთი ტიპის საკითხავს, რომელიც წყალივით მიდის და ისეთი რელიეფურია, ასკინკილის თამაშს მოგანდომებს კაცს, თან ეს  გარეკანის და ქართული სახელწოდების კომერციული ქვეტექსტები… “

ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო ჩემი საკითხავი, ამას არც ჩემი და მომიწონებდა. იგი, ნამდვილი ბიულერბიული ბავშვია, ქერა თმებით და ცისფერი თვალებით, სკანდინავიური შეხედულებით და ჩემი გენეტიკით, ჩემსავით ისიც ვერ იტანს კაცებს, მოვა დრო ისიც ვინმეს შეიყვარებს, მანამდე კი ჩვენ ბავშვობაში სათითაოდ ვებრძოდით კაცებს, სიძულვილისგან თვალებს ვუბრიალებდით, თუ ხელში აგვიყვანდნენ სახეს ვაკაწრავდით, ნამდვილი, გადარეული კატებივით ვექცეოდთ. ღმერთო  ჩემო, საიდან გამოგვყვა ასეთი აგრესია “ძლიერი ” სქესის მიმართ, შეიძლება გაუთვიცნობიერებლად ჩვენ ეს სტერეოტიპული დაყოფა გვაღიზიანებდა,…

სამაგიეროდ, როგორც ამბობენ მე შვედს ვგავარ, არც იციან ჩემი სიყვარული მათ მიმართ, ადრე მეუბნებოდნენ, როცა გარდაცვლილ მწერალთა კავშირის შენობაში მოვხვდებოდი. ხოდა მაგარია, ეს დამატებითი მოტივია სტიგ ლარსონის წასაკითხად, თან ეს იქნება ჩემი ვირტუალური მოგზაურობა შვედეთში, როგორც ერთი სკანდინავიელი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი ჰალდორ ლაქსნესი ამბობს: ”წიგნი- ოპტიკური სიცრუეა”, ეს კი ლიტერატურული თამაშის წამოსაწყები ერთ-ერთი წესია, ილუზიაში თავით გადაეშვა, თვალებ ახვეულმა მოძებნო სხვა  მოთამაშეები.

ასტრიდ ლინდგრენი და ჩვენი ბავშვური წარმოსახვის სტოკჰოლმი ამ თამაშის ასოციაციური  პრელუდიაა. ცხელი, “მფრინავი” მაჭკატების, ცხელი ყავის, პეპი გრძელიწინდას ,სახურავის ბინადარი კარლსონის , კალე ბლუმკვისტის  თავგადასავლების ალუზიები. მთავარი პრიზი შვედეთში მოგზაურობა, რომ იყოს პრიზის მოგებაზეც ვიფიქრებდი.

მილენიუმის საგაში ბევრი საინტერესო თემაა, ამიტომ არ მინდა  დავკონკრეტდე წიგნის მთლიან შინაარსზე, ამ ამბავს ისედაც წაიკითხავთ. ზოგადად თუ ვიტყვი  ეს ჩვენი ისტორიაა, გადატანილი ვერბალური თუ ფიზიკური ძალადობების, ფსიქოლოგიური ტრავმების, ოჯახური კონფლიქტების, იმედგაცრუებების და ა.შ რომლებიც ისე დავასამარეთ, დღეს უკვე მისთვის თვალის გასწორების  გვრცხვენია.

შვედეთში, ქალების 18 პროცენტს ერთხელ მაინც დამუქრებია საფრთხე მამაკაცისგან!!!  შვედეთში ქალების 48 პროცენტი, ერთხელ მაინც გამხდარა მამაკაცის ძალადობის მსხვერპლი!!! ეს დეტექტივის რეფრენია, თან ძალიან მძაფრი, ისტერიული ტონალობის, გაფრთხილების, ყურადღების და გამბედაობისთვის მოწოდებული სტატისტიკა. საინტერესო იქნებოდა, რა მაჩვენებელი გამოვლინდებოდა საქართველოში, ამ თემაზე რომ ჩაეტარებინათ სტატისტიკური კვლევები.

წიგნიც ,სწორედ ამ  აქტუალური აქცენტებით არის შეკრული, რომელიც სხვადასხვა სიუჟეტს აერთიანებს და  მთლიან ,ჩასაყლაპად გამზადებულ ტექსტად აქცევს. იგი, ნამდვილი ნუგბარია იმათთვის, ვინც ლიტერატურულ ნაყროვანებაშია ჩავარდნილი. მგონი, ეს ნამდვილად არ უნდა იყოს, მომაკვდინებელი ცოდვა. წიგნი სხვა მხრივაც კომფორტულია მკითხველისთვის, კომფორტულობას კი ამ შემთხვევაში განსაზღვრავს ის დრო, რომელიც ჩვენც და წიგნის გმირებსაც გვაერთიანებს, ეს დრო გაუცხოებული არ არის ჩვენგან და ამიტომ, უფრო კარგად ვახდენთ საკუთარი პერსონის თვითიდენტიფიკაციას დეტექტივის გმირებთან, ვზივართ წიგნით ხელში და საკუთარ მაკბუქში მოკლე წინადადებებით რეცენზიისთვის დეტალებს ვინიშნავთ.

დეტექტივი, ერთ სიუჟეტურ ხაზს, ჰარიეტ ვანგერის გაუჩინარებას მისდევს. გოგონა, როგორც შემდგომში ირკვევა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, მასზე გამუდმებით ძალადობდნენ მამა და ძმა. ამ შემაშფოთებელ ოდისეას, გზადაგზა სხვა ქალთა ბურუსით მოცული მკვლელობების სერიაც ემატება. ყველა მოკლული ქალია, მათი მკვლელობები რაღაცით  რელიგიური სიმბოლიკის და დოგმატური მინიშნებების ხასიათს  ატარებს , ქალთა მკვლელობები ზოგჯერ  ბიბლიური ტექსტების მიხედვით ტარდება, ყველანაირი ატრიბუტიკა და ბიბლიური დატვირთვა სახეზეა, რომელიც, აჩენს ეჭვს, რომ მკვლელი ქალთმოძულე, რელიგიური ფანატიკოსია, რომელიც ლამის წმინდა წერილის ზედაპირულ “კოპიფეისთს” ახდენს თავის დანაშაულებრივ ქმედებებში. მისთვის ქალი, მხოლოდ დაცემის და ცოდვის სიმბოლოა. რა არის, რელიგიური ფანატიზმი? ეს თემაც, თანამედროვე სამყაროში ძალიან აქტუალურია. ამ კითხვას  მარტივი პასუხი აქვს, რელიგიური ფანატიზმი  რელიგიიდან გადახრაა, რელიგიის მეორე მხარეა, მისი ზედაპირული გაგება, მხოლოდ ნახევარი ტვინით აზროვნება რელიგიაში, ეს გაუაზრებელი მორწმუნეობაა , რომელიც ჭეშმარიტი რელიგიურობის ნიღაბსაა ამოფარებული,  რომელიც იმთავითვე არაჯანსაღ ადამიანურ ურთიერთობებს ბადებს, არაჯანსაღ კომუნიკაციას იწვევს, ფანატიზმი საშინელებაა, რაშიც არ უნდა იყოს ის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა არასწორად გაგებული იდეის გამო ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, სიცოცხლის უფლებას ხელყოფ.

ვფიქრობ, სტიგ ლარსონს სურდა ეჩვენებინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ვითარდება, ტექნიკური და ეკონომიკური პროგრესი სახეზეა, ასეთ რეალობაშიც კი ქალი მაინც  დაუცველ არსებად რჩება. ქალი დღეს მრავალფეროვანი თავდასხმის ობიექტად არის ქცეული, მას აუპატიურებენ, ჩაგრავენ, ხდება დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით, ხდება სექსუალური და მენტალური ძალადობა, ხდება ძალადობა რელიგიური ნიშნით, ქალს მუცლად ყოფნის დროსაც ებრძვიან, რაც სელექციურ აბორტებში გამოიხატება.  ზედაპირულადაც, თუ გადავავლებთ თვალს გასულ წელიწადს, ძალიან ბევრი ქალის სახე ამოგვიტივდება, რომლებიც დრო და დრო, მამაკაცთა ძალადობის მსხვერპლი გახდნენ, არა ვიცი აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, რომ ეს ფაქტები ირანში, ავღანეთში და მაჰმადიანური სამყაროს სხვა  ქვეყნებში ხდება, სადაც ქალი დაბადებიდანვე დაჩაგრული არსებაა და სწორედ, ჩაგრულის მენტალობით იზრდება და მისი პიროვნებად ჩამოყალიბება იმ სოციუმში ხდება, რომელიც მას ყველანაირ უფლებას დაბადებიდანვე ართმევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს იქ პოლიტიკური და რელიგიური კონტექსტების სარჩული აქვს, ქალთა ძალადობის შეჩერება კვლავ გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება იმ ქვეყნებში, სადაც ეს პრობლემები არ არსებობს და  თუ ეს მაინც პოლიტიკურ ჭრილში განსახილველი თემაა, სტიგ ლარსონის დეტექტივი ამ ყველაფერსაც აბათილებს,  ის რაც შეიძლება მოხდეს ავღანეთში და ირანში, იგივე შეიძლება მოხდეს, ლიბერალურ  შვედეთში, რომ არსად არ არის ადგილი, სადაც შეიძლება ქალი დაცული იყოს ძალადობისგან.

მინდა ისევ დავუბრუნდე ძალადობის თემატიკას. მსხვერპლის სხვადასხვა ტიპები არსებობს, ერთი ეს არის ინერტული მსხვერპლი, რომელიც თავის ხვედრს უდრტვინველად მიიღებს და “ამის შეცვლა შეუძლებელიას” პრინციპით გააგრძელებს ცხოვრებას, ხოლო მეორე მსხვერპლი ქმედითუნარიანია, იგი არ ურიგდება ძალადობას, იბრძვის რომ გაიმარჯვოს, იბრძვის იმისთვის, რომ დამნაშავემ პასუხი აგოს ყველა მის ქმედებაზე, მსხვერპლის მეორე ტიპი, თავისი ქმედებებით სამაგილითოა სხვა ქალებისთვის, რომლებსაც ვერ გაუბედავთ თქმა, რომ ყოველდღიურად ისინი ზეწოლის ქვეშ ცხოვრობენ, რომ მათ ადამიანურ უფლებებს არღვევენ და ა.შ. აქ, ორივე ეს ტიპი გვაქვს. ესენი არიან აქტიური ლისბეთ სალანდერი და პასიური ჰარიეტ ვანგერი, რომელიც პრობლემებს გაერიდა და გაქცევით უშველა თავს.  სუბიექტური დისტანციიდან ყველა ამ პრობლემის შეფასება ალბათ ძალიან მარტივია, მაგრამ ძნელია მოსთხოვო ადამიანებს ყველაფერს ფარდა ახსნან, წინ დაგვილაგონ თავიანთი ტკივილი, დამცირება, შეურაცხყოფა და ბევრი ისეთი ინტიმური დეტალი, რომლის დავიწყება ძალიან მკაცრად გადაწყვიტეს.

და ბოლოს, მაინც რატომ უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი? იმიტომ, რომ აქ შეხვდებით ჟურნალისტის იმ ტიპებს, რომლებსაც ქართულ რეალობაში კარგა ხანს ვერ ნახავთ, იმიტომ რომ “მილენიუმის” ჟურნალისტების პროფესიული ეთიკურობა, მათი თავგანწირვა  და შრომისმოყვარეობა კეთილთვისებიანი სენივით გადამდები აღმოჩნდეს ჩვენთვისაც.იმიტომ უნდა წაიკითხოთ, რომ აქ საკმაოდ  ბევრი ეპიზოდია, სადაც ქალთა გაუპატიურებები ისე ნატურალისტურად არის  აღწერილი, რომ მუცელი გტკივა სიბრაზისგან, ბოღმისგან, სიძულვილისგან, იმიტომაც უნდა წაიკითხო, რომ იცოდე, როგორ უნდა მოექცე ასეთ კაცებს. მოკლედ, ძალიან ბევრი დადებითი ინდიკატორი აქვს ამ ტექტს, რათა ხელში აიღო და სანამ ამ დაძაბულ ისტორიას არ ჩაამთავრებ, ხელიდან არ გაუშვა.

ისე, კი არასდროს დატოვოთ პატარა ბავშვები მეზობლებთან!!!

პ.ს  ბოლოს კი, სკანდინავიური ფოტო- განწყობა თქვენთვის. უტას ბიძაშვილის შვილი, კრისტინა სარკა ფინეთიდან.


Read Full Post »

არავის დავუთაგივარ,მაგრამ მაინც მინდა ამაზე პოსტის დაწერა,რადგან იმდენი ოცნებები მქონდა ,მოზაიკურად რო  ავაწყო,საბოლოო ჯამში დიდი უაზრობა გამოვა,არასოდეს არ ვყოფილვარ აბსტრაქტულობის მოტრფიალე,ასე რომ ჩემი სურვილები,მაინც ძაან რეალურად გამოიყურება მოზაიკაშიც კი.სულ ვოცნებობდი,ოცნებების მეტს ვერაფერს ვაკეთებდი,დავწვებოდი და მეოცნებებოდა,მერე რაც გავიგე,რო მეოცნებეობა იმის გარდა,რომ დიდი დროის ფუჭად დაკარგვაა,თურმე ცოდვაც ყოფილა,მაგრამ არ მახსოვს ოცნება შემეწყვიტა.

ერთხელ უტამ მითხა ოცნება თუ გიყვარსო,მე კიდე იმხელა ვიამპარტავნე,რომ არ შემრცხვა და ვუთხარი,ფიქრი უფრო მირჩევნია მეთქი…:)არადა,სულ მასზე ვოცნებობ,სულ მას ვხვდები ყველგან,მარა მაინც ასე ამპარტავნების ბუკეტი ვარ.

    უტამ გამაღვიძა დილით ფრთხილად და მეუბნება,რომ ბავშვს შია.ბავშვს ძუძუს ვაწოვებ და ისიც ჩერდება.ჩემს შვილს ანდრია ჰქვია,უტას გავს თვალებით და ტუჩებით,ეს ბავშვი ისე უპრობლემოდ გაჩნდა არც კი მეგონა,ასეთი იოლი თუ იქნებოდა მშობიარობა.უტას ეკავა ჩემი ხელი და ოფლიან შუბლზე ხელს მისვამდა.1 თვეში ვახერხებ დავიბრუნო ძველი წონა,ვეტევი ძველ ტანსაცმელში,ჩემი თავი მომწონს და მგონი უტას უფრო მეტად შევუყვარდი.ისეთი პატარაა ჩიტის ბუდეშიც ჩაეტევა:*მახსოვს,როგორ მეშინოდა რომ შვილს ვერ გავაჩენდი,უტას სულ ვეუბნებოდი,შვილი რომ არ მეყოლოს,კიდე გეყვარებიმეთქი,ვიცოდი რო კიდევ ვეყვარებოდი,მაგრამ მინდოდა მომესმინა,რომ შვილი აუცილებლად მეყოლებოდა და ისიც ამბობდა,რომც არ გეყოლოს მერე რა,მაგრამ აუცილებლად გეყოლება,შენ ძლიერი გენები გაქვს.მერე ისევ ვკითხავდი,რომელი უფრო გეყვარებით,ის კი მპასუხობდა,როგორ შეიძლება მიყვარდეს ის ვინც ჯერ არ დაბადებულა.დღეს ასეთ კითხვებს აღარ ვსვამ,მიხარია რომ ძლიერი გენები აღმომაჩნდა.ძირითადად მარი უვლის ანდრიას,ჩუმად ნატრობდა ჩემს და უტას ბავშვს,მე ვერ მიბედავდა თქმას,იცოდა რა მძიმე რექციებიც მექნებოდა ორსულობასთან დაკავშირებით.უტა ისევ კვირაობით თამაშობს ფეხბურთს,მე არასოდეს ვეჭვიანობ მასზე,მგონი საერთოდაც დამავიწყდა რა არის ეჭვიანობა:)ისევ ისე მიყვარს,მისი სუნი როგორც ადრე და ისევ ძველებურად მინდა ერთხელ მაინც გაირუჯოს ჩემთან ერთად.

აღარ მეშინია,რომ უტასთან გასაგზავნი ინტიმური ხასიათის სმს-ი  სხვასთან გამეგზავნება,მერე რა თუ გამეგზავნება,ყველამ იცის უკვე რომ ჩვენ ერთად ვცხოვრობთ და ერთად გვძინავს.

ახალი წლის ღამეს მე და ის მარტო ვხვდებით აბაზანაში.წინა დღით ნაყიდ სურნელოვან სანთლებს ვანთებ  და წითელ ვარდის ფურცლებს ვყრი წყალში.მარტო აქ მაძლევს ერთადერთი ღერის მოწევის ”უფლებას”,ვეწევი ღრმა ნაფაზებით და მეორე ღერს ვთხოვ:)

bubble%20bath

ბედნიერი ვარ იმით,რომ ღამით მისი მაიკა მაცვია და ისე მძინავს.შავი მაიკაა,გრძელმკლავიანი.

არავინ არის ცუდად და არავის აწუხებს ჯანმრთელობა!

მაქვს შეასაძლებლობა ჩემს საყვარელ ადამიანებს  ვაჩუქო საჩუქრები!

მაქვს კარგი სამსახური და კარგი ხელფასი!

საჭმელებსაც კარგს ვაკეთებ და უტას საყვარელ სალათებსაც.

კვირას სტადიონზე მივყვები და მის თამაშს ვუყურებ,ვუყურებ და ისევ ძალიან მიყვარს,მაინც ვოცნებობ მის სუნზე და იმაზე,რომ ყველაზე ტკბილი კანი იღლიებში აქვს.მასზე ვწერ დიდ რომანს.მასზე ვწერ ყველაფერს.მას ვუძღვნი  ყველაფერს,არც ქერად ვიღებავ თმებს და როცა მეუბნება თმები გაიშალეო,მეც სწრაფად ვიშლი თმებს.

მის ხელებში ვკვდები:(

პ.ს მაგრამ მანამდე ვიცი ძაან ბევრ რამეს მოვასწრებთ და კიდევ იმის შემდეგაც.

 

ისე კი დიდი სიამოვნებით მექნებოდა აი ესენი:)

view_elrk58g05re4bj_size1

სადაც ძალიან ბევრი ჩემთვის საყვარელი ადამიანი მოიყრიდა თავს.

pinkdell

ეს,რომ მქონდეს აღარ იქნება ჩემს ასახლში სეთი დიალოგები:

როდის ადგები?შენ ხო მთელი დღე ზიხარ კომპტთან

ჩემი რიგი არასოდეს დგება.

ნახევარ საათში დამსვი:),მოკლედ ამით ბევრი გაუგებრობა აღმოიფხვრებოდა

wWw_EylencE_Az_Super_Cars_09_Oktyabr_01

 

თუ ეს ოცნებაც ასრულდებოდა,მაშინ უტას ვაჩუქებდი,პანიკურად მეშინია მანქანების და აღარც სურვილი მაქვს მანქანის მართვა ვისწავლო.

i_love_youმეორე პ.ს 🙂 ალბათ,ამ პოსტს,რომ ნახავს რაღაცეების შეცვლას და დარედაქტირებას მომთხოვს,უკვე ვგრძნობ ამას,ალბათ რაღაცეებსაც ამოვიღებ.დილის 6 საათი იწყება,მეორე ღამეა მეთენებინება.დღეიდან ვარჯიშს ვიწყებ,ჩემი თავი რაღაც აღარ მომწონს ძველებურად,უნდა დავუბრუნდე უწინდელ პოლიტიკას.ნეტა ოცნებები,მალე სრულდებოდეს,ეს არის ყველაზე დიდი ოცნება ჩემი. ახლა დავასკვენი:)ან  კიდე ისე გვეყვარებოდეს ერთმანეთი,ღმერთი ბონუსად კიდევ 100 წელს მოგვცემდეს ასეთი სიყვარულისთვის.

Read Full Post »

%d bloggers like this: