Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘საქართველოს ბანკი’

ესენი ერთად დარჩებიან? თუ არ უყვარდა მაშინ რას მოყავდა? აა ანუ  ის ქალი უყვარს და ეს ისე, ატყუებს და არ იცის ამან ხო? ამ ბავშვებს რა უნდათ?დავიჯერო თავისი შვილებივით უყვარს? და ამას მერე რატო არ უჩნდება ბავშვი? რატო უნაყოფოა?ბოლოს ისაა რომ შეიძულებენ?თუ როგორ მთავრდება ბოლოს?კარგად მთავრდება?რას გვანან ახლა, ულვაშები მაინც გაეპარსათ ორივეს, კაცსაც და ქალსაც. ეს იმ 15 წუთის ჩემი კითხვები და კომენტარებია, რომელიც მე სამზარეულოში გავატარე, ვჭამდი საჭმელს და დედაჩემი უყურებდა “სხვის შვილებს”. აქამდე მეგონა ამ ფილმს დეიდა ნატა ერქვა. მოკლედ ქართული ფილმების განსაკუთრებით არაფერი გამეგება. და მუდმივად ასეთი კითხვებით ვბურღავ მაყურებლის თავებს, ამ შემთხვევაში დედაჩემს ვბურღავდი. მოკლედ სწრაფ ტემპში ვჭამე და გამოვვარდი სამზარეულოდან. დღეს კარგად ვგრძნობ თავს და არ მინდა, ასეთმა ნაღველ და ტრაგიზმ გარეულმა ეპიზოდებმა თავი უბედურად მაგრძნობინოს. მოკლედ ვერიდები ყველაფერს, სადაც კი ცუდი აურაა. კიდევ ვერიდები ისეთ ადგილებს, სადაც მყრალ,იაფფასიან სიგარეტს ეწევიან და ოთახებს არ ანიავებენ.

თვის ბოლო არ არის, მაგრამ დედაჩემი ამ რიცხვებიდან უკვე იწყებს საკომუნიკაციო და სხვა საყოფაცხოვრებო გადასახადების გასტუმრებას. რადგან ჩემს უბანში საქართველოს ბანკის სერვის ცენტრი არ არის, ამიტომ იძულებული ვიყავი იმ დაწესებულებაში მივსულიყავი სადაც შუქის გადასახადებს იხდიან. თან ასე უფრო დაზღვეული ხარ, არ მოხვდე იმ სიაში, თვის ბოლოს რომ ჩააბნელებენ. ხშირად მომხდარა, როცა ბანკში გადახდილი თანხის დაგვიანების გამო, გაუთიშავთ შუქი. ამიტომ თადარიგს ადრიანად ვიჭერთ და შუქის გადასახადს ჩემს უბანში ვიხდით. შევდივარ და თითქოს აყროლებულ ტუალეტში მოვხვდი, ცხვირი მეწვის, გვერდით კაცები დგანან და ალბათ იაფფასიან სიგარეტს ეწევიან. ვგრძნობ როგორ ვიხრჩობი. საშინლად ვმწარდები, ყურებიდან ყურთსასმენების მოუხსნელად, ვდგავარ რიგში და ყველას გასაგონად ვიძახი, ასეთ ადგილზე რომ ისუნთქებ ღორის გრიპი კი არა რა არ დაგემართებათქო. ისევ ვიხრჩობი და საერთოდ ვერ ვგრძნობ სოლიდარობას, სხვა რიგში მდგომთაგან და ისევ ვაგრძელებ ლანძღვას. თუ თვითონ არ ადარდებთ თავიანთი თავი, სხვა მაინც გაითვალისწინონ და ჩემი რიგიც დგება, რომელსაც თურმე შეცდომით ვიღაც კაცს ვუთმობ, იმ მოტივით, რომ რა დროს ჯენტლმენობაა შენი ჭირიმე მეთქი.

გადასახადის ამკრეფს მოლარე ჰქვია? თუ ეგაა, მაშინ მოლარე ქალი ,აღმოჩნდა ძაან ნორმალური ადამიანი და მკითხა გაციებული ხარ შვილოო. გაციებული ვეგონე ჩემი ხმამაღალი ლანძღვის გამო, იმან კი არ იცის ჩემი ძლიერი იმუნიტეტის იმედი რომ მაქვს მთელი ცხოვრება. მერე კი დაიწუწუნა რამდენჯერ ავუკრძალე აქ მოწევა ამ კაცებს ,ჯარიმებიც დავაწესე,მაგრამ ვინ გაიგონაო. მე ისევ შევახსენე, აქ რომ მთელი დღე ადამიანი დაჯდეს საღამოს დაავადებული გავა ამ შენობიდან მეთქი. იმანაც ელვის უსწრაფესად გამომიბრუნა ხურდა და ქვითრის ნაგლეჯი და მეც ელვის უსწრაფესად დავტოვე შენობა, ტერორისტი ქალივით მქონდა შეფუთული სახე. ასეთ დროს ხო საერთოდ ტერორისტივით ვიხედები. ძაან მეცინება, ხმას რომ ვერავინ იღებს ჩემი ესეთი ლანძღვების შემდეგ. მოკლედ ჯავრი ამოვიყარე:) და წამოვედი. ზედა ფოტოსთან პატარა კორექტივი:) საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებში ბანკის მომსახურება აბონენტებისათვის უფასო არ არის. ბანკის მომსახურება 50 თეთრი ღირს:)

ეს ძაან უცნაურ “ვიდზე”  ჩაცმული მოხუცი, ნაგვის ურნაში საჭმლისთვის იქექებოდა. რამდენიმე წუთით იმიტომ შევჩერდი, რომ ფოტო გადამეღო, თორე ისე მაპატიეთ მძაფრი განცდა სიბრალულისა არ გამჩენია. ზუსტად ვიცი საერთოდ არ ეცოდებოდა თავისი თავი.

დღეს უცნაურად თბილოდა გარეთ. რაღაც კარგად ვარ, მწუხრის ლოცვაზე სამედიცინო ნიღაბ აფარებული ადამიანები შევნიშნე და მაგრად გამეცინა. მეთქიიიიიი:) მარიამთან ვიყავი დილით. კარტოფილი შემიწვა. ეს ისეთი კი არ არისო, ეს ახალციხის კარტოფილიაო და მოკლედ მართლა გემრიელი იყო. მერე რო წამოვედი ვფიქრობდი ჩემი გულის მოგება შემწვარი კარტოფილითაც შეიძლებათქო. შემწვარი კარტოფილი, გატარებული ნიორი და ცოტა არაყი, ან კიდევ ნატური შავი ღვინო და რა ჯანდაბად გინდა ტამიფლუ:) ნიორი ისე შემიყვარდა,მას შემდეგ რაც გავიგე რომ თურმე სასარგებლო ყოფილა, მაგრამ იმის მერე, რაც გავიგე რომ ტემპერამენტისთვისაც სასარგებლოა, ოთხმაგად შემიყვარდა:):):)

რაღაც კარგ ხასიათზე ვარ და ნეტა თვალი არ მეცეს და განწყობაში არ ჩამიფურთხებდეს ან ვინმე ან რამე.

იცით რა მაინტერესებს? ვინმემ ნახეთ აგლაძის ფილმი? “გოგონა სლაიდიდან”? ვიცი, რომ მარაზმი იქნება, ყალბი მანერით და ყალბი ქართული ინტონაციებით, მაგრამ რატომღაც დავინტერესდი.

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: