Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘სექსი’

ეს პოსტი არც პროვოკაციული ხასიათისაა და არც სექსზეა დაწერილი, ამიტომ, ვისაც გინდათ წაიკითხეთ:)

არ მიყვარს წასვლის წინ ავარდნილი ღილის მიკერება, დაურეცხავი ჭურჭლის დატოვება, ფეხების სწრაფად გაპარსვა, ყავის სწრაფად დალევა, როცა მაგვიანდება, გემრიელი სალათის მიტოვება, აჩქარებული დრო არ მიყვარს მოკლედ,მკაცრად განსაზღვრული ქრონომეტრაჟით, მხოლოდ, მაშინ, როდესაც ეს სიამოვნებებს ეხება, “თუნდაც”, როცა ეს სექსს ეხება. როგორც აღმოჩნდა, ხანდახან ამის შეჩერება შესაძლებელია და დროის, სულ სხვა, პირადი კონტროლის სივრცეში გადაყვანა.

ორშაბათს, სამსახურში წასული უტა, მალე ისევ უკან დაბრუნდა, აკანკალებული, გაცივებული, სიცხიანი და ბრინჯაოსფერი. ზღვიდან ჩამოსულს ჰგავდა…ყურები დაწითლებოდა და თვალები სიცხისგან უელავდა.მე მაშინვე შევუდექი მის მოვლას. რაც ჭირდებოდა ყველაფერი მივუტანე, წამლები, წვენები, დიეტური საჭმელები გავუკეთე და ვიგრძენი, რომ რამდენიმე დღე, მისი დროც და ჩემი დროც, აბსოლიტურად მე მეკუთვნოდა და მე შემეძლო დროის განკარგვა.

მოკლედ, სასიამოვნო სამი დღე იყო, რადგან არც მას ეჩქარებოდა და მეც არ ვჩქარობდი. სამჯერ მივაფურთხე დროს და ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ სწრაფად გამოჯანმრთელებულიყო. ძაან მშობლიურია ეს მზრუნველობის გრძნობა, იმ წუთში შენ ხდები დედა და ისე უვლი, საკუთარ ქმარს, თითქოს შენი შვილია…ის კი, რა თქმა უნდა ამ ყველაფერს და ამ როლს ისე იფერებს, როგორც პატარა ბავშვი, რომელსაც ყველაფერი ეპატიება და ეს მზრუნველობა, თითქოს სამუდამოდ უნდა გაგრძელდეს. მინდოდა დამეწერა კაცებს მოსწონთ ამ როლის სამუდამოდ მორგებათქო, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მეც ძალიან მსიამოვნებს, როცა ვინმე განუწყვეტლივ ზრუნავს ჩემზე, ვახსოვარ და ვჭირდები…მიუხედავად იმისა, რომ სიამაყის გრძნობა გიჩნდება, როცა საკუთარი თავის მნიშვნელობას გრძნობ სხვისთვის, მაინც სასტიკად დავიღალე და მკვდარივით მეძინებოდა.:)

სამაგიეროდ, მთელი ამ დღეების განმავლობაში ვარკვევდი არისტოტელეს შეხედულებებს სამართლიანობაზე და ვცდილობდი, მომესწრო და ყველაფერი წამეკითხა.

შაბათს, მესამე ლექცია მაქვს. შემიყვარდა ეს დღე, რომელიც ყველანაირი სულიერი თუ ფიზიკური მიჯაჭვულობებისგან მათავისუფლებს და სულ სხვა ფუნქციას აძლევს კვირის ერთ უქმე დღეს. ამ დღეს, დილით ადრე ვდგები, ყავის დალევას ვასწრებ, ინტერნეტის გადათვალიერებასაც და მერე ვდგები და მშვიდად მივდივარ.კარგია, როცა დროის შეგრძნება გაქვს

Advertisements

Read Full Post »

გუშინ რამდენიმე ვერსია შევიმუშავე იმაზე ,თუ როგორ დამსჯის ღმერთი თუ  არ შემიყვარდებიან ორსულები.ვერსიები ჩემთვის ძალიან მძიმე იყო,მაგრამ ამაზე ყოველთვის მიფიქრია და მაინც დამიშვია გონებაში,რომ შეიძლება ერთ დღეს ისეთი რამე მოხდეს ჩემს ცხოვრებაში,რაზეც არასდროს მიოცნებია და ამიტომ წინასწარ შეგუებული ვიქნები.უფროსწორად სანამ რამე საშინელება მოხდება,მე ჩემი გეგმა მექნება თუ როგორ უნდა დავაღწიო თავი ამ საშინელებებს.

არ ვიცი ორსულები ხვდებიან,იმას რომ მე მათი მეშინია და სპეციალურად ტრიალებენ ჩემს სიახლოვეს,თუ რა არის არ ვიცი,მაგრამ ისინი სულ ჩემს სიახლოვეს ტრიალებენ.ისე მეც მათთან არაფერი არ მაქვს საწინაარმდეგო,მაგრამ არის რამდენიმე დეტალი რასაც ჭკუიდან გადავყავარ და მივქრი მერე სასოწარკვეთილებისაკენ.

პირველი დეტალი:მკვეთრად მომატებული რამდენიმე ათი კილოგრამი

მეორე დეტალი :ასევე უცნაური და თითქმის შეშუპებულობამდე მისული სახეები,რაშიც შედის ტუჩები,ცხვირი და ლოყები

მესამე უკვე ნამშობიარები ქალები,რომლებიც ისევ ისე გამოიყურებიან როგორც ორსულობის დროს.

და სასტიკი რეალობა,რომელიც ჩემს თვალწინ იხატება, მაფიქრებინებს,რომ ბავშვი რომელიც ჯერ არ დაბადებულა და კაი ხანს არ დაიბადება,სიცოცხლეს გამიმწარებს.

რადგან ჩასახვის დღიდან უამრავ პრობლემას შემიქმნის,უამრავ საჭმელს მომთხოვს,იქნება უზრუნველად 9 თვე ჩემს მუცელში,როცა მოუნდება მაშინ მომიკაკუნებს,როცა მოუნდება მაშინ მოიმიზეზებს რაღაცეებს,გამიზრდის მუცელს და ფეხებზე ვენები დამასკდება,უამრავ რაღაცას მომთხოვს,სიმძიმე წელში გამზნიქავს და ძვლივს ვივლი,იმდენს შეჭამს,მერე გამოძვრომა გაუჭირდება და კარგა ხანს სიცოცხლეს გამიმწარებს მომატებული კილოგრამებით.

რადგან ეს მომენტი ყველა ქალის ცხოვრებაში დგება,აჯობებს წინასწარ შევაგუო თავი იმას,რომ ერთ დღეს ჩემი სახის და ტანის დანახვა სარკეში ,ისე შემაშფოთებს  პირველად თვითმკვლელობაზე გავიფიქრებ და მერე უკვე გადავეშვები მწუხარების მორევში.მაგრამ სანამ ეს საშინელი განცდა რეალურად დამეუფლებოდეს,მანამდე რამდენიმე ვერსია შევიმუშავე,თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები,მას შემდეგ რაც ოდესმე შვილს გავაჩენ.

1)პირველი ვერსიით,რადგან ამ ყველაფერზე ასეთი გაუგონარი სისასტიკით ვლაპარაკობ და ნერვები მეშლება  ორსულ ქალებზე,ღმერთი დამსჯის და ვერ დავფეხმძიმდები. თავიდან მე და უტა  ბედნიერები ვიქნებით უშვილოდაც,იგი ისევ მეტყვის,რომ ჩემთან ბავშვის გამო არ არის,რომ ვუყვარვარ და მე არა ვარ რეპროდუქციული ქარხანა,ბავშვები დავყარო და მარტო ამის გამო შემიყვაროს  და ა.შ. მაგრამ ცხოვრების რაღაც ეტაპზე დადგება მომენტი,როცა შვილი აუცილებლობა გახდება და მეც გამახსენდება,თუ რა სისულელეს ვწერდი ბლოგზე და ღმერთს შევთხოვ,თუ გინდა 100 კილო მოვიმატო,ოღონდ შვილი მაჩუქეთქო.ჩავიტარებ რამდენიმემე რეპროდუქციულ გამოკვლევას,რეპროდუქციული ორგანოები მექნება წესრიგში,უტაც მთლიანად ჯანმრთელი,მაგრამ მაინც ვერ დავფეხმძიმდები. და უტა იტყვის,რომ ღმერთი გვსჯის ჩვენი ცოდვებისთვის.შევეცდებით ცოდვები გამოვისყიდოთ და რამე კეთილს საქმეს გავაკეთებთ,ისეთს მაგალითად:ეკლესიაში ცხვრის შემოტარება რო იციან “ვიღაცის სახელზე” აი  და მერე მღვდელს რომ ჩუქნიან,აი მაგდაგვარს,ან ცალ-ცალკე წავალთ ცოტახნით მონასტრებში.მე გამახსენდება,ძაან ადრე უშვილო ქალების საუბარი ვიღაც ასკეტ ბერზე,რომელიც ბოლნისში ცხოვრობს და უშვილობას კურნავს,ჰოდა დავადგებით ბოლნისის გზას.ბოლნისიდან ჩამოსული,ერთ კვირაში უეცრად დილით ვიგრძნობ,რომ მუცელში რაღაცამ ხვლიკივით გამირბინა და თურმეე….

2)აი ეს საშინლად არ მომწონს,რო გათხოვდებიან და დაიწყებენ ერთად ცხოვრებას,არიან ულამაზესები,ყველგან უბედნიერესები ჩანან და უცებ პირველივე თვეში,რომ დაორსულდება ცოლი.მერე ისევ დადიან,ქმარი ულამაზესია,ცოლი ივსება და ივსება გვერდებში,ტანსაცმელში ვეღარ ეტევა,მისი ზომა ტანსაცმელი აღარ იშოვება.მის ქმარს ქუჩაში ყველა უყურებს,მას კი არცერთი  წესიერი კაცი გვერდიდანაც კი არ შეხედავს.ის კი ივსება და ივსება,სექსი აღარ აქვთ,ქმარი მარტო სექსუალური ფანტაზიებით კმაყოფილდება ან ყველაზე საშინელი ქმარი,სადმე მიდის და ვიღაც ჭუჭყიანთან და გაუბერავ მდედრთან იკმაყოფილებს თავს.ჩემს შემთხვევაში, და მეორე ყველაზე ცუდ შემთხვევაში,პირველივე თვეებში ვფეხმძიმდები,ვსივდები უაზროდ და რადგან ჩემს სიცოცხლეს,მშობიარობის შემდეგ აზრი არ ექნება,ბავშვის დაბადებას შევეწირები.იბადება ჩემი თვალებიანი და უტას თმებიანი და მისი სახიანი ბიჭი,რომელსაც დაარქმევს,იმ სახელს,რომელიც მე სიცოცხლეში მინდოდა დამერქმია ჩემი შვილისთვის.ამ ვერსიის მიხედვით,კიდევ ბევრი რამე უნდა მოხდეს,რაშიც შედის ახალგაზრდა ლამაზი ძიძა,რომელსაც უტა დაუქირავებს ჩვენს ბავშვს,მერე სამსახურიდან დაბრუნებული უტა აღმოაჩენს,რომ ძიძას,თავისი შვილიჳით შეუყვარდა,ჩემი სიმწრით და კივილით გაჩენილი ბავშვი და უეცრად რაღაც გრძნობა ჩნდება…

3)ამ ვერსიით,ექიმები მომატყუებენ და მეტყვიან,რომ ჩემი შვილი გარდაიცვალა.ჩემს ჯანმრთელ ბავშვს კი წაიყვანენ და მაგარ ფულს იშოვიან,ან კომპრაჩიკოსებს მიყიდიან ან კიდევ რამე სხვა გზები ექნებათ დიდი ფულის შოვნის და იმას დაადგებიან.

4)ამ ვერსიით,რადგან ყველაფერი ხდება ამ ქვეყანაზე,რატომ არ შეიძლება მეც იგივე დამემართოს?ეს ყველაზე ძალიან არ მინდა,მაგრამ სწორედ ამ პრინციპის გამო ამაზეც უნდა ვისაუბრო.უპრობლემოდ ვფეხმძიმდები,უპრობლემოდ ვაჩენ შვილს და აღმოჩნდება,რომ ექიმმა არასწორი დიაგნოზი დასვა და ბავშვი,სულაც არ აღმოჩნდა ჯანმრთელი,როგორსაც ველოდი.საშინელი დიაგნოზი,ცერემბრალური დამბლა და კიდევ უამრავი სისასტიკე.რეაქციების გამომზეურება ამ დროს საჭირო არ არის.შოკში ვარ,სწორად ვერ ვაზროვნებ,უტას ვუმალავ რომ შვილი ასეთი გაჩნდა და ვეუბნები,რომ ბავშვი გარდაიცვალა.ბავშვს ვაძლევ უშვილო ექთანს,რომელიც მას ან იშვილებს,ან სადმე ჩააბარებს ან კიდე მშიერი რო მივა სახლში,წაიღებს ამ ჩემს ბავშვს და  მისგან გემრიელ ბულიონს მოაზადებს. ძაან დიდი დრო გავა,იმის შიშით აღარ დავფეხმძიმდები,რომ კიდევ ერთი წინასნაირი ბავშვი არ გავაჩინო,მაგრამ ერთ დღეს,ჩემში სინანული იჩქეფებს და დავიწყებ ამ ბავშვის ძებნას,ერთ საღამოს,როცა შემთხვევით გადავრთავ რუსთავი2-ზე და შემთხვევით მოვკრავ თვალს გადაცემა “პროფილს”უეცრად ნაცნობ მზერას და სახეს აღმოვაჩენ,ბავშვი,რომელიც მე და უტას საოცრად გვგავს და მეორე გადაცემაში მე აღმოვჩნდები იმ დედების რანგში,მაია ასათიანის გადაცემაში,რომლებმაც შვილები მიატოვეს და მაია ისაუბრებს “უცნაური დედაშვილობის” ამბავზე და დამისვამს ძალიან “მძიმე” შეკითხვებს.მთელი საქართველოს მასშტაბით,ყველა შვილსგადაყოლილი დედა ჩემსკენ გამოიშვერს ხელს და უსაბუთო წყევლით,”ჩამდებს მიწაში”,მერე ამას ცოდვებში მოინანიებენ და მღვდელი,იმ ცნობილ იგავს გაახსენებთ,მარიამ მაგდალინელზე,აბა ვინც უცოდველია იმან ესროლოს პირველად ქვაო(მგონი ეხლა მე მეშლება ეს იგავი:-).მე თავიდან თავის გამართლებას შევეცდები,ყველაფერს მშობიარობის შოკს დავაბრალებ და თავს გავიმართლებ იმით,რომ ზუსტად არ ვიცოდი,სად უნდა მეძია ჩემი შვილი,რადგან დარწმუნებული არ ვიყავი მედდა ამ ბავშვისგან ბულიონს მოამზადებდა იმ საღამოს,თუ სადმე უპატრონო ბავშვთა სახლში მიიყვანდა.

5)მთელი ამ ტრაღედიული ვერსიების,ბოლო და იმედიანი ვერსია,თან იდეალური ვერსია და ისეთი ვერსია,სადაც ღმერთის არსებობის ყველაზე მეტად მჯერა,მასზე ვარ ჩამოკიდებული ბრელოკივით  და ვამბობ: “ღმერთი მოწყალეა,ყველაფერი კარგადაა” არის ესეთი:როცა მოგვინდება შვილი მე და უტას,მაშინ ვაჩენ შვილს,თან ბიჭს,ძაან ლამაზს,უტასნაირს,ძაან დახატულს,უტასნაირს,ძაან ლამაზთვალებას,უტასთვალებას,ძაან ლამაზ კისრიანს,უტასკისრიანს,ძაან ლამაზ ტანიანს უტასტანიანს.მიყვარს ეს ბავშვი,მიყვარს უტა და მიყვარს ჩემი თავი.მომწონს ჩემი თავი და ისევ ძველებურად მაგზნებს საკუთარი სხეული.დიდად არაფერი შეცვლილა,ისევ დავიწყებ მიზიდვებს და პრესებს და ყველაფერს გამოვასწორებ.ისევ იმ ტანსაცმელს ჩავიცვამ,რასაც ადრე ვიცვამდი,ისევ უზომოდ გავირუჯები და ისევ ძველებურად ვიქნები შეყვარებული უტაზე.

პ.ს აბსოლიტურად აპოლიტიკური განცხადება: ნომერი 5.ამ ვერსიას ვირჩევ და დარწმუნებული ვარ:)

Read Full Post »

%d bloggers like this: