Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘სურდო’

ალბათ კარგა ხანს ვეღარ დავწერ ისეთს, კმაყოფილი, რომ გადავხედავ და ჩემი თავი მომეწონება. ასე რატომ ვფიქრობ არ ვიცი, მაგრამ ასე ვფიქრობ და მორჩა!

რა ხდებოდა? ვიყინებოდი, მციოდა, უტას ♥ დაბ.დღე ჰქონდა გუშინ, ლურჯი ხალათი მეცვა და თონეში კვლავაც ცხვება უამრავი პური, რომელიც ჩემი აზრით არ შეიძლება აჭამო ხალხს და ის პური საპურეში დამიობდა. ასევე დამიობდა “ვაკეს” სოსისები, რომლებსაც მოხარშვამდე უბედური სუნი ჰქონდა და ძნელი მისახვედრია, რისგან შეიძლება მზადდებოდეს ასეთი ნაგავი. მოკლედ ყოფით ნარჩენებზე არ ვაპირებ წერას, მაგრამ არც რაიმე წინასწარ შერჩეული თემა მაქვს, არათანმიმდევრულობა ჩემი სტილია და დღესაც ძველებურად ვაპირებ, მითუმეტეს გავცივდი, ყელი მტკივა და ცხვირზე, რომ იცის ისეთი შეღიტინებები მჭირს.

წიგნის რეცენზია სადაც ასევე ვერ ვარ სწორხაზოვანი და თანმიმდევრული  თითქმის დავამთავრე, დრაფტიც რომ არსებობს, ესეც უკვე დიდი საქმეა და მერვე სართულის კაცი, რომელიც მუდმივად ფანჯარასთან დგას და აბოლებს, სადღაც წასულა, კარგი ამინდი როა ეტყობა, ყველამ მოიფიქრა ჩემს გარდა, რომ სადმე წასულიყვნენ ზურგების შესათბობად. მე კიდევ სულაც არ მინდა სურდო გადავდო ვინმეს, ამიტომ ვზივარ და ვფიქრობ იმ მერვე სართულის კაცზე, სულ ფანჯარასთან რომ დგას და სიგარეტს აბოლებს, ასეთი ლამაზი ფარდები და მეტალოპლასტმასის ფანჯრები ვინ დაუკიდა? იქნება ცოლმა!

ნეტა დროზე გამოვჯანმრთელდე რა:)

Advertisements

Read Full Post »

ალბათ მეხუთედ ვიწყებ დადრაფტებულ ფაილში პოსტის წერას და ამჯერად მაინც, იქნებ შევძლო,ბოლომდე დავწერო. განსაკუთრებულის დაწერას არაფერს ვაპირებ,ანდა რა უნდა დავწერო განსაკუთრებული, როცა არაფერი ხდება.

შემოდგომის სიჩუმეა გარეთ,თუ რამე გამაჩნია თბილი,ყველაფერი მოვიხურე. დღეს რაღაც უცნაური დღეა, ტკბილეული მომინდა.  კიდე ფურცელზე მომინდა რაღაცის დაწერა. უტაზე ვაპირებდი დამეწერა. ცოტა ხანში თავის ტკივილი,რომ გადამივლის მაღაზიაში ჩავალ და რაღაცეებს ვიყიდი,იქნება მანამდე მოვასწრო,სანამ მირანდა მოვა სახლში. ცოტა ხანს მარტო მინდა ვიყო. მარი რადიოშია,მუშაობს.დედაჩემი დღეს ერთი მწერალის და მისი მეგვარის შვილის ქორწილში მიდის. საშინლად გამიხარდა,როცა გავიგე,რომ შვილებით წასვლა სავალდებულო არ არის.

ჯერ კი თავის ტკივილმა უნდა გადამიაროს,ღამიდან და დილიდან საშინლად მტკივა,გუშინაც მტკიოდა,წამლებს კი არაფრის დიდებით არ ვსვამ. ცოტა ხანში ყავას დავლევ და ეს გადამივლის. დაძაბული დღეებია,ტვინს ვიჭყლიტავ. გუშინ მეორე პროექტი დავწერე. რაღაც საშინლად მომწონს, რამდენჯერმე გადავიკითხე და და ვფიქრობ,თუ წესიერად დააფინანსეს,მაგარი რაღაც გამოვა. ჰოდა დავიღალე. ტვინი მაქვს გადაღლილი,არც არაფრის მოსმენა მინდა ცოტა ხანი და არც არაფრის წაკითხვა,რაიმის ყურებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

უტას სურდო აქვს,მგონი ალერგია კიდევ. მე კიდე ვნერვიულობ ცუდად როა. ხანდახან ისე ვწერ მასზე,თითქოს ჩემს გვერდით ოთახში იყოს,თითქოს ჩემს გვერდით სუნთქავდეს,ჩემს გვერდით დადიოდეს,ჩემს გვერდით იწვეს,ჩემს გვერდით ეძინოს. არადა რამდენჯერ დავთვალე,ის კილომეტრები ამ რეალობასთან რომ მაშორებს. ჩემი სახლიდან იმ გაჩერებამდე,სადაც თბილისისკენ მიმავალი მარშრუტები დგას.ხანდახან ზუსტად ჩემი კორპუსის სადარბაზოდან ვიწყებ ამ კილომეტრების დათვლას,ხან კიდე ავტოსადგურიდან,ხან კიდევ ქუთაისის გასასვლელიდან. მიყვარს და მაინც ახლოს ვგრძნობ მის თავს.წარმოუდგენლად ბანალური ვარ დღეს,ტკივილი ხან ისევ წამომატკიებს თავს,ხან კიდევ გაყუჩდება. რამდენიმე წლის წინ,გაუყუჩებელი თავის ტკივილები მქონდა,ვიძახდი შაკიკი მაქვსთქო. არ მახსოვს,როდის გადამიარა,მაგრამ მას მივუძღვენი ერთი მინიატურა “თავის ტკივილები”,იქ ვწერდი აღარც დილით ვლოცულობ და აღარც ღამითთქო და ალბათ მაგიტომ დამეწყო ეს აუტანელი ტკივილებიმეთქი,არადა ახლა ყოველდილით და ყოველს საღამოს ვლოცულობ. სასაცილო ულოცველობას დააბრალო ატკიებული თავი.

კოშმარული ღამე მქონდა, საშინელი სიზმრები მესიზმრებოდა,დრო იწელებოდა,ძვლივს გათენდა. სულ 2 სიზმარი დამესიზმრა,ერთი ძაან ცუდი იყო,ამ ერთში მაგებინებდნენ რომ ჩემს საყვარელ ადამიანს რაღაც დაემართა, მე კი ტკივილისგან და სიმწარისგან,რკინის ბოძის გადაღრღნას დავიწყე,რამდენიმე წუთში კი ვგებულობ,რომ ტყუილია. ამ სიზმარში ამ ამბავს ერთი მღვდელი მაგებინებს,ის მირეკავს. უუუფ საშინელება იყო. რა კაია რო თენდება ხოლმე.

გუშინ ერთი ახლო მეგობრისგან,რაღაც მეწყინა,მერე დიდხანს ვიფიქრე და მივხვდი,არ ვიყავი მართალი და დავასკვენი,რომ ყველას თავისი გზა და თავისი უფლება აქვს,ისე გააკეთოს რაღაც,როგორც ეს აწყობს და როგორც  მის კეთილდღეობას სჭირდება.  ამიტომ არ დავწერე  საყვედურნარევი ტონით აღსავსე პოსტი და მაგიტომ დავადრაფტე ბევრჯერ..ვფიქრობ,რომ კარგად მოვიქეცი.

მზეებია და ქარები ქუთაისში.სახლშიც თბილა,მაგრამ მე მაინც შალი მაქვს მოსხმული ზურგზე.არ მცივა,მაგრამ მაინც. 2 დღეა უტა გადაურებლად მენატრება.

რა სიტყვაა გადაუღებლად?დედაჩემმა რო წაიკითხოს,შემისწორებს და მეტყვის გარკვევით წერე წინადადებებიო.

გადაუღებელი წვიმები არ გაგიგიათ?

მონატრებამაც რომ ვერ გადაიღოს,რატომ არის წარმოუდგენელი?

ფუი ბანალურობის აპოგეავ !

tag: მენატრება,მიყვარს,მწყინს,მენატრება,მიყვარს,მიყვარს:)

Read Full Post »

მერამდენე საათია უკვე,აღარ ვიცი რაც რამდენჯერმე ავიდუღე ლიმნიანი ჩაი და კეიკო მაცუის ვუსმენ.ასე შაბათობით, დილიდანვე არაორგანიზებული ვარ და ბევრ რამის გაკეთებას ვერ ვახერხებ,ასე ვარ სულ,ამ დღეს.არავინაა სახლში,ჩაი ისევ გამითავდა,არადა ვხვდები რომ მშველის.გუშინ მივხვდი უკვე,რომ საშინლად ვიყავი გაციებული,ეს რაღაც 2 წუთში აღმოვაჩინე,წინა 2 წუთში კი სულაც არ ვიყავი ცუდად:)

დილიდან აქტიურად ვათვალიერებ facebook-s,თინის ბლოგსაც გადავხედე,გამახსენდა  რომ ადრე მეც ვიღაც ქართველი “ვარსკვლავები” მომწონდნენ,მას შემდეგ,იმდენი დრო გავიდა და ისინი სულაც არ შეცვლილან.დილიდან invisible რეჟიმში ვარ სკაიპში,ისედაც არავინ მაწუხებს.დღეს საღამომდე ვაპირებდი ძილს:)მაგრამ უტას ზარმა გამაღვიძა,უფ უბედნიერესი შეგრძნება მქონდა.თმები გაშლილი გაქვსო მკითხა:*ვერასდროს ვიძინებ თმაშეკრული,ყოველთვის ასეა.ხოდა რაღაცნაირად ასე თმაგაშლილ დვიჟენიებში:)გაღვიძებულს,ყველაფერი ბედნიერად მეჩვენებოდა,მაგრამ ავღმოჩნდი სასტიკად გაციებული.დედაჩემმა მარის ჩემზე უთხრა გაციებულიაო,ამით ის იგულისხმა იქნებ ცოტა მიხედოო:)მაგრამ მარის სუ აქვს არგუმენტი,ისიც გაციებულია და მეც არასოდეს არავისგან მოვთხოვ დახმარებას,თუ ძალიან არ არის ამის საჭიროება.უტას ვეუბნებოდი გუშინ, რომ სადმე მივარდნილ ადგილას მინდა ცოტა ხნით ყოფნათქო,ამ ბოლო დროს ზედმეტად ასოციალური გავხდი,ძირითადად ვზივარ სახლში და არსადაც და არ გავდივარ,ათასში ერთხელ,როცა განსაკუთრებულად მომაწვება რაღაც ყელში,ვიცვამ თბილად და ღამით გავრბივარ სახლიდან ცოტახნით,იმიტო მივდივარ რო ცოტახნით ვიტირო,მერე იქაც მოდიან შეყვარებული წყვილები,რომლებსაც ჩახუტება და მოფერება უნდათ ერთმანეთის და მეც ვდგები და მოვდივარ და ისევ ვეძებ ისეთ ადგილს,სადაც ხალხი არ იქნება,ვჯდები სხვისი კორპუსების წინ,ხის გრძელ სკამზე და ცოტა ხნით ასე ვჩერდები,მერე აქაც გამოივლის ვინმე იმ კორპუსში მაცხოვრებელთაგანი,დამინახავს რომ მე ვიღაც უცხო იქ ვზივარ და აზრო აღარ აქვს უკვე იქ გაჩერებას.

სადმე შვედეთის ჩრდილოეთში,ტბის ნაპირას ქოხში-უტამ თქვა.ხო სადღაც მანდ,ძაან თბილ ქოხში,სადაც გიზგიზებს ღუმელი,სადაც არის რაღაცნაირად ბედნიერი სიმშვიდე,ბევრი ფერადი ბალიშები ყრია ძირს,სადაც ფანჯრებს მიღმა,წვიმიან ამინდში ტბას ასდის თევზის სუნი,მქონდეს სუ პატარა სამზარეულო,სადაც ყავის მოდუღება შეიძლება და ამ დაბურული ქოხის ოთახში,ცეცხლით გამთბარ ოთახში,უტა უკრავდეს გიტარაზე,თავისთვის რომ უკრავდეს და მე ჩემთვის რაღაცას,ვწერდე.აუცილებლად  მინდა კომპიუტერი და ინტერნეტი.გარეთ,რომ გავიდე და გავცივდე,მერე მოვიდე გაყინული, სახლში და ისე მომიაროს,როგორც შვილებს უვლიან დედები,სიცხე გამიზომოს,ლოგინში ჩამაწვინოს და წამლის გარდა,რამე ისეთი დამალევინოს,უცებ რომ მომარჩენს.

6bb59eedf794

სასტიკად რეალურად წარმოვიდგინე და უცებ მაცემინებს:) ინგალაცია გაიკეთეო უტამ,არადა ვერ ვიტან ამ სიტყვას და საერთოდ ეგ ინგალაცია არასდროს არ გამიკეთებია,თუ ეს ის არის რასაც მე ახლა ვაკეთებ,ჩაის ცხელი ორთქლი,რომ ცხვირში შემდის უნებურად,მაშინ თავისით უნდა მეშველოს:)

უტას უნდა რომ ვარჯიშები გავაკეთო,ამას ყოველთვის მახსენებს.”ივარჯიშე რა,პრესები გააკეთე და მიზიდვები დაწოლის წინ,დაწექი იატაკზე და ფეხები გადაიტანე თავს იქით და აქეთ”:)არადა მეც სულ ვპირდები და ვერასდროს ვასრულებ,თავიდან კი მინდა რომ ვივარჯიშო,მაგრამ მერე საერთოდ აღარც მახსენდება.

კიდევ რამდენიმე ფინჯან ლიმნიან ჩაის დავლევ.წესით ხვალ უკვე ჯანმრთელად უნდა ვიყო

Read Full Post »

%d bloggers like this: