Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ტვიტერი’

დღეს მარი დავარეგისტრირე ტვიტერზე და ავუხსენი, რომ  140 სიმბოლო ზუსტად მისწრებაა მისთვის, რომ ჰქონდეს მიკრობლოგი, სადაც არ დაეზარება პოსტვა, რადგან ადრე ვორდპრესსზე დავარეგისტრირე და იქ რამდენიმე პოსტის მეტი აღარ  დაუწერია. სამაგიეროდ მარისგან განსხვავებით დედაჩემი დღესაც აქტიურად აგრძელებს თავის ბლოგზე პოსტვას და  ბედნიერია, რომ აქვს საკუთარი “ჟურნალი”. ამ ოჯახში  ყველას გვაქვს ბლოგი, მაგრამ აქტიური ბლოგერები მე და დედაჩემი ვართ:) მირანდა და მარი კი აქტიურად ფეისბუქს იყენებენ.

დღესვე ვგებულობ, რომ ფეისბუქის მომხმარებელმა გადააჭარბა გუგლის მომხმარებელს და დარწმუნებული ვარ, ტვიტერი ისეთივე პოპულარული სოციალური ქსელი გახდება ერთ წელში საქართველოში, როგორც ფეისბუქია.

თუ დავფიქრდებით, რატომ იზრდება სხვადასხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი, პასუხის გაცემა აღარ გაგვიჭირდება. პასუხი ძალიან მარტივია. ძველი მედია აღარ გვაკმაყოფილებს, იგი ვეღარ ავსებს ჩვენს ინფორმაციულ მოთხოვნილებებს, თანდათან კარგავს თავის აქტუალობას, ავტორიტეტს და კომპეტენტურობას და ამ ადგილს ახალი, სოციალური მედია იკავებს, რომელიც დღითი დღე ძლიერდება, რომელიც არის ბევრად მოსახერხებელი, მრავალფეროვანი და ოპერატიული. (აქ არ იგულისხმება ფოტოების შეფასების 5+ ბალიანი სისტემა და გათხოვება-დაქორწინების პერსპექტივები)

ტელევიზორის სამზარეულოში გატანა, ეს ერთგვარი პროტესტი იყო ჩემს ოჯახში ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ. ბოლოდროინდელმა ამბებმა კი, მე იმედი მაქვს დაანახა ქართველ მაყურებელს, რომ იმ  ნდობის რამდენიმე მარცვალი, რომელიც აქამდე ჰქონდათ, თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. დასკვნა: ქართული მედია (რამდენიმეს გამოკლებით) სანდოობის თვალსაზრისით – უხარისხოა და მისი სამიზნე აუდიტორია სახლში დარჩენილი დიასახლისებია, რომლებსაც  მაია ასათიანი ატირებს და აქვითინებს. ახალი ამბები კი, რომელზეც ისედაც ვიცით, რომ გვატყუებენ, სერიალს დაემსგავსა, სადაც მუდმივად ერთი და იგივე ხდება, მიხეილ სააკაშვილი ხან რაჭაში, ხან თიანეთში ,ხან სად და ხან სად გაურკვეველი ფუნქციის კლუბებს ხსნის და გიგი უგულუვა, სადღაც რომელიღაცა უბანში გახეთქილი საკანალიზაციო მილის შეკეთებას ესწრება.

აზრი არა აქვს იმაზე საუბარსაც, რაზე უნდა იყოს ორიენტირებული მედიასაშუალება? რატომ და როგორ უნდა ზრუნავდეს მაყურებლის შემეცნებაზე? რატომ არ უნდა იტყუებოდეს? ეს ყველაფერი ჩვენ ისედაც ვიცით, მაგრამ ამას ვინც უნდა აკეთებდეს, ისინი ამით არ ინტერესდებიან. ჟურნალისტურ ოქროს წესზე – ობიექტურობის მოთხოვნაზე, კი  რომელიც ყბადაღებულ თემად იქცა, ლაპარაკიც ზედმეტია.

პოსტის ბოლოს ვცდილობ გვერდი ავუარო “იმედის” მოდელირებულ ქრონიკას. ამაზე ისედაც ისაუბრეს კომპეტენტურმა ადამიანებმა და  დღემდე განსჯის საგანია. მარტო იმას  ვიტყვი , რომ ტელეკომპანია “იმედმა” თავისდაუნებურად გაუკეთა ლუსტრაცია საქართველოს ხელისუფლებას. როდის აიღებს ქართული მედია ვექტორს დასავლური ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტებისაკენ, ეს გაურკვეველია, მანამდე კი ქართული ტელეარხები ღია – სექსუალურ, მარაზმულ, პროპაგანდისტული და უნიჭო გადაცემების შექმნით არიან დაკავებულნი.

და ამის შემდეგ პირდაპირ დგება აუცილებლობა, განვითარდეს სხვა, ალტერნატიული მედია და საქართველოს ყველა მოქალაქეს, იქნება ის დედაქალაქში თუ გურიის მიკარგულ სოფელში, ჰქონდეს საშუალება მოისმინოს ნამდვილი და უტყუარი ინფორმაცია.

დღეს შემთხვევით, რადიო “თავისუფლების” დილის პროგრამაში როკო, იგივე ნოდარ დავითური ქართული სოციალური მედიის განვითარების ტენდენციებზე საუბრობდა, ვისაც არ მოუსმენია, მოუსმინეთ.

პ.ს ამ დღეებში მედია.ჯიზე ახალი მედიის ტრენინგის შესახებ ვნახე, ორგანიზატორი ისევ , Transitions Online არის. ტოლის ორგანიზებით 9-10 დეკემბერს ქუთაისში, დოდკამ ჩაატარა ორ დღიანი მედია სემინარი, ამაზე ადრეც ვწერდი ბლოგზე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. იმედია ახლაც მოვახერხებ დავესწრო, ერთი ესაა 11-13 აპრილს ტარდება თბილისში და რამდენად მოვახერხებ ჩასვლას არ ვიცი. რამდენიმე დღის წინ ელზა ქეცბაიას ვწერდი ამ ტრენინგზე. მითხრა, რომ :”მომწონს შენი ბლოგი, საინტერესოდ წერ ხოლმე, ისე მე რომ მიყვარს, ემოციურად და გადაპრანჭვის გარეშე :)”-ხოდა მოკლედ გამიხარდა მისგან.

მეორე პ.ს ეს ხომ არ გამოვიდა ნეტა ზედმეტად გადაპრანჭული? დიდიხანია ასეთ თემაზე აღარაფერი დამიწერია,ჩემი თავით ვიყავი მოხიბლული. განვიხიბლე ეხლა.

🙂

Advertisements

Read Full Post »

რამდენი ხანია იმ პოსტის დაწერას ვაპირებ, დიდიხანია რომ მინდა, მაგრამ ისედაც თავმოუბმელი ვარ და ამ ყველაფერს ჩემი უძილობები დაემატა. ”იმ” პოსტის დაწერა კიდევ გადავდე, არ ვიცი როდისთვის, მაგრამ აუცილებლად უნდა დავწერო. თოვლის და ჯანმრთელი ძილის ნოსტალგია მაქვს.

გუშინ ღამით ძვლივს ჩამეძინა, მერე მირანდა შემოვიდა და ისეთი საოცარი ხმით განაცხადა, რომ თავი ტკივა და ტვინს გრძნობს, რომ გული გადამიტრიალდა(თუ არსებობს გულის გადატრიალება) და ამის მერე რაღა დამაძინებდა, ღმერთს ვთხოვდი მეთქი, იქნებ ამასაც დაეძინოსთქო. დიდმარხვაა. რაღაცეებს ვცდილობ, მაგრამ მგონი არაფერი გამომდის. მგონი არც არასდროს გამომდიოდა.

ამოვბობღდი რადიოში. როგორ მიჭირს ღამით აქ ყოფნა, ცოტა ხანი და მერე აკოს გადავაბარებ ღამის ეთერს. სამშაბათობით ხომ ყველაზე მიუსაფარი და მარტოსული ადამიანი ვხდები:) მარტო ჩაი და ყავა მყავს მეგზურად, კიდევ ლიმნები და კიდევ ჯაზლერი. სამშაბათობით ყველაზე დიდხანს ჯაზლერს ვუყურებ, ვზივარ და ვუყურებ ამ ფერად ფიგურებს. მეზარება ადგომა და ლიმნიანი ჩაის ადუღება,არა ჯერ წყალი უნდა ავადუღო. მჭირდება ვარჯიში ცოტა, რომ გამოვცოცხლდე. მარტო დავრჩი რადიოში. რამდენიმე წუთის წინ მინდოდა მარტო ყოფნა, ახლა უცებ გადამინდა.

ერთი და იგივეს ლაპარაკი მომბეზრდა. თითქმის ყველგან ონლაინ ვარ, სადაც კი არსებობს ჩემი ექაუნთები. ფაისბუქზეც, ტვიტერზეც, ჯიმეილის ახალ სოციალურ ქსელშიც ვაპირებ გარკვევას. ჯერ გარკვევის პროცესში ვარ. რათ მინდა ამდენი სოციალური ქსელები, როცა საშინლად ასოციალური ვხდები თანდათან და ხალხს ვეღარ ველაპარაკები. ავატარებიც მალე მბეზრდება, ჩემი თავი ხო საერთოდ მომბეზრდა. ამ დილით აკოს ვწერდი ფეისბუქზე ცოტახნით შენთან გადმოვალ საცხოვრებლადთქო. 2 წლის წინ, რომ გეთქვა ეგეთი რამე დავიჯერებდიო და ახლა ვერაო. არადა რისი გადამსვლელი ვარ. ჰო კიდევ რაღაცაზე უნდა მეწუწუნა და ვეღარ ვიხსენებ საწუწუნო თემას. ჰო ყურადღებები მინდა, რაღაცნაირად სასიამოვნო ყურადღებები და კიდევ რამე წიგნები მირჩიეთ, რომ ვიკითხო, მთლად გამოვცარიელდი და არ მომწონს ასე. მარტო ლიმნიანი ჩაით ვიჭყიპები. ძაან მძიმე ვარ?

საუკუნეა კაბა არ ჩამიცვამს. ადრე იმდენი ფერადი კალგოტკები მქონდა, ახლა სუ შავები მაქვს. თმები მინდა გამეზარდოს. დრეს წესით კარგად უნდა დამეძინოს. ღამის 2 საატამდე მსმენელებს უხერხული და აუცილებელი ღიმილით რაღაცეებს მოვუყვები. ძაან მომბეზრდა

Read Full Post »

%d bloggers like this: