Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ფეისბუქი’

მოკლედ დღეს არაფრის წერას არ ვაპირებდი, გუშინ პირდაპირ ჩემი აივნიდან თბილისში გამოქცეული ახლაც მოსულიერებას ვცდილობ და დასვენებას, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მღლის მაინც უსაქმურობაა. ჰოდა გუშინ დაუგეგმავად თბილისში გამოქცეული მარშუტკაში ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის, ჩემი ბლოგის მკითხველებზე ვფიქრობდი, ძირითად მკითხველებში მაინც ფეისბუქელი ფრენდები მოიაზრება, კიდევ სხვადასხვა ქველინკებიდან და ბლოგებზე დატოვებული კომენტარებიდან  გადმობარგებული ხალხი, კიდევ ადამიანები რომელიც ჩუმად, მაგრამ მაინც კითხულობენ ჩემს ბლოგს და ამას არ აფიქსირებენ.

კიდევ რაზე ვფიქრობდი? არ მიყვარს, როცა უცებ მივიღებ სადმე წასვლის გადაწყვეტილებას, უცებ ჩავყრი ჩანთაში საჭირო ნივთებს და გავრბივარ. ასეთ დროს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მარის მიმართ მიჩნდება:”მარი ხომ არ გწყინს, რომ მივდივარ? მარი ორშაბათს ჩამოვალ. მარი ცუდად ვიქცევი?”-ვეკითხები. ასე დამემართა გუშინ საღამოს, უტას ველაპარაკებოდი ტელეფონზე, უცებ მთხოვა, რომ ავმდგარიყავი და წამოვსულიყავი თბილისში, თავიდან ვიფიქრე, რომ სერიოზულად არ მეუბნებოდა, მაგრამ როცა ფილმიდან “სვანი” სიყვარულის მისაბაძი, რომელიღაცა ეპიზოდი შემახსენა, სადაც ცოლი თავის ქმართან შესახვედრად არ ერიდება საშიშ და ბნელ ღამეს, მერე კი ვიკადრე წამოდგომა და თმადაუვარცხნელი გავვარდი ქუთაისი-თბილისის ბოლო რეისზე.

ახლა ვარ დაღლილი და გამოუძინებელი, კიდევ მაქვს სამი კბილის ჯაგრისი და მყავს ბიჭი, რომელიც დილით მიმზადებს ჯანმრთელ საკვებს ანუ გერკულესს და მერე მიდუღებს ყავას ან ადუღების ინიციატივას გამოთქვამს, საბოლოო ჯამში ყავას ადუღებს მაიკო და ის ადუღებს შემდეგ რამდენჯერმე ჩაის და მოაქვს ჩემამდე. მე ვზივარ ასეთ დროს გაზთან და ვკითხულობ “უდაბნოს”, რომელსაც ალბათ მორიგი ჩამოსვლისას თუ  დავამთავრებ.. ხოდა ახლა ჩემს უკან დგას თავისი კამერიანად და რაღაცას იღებს და ნერვებს მიშლის, მეუბნება მარტო კლავიატურას ვიღებო და შენ გააგრძელე ბეჭდვაო. ხოდა ასე არ შემიძლია რამე დავწერო, როცა თავზე ან გვერდით მადგას ვინმე. ჰო კიდე არ შემიძლია, ეს ბიჭი დაათრევდეს მძიმე პარკებს და მე ერთსაც არ მაძლევდეს, რომ ეს სიმძიმე მეც გავინაწილო. ხოდა ეს საშინლად არ მომწონს (ხოდა ნუ იღებ რა ). დედაჩემი ამ ბოლო დროს ხშირად ამბობს, რომ ყველაზე დიდი შეცდომა თავის დროზე მაშინ დაუშვა როცა საქმეები არ გადაანაწილა და ყველაფრის გაკეთება თავის თავზე აიღო. ამას ისე უბრალოდ ამბობს, არც არაფერზე წუწუნებს. ხოდა როცა უტას მერამდენეათასჯერ ვთხოვ, რომ ეს მძიმე პარკები მეც წამოვათრიო, რადგან მერე მთელი ცხოვრება არ მინდა სულ თვითონ ათრიოს ყველაფერი, მეუბნება:”როგორ გეტყობა ძმა, რომ არ გყავს.” არადა ძმა არაფერ შუაშია, უბრალოდ არ მინდა  სხვა სათრევ პარკებთან ერთად მათრიოს და ამას მიმაჩვიოს, მე ხომ საკმაოდ ჯან-ღონიანი და საკმაოდ მოტივირებული გოგო ვარ სხვადასხვა სიმძიმეების სათრევად და ამას მიჩვეული ვარ:)

ხოდა ეხლა ზის და ამონტაჟებს იმ რაღაცეებს, რაშიც ზუსტად ვიცი თმები მექნება საშინლად და დამაფრთხობლად და იმ წამს მოვითხოვ მის წაშლას. მივდივარ. წინასწარ გილოცავთ ბზობას, ნანა ზარდიაშვილმა რაღაც წერილი დამიტაგა და უნდა წავიკითხო.

Read Full Post »

რამდენი ხანია იმ პოსტის დაწერას ვაპირებ, დიდიხანია რომ მინდა, მაგრამ ისედაც თავმოუბმელი ვარ და ამ ყველაფერს ჩემი უძილობები დაემატა. ”იმ” პოსტის დაწერა კიდევ გადავდე, არ ვიცი როდისთვის, მაგრამ აუცილებლად უნდა დავწერო. თოვლის და ჯანმრთელი ძილის ნოსტალგია მაქვს.

გუშინ ღამით ძვლივს ჩამეძინა, მერე მირანდა შემოვიდა და ისეთი საოცარი ხმით განაცხადა, რომ თავი ტკივა და ტვინს გრძნობს, რომ გული გადამიტრიალდა(თუ არსებობს გულის გადატრიალება) და ამის მერე რაღა დამაძინებდა, ღმერთს ვთხოვდი მეთქი, იქნებ ამასაც დაეძინოსთქო. დიდმარხვაა. რაღაცეებს ვცდილობ, მაგრამ მგონი არაფერი გამომდის. მგონი არც არასდროს გამომდიოდა.

ამოვბობღდი რადიოში. როგორ მიჭირს ღამით აქ ყოფნა, ცოტა ხანი და მერე აკოს გადავაბარებ ღამის ეთერს. სამშაბათობით ხომ ყველაზე მიუსაფარი და მარტოსული ადამიანი ვხდები:) მარტო ჩაი და ყავა მყავს მეგზურად, კიდევ ლიმნები და კიდევ ჯაზლერი. სამშაბათობით ყველაზე დიდხანს ჯაზლერს ვუყურებ, ვზივარ და ვუყურებ ამ ფერად ფიგურებს. მეზარება ადგომა და ლიმნიანი ჩაის ადუღება,არა ჯერ წყალი უნდა ავადუღო. მჭირდება ვარჯიში ცოტა, რომ გამოვცოცხლდე. მარტო დავრჩი რადიოში. რამდენიმე წუთის წინ მინდოდა მარტო ყოფნა, ახლა უცებ გადამინდა.

ერთი და იგივეს ლაპარაკი მომბეზრდა. თითქმის ყველგან ონლაინ ვარ, სადაც კი არსებობს ჩემი ექაუნთები. ფაისბუქზეც, ტვიტერზეც, ჯიმეილის ახალ სოციალურ ქსელშიც ვაპირებ გარკვევას. ჯერ გარკვევის პროცესში ვარ. რათ მინდა ამდენი სოციალური ქსელები, როცა საშინლად ასოციალური ვხდები თანდათან და ხალხს ვეღარ ველაპარაკები. ავატარებიც მალე მბეზრდება, ჩემი თავი ხო საერთოდ მომბეზრდა. ამ დილით აკოს ვწერდი ფეისბუქზე ცოტახნით შენთან გადმოვალ საცხოვრებლადთქო. 2 წლის წინ, რომ გეთქვა ეგეთი რამე დავიჯერებდიო და ახლა ვერაო. არადა რისი გადამსვლელი ვარ. ჰო კიდევ რაღაცაზე უნდა მეწუწუნა და ვეღარ ვიხსენებ საწუწუნო თემას. ჰო ყურადღებები მინდა, რაღაცნაირად სასიამოვნო ყურადღებები და კიდევ რამე წიგნები მირჩიეთ, რომ ვიკითხო, მთლად გამოვცარიელდი და არ მომწონს ასე. მარტო ლიმნიანი ჩაით ვიჭყიპები. ძაან მძიმე ვარ?

საუკუნეა კაბა არ ჩამიცვამს. ადრე იმდენი ფერადი კალგოტკები მქონდა, ახლა სუ შავები მაქვს. თმები მინდა გამეზარდოს. დრეს წესით კარგად უნდა დამეძინოს. ღამის 2 საატამდე მსმენელებს უხერხული და აუცილებელი ღიმილით რაღაცეებს მოვუყვები. ძაან მომბეზრდა

Read Full Post »

არაფრის დაწერას არ ვაპირებდი,უბრალოდ ჯერ არ მეძინება და სანამ კომპთან არ დამეძინება,მეც არსად წასვლას არ ვაპირებ.მარი იხედება სარკეში და თავისი თავი ძაან მოწონს,ვგიჟდები როცა ქალი აღმოაჩენს,რომ ლამაზია თურმე და ეს აღმოჩენა ძაან ახარებს.ვგიჟდები ასეთ გოგოებზე თავისი თავები,რომ მოსწონთ და უყვართ.როცა  იციან,რომ ლამაზი ტუჩები და ლამაზი თვალები აქვთ და საერთოდ არ არის საჭირო კაცების დაუხვეწავი და ვულგარული კომპლიმენტები.აი ისეთი,როგორიც არის;”დღეს ყველაზე ლამაზი ხარ,დღეს განსაკუთრებით გამოიყურები”.კიდე ისეთ ქალებზე ვგიჟდები,სარკეში შიშვლები დიდხანს რომ ათვალიერებენ საკუთარ სხეულს,როცა მოწონთ და როცა არ მოსწონთ რაღაცეები.ცდილობენ საკუთარ თავში შეცვალონ და სიახლეები აღმოაჩინონ.მე მგონი ქალის არსი სწორედ ამას გულისხმობს:უამრავი დაფარული სილამაზის აღმოჩენას.ზოგ შემთხვევაში ასეთ სიახლეებს თავად ქალები აკეთებენ,ზოგჯერ კი მათ აღმოჩენებში თავად კაცები ეხმარებათ.მე მაინც ვფიქრობ,რომ ასეთი კაცები ცოტა არიან,მაგრამ ჩემს შემთხვევაში მართლა ასე მოხდა.უტამ მთლიანად აღმომაჩინა და მიპოვა.ხო საშინლად პათეტიურია,მაგრამ მართლა ასე მოხდა.უამრავი ახალი თვისება გამოიკვეთა ჩემში,რომელიც შეიძლება ცუდიც  იყოს და კარგიც,მაგრამ მთავარია,რომ ისინი გამოჩნდნენ.

სპონტანურად წამოიწია ეს თემა.არც ვაპირებდი ამაზე დამეწერა.ხვალ თმებს ვიჭრი,ცოტა უნდა დავიმოკლო.ჩავეწერე უკვე ჟანასთან.ჟანა ყველაზე კარგად ჭრის და საერთოდ რაღაც მაგიური ხელები აქვს ამ ქალს,მისი სალონიდან სულ სხვანაირები გამოდიან.ძველებურები,მაგრამ მაინც ახლები.

ხვალ კიდევ დილით უნდა ავდგე ძალიან ადრე.ვმუშაობ რადიოში:( ადრე არ მეზარებოდა ადგომა,მაგრამ ეხლა როცა ვიცი რამდენიმე დღეში უტა უნდა ვნახო,საერთოდ გული არ მიჩერდება იქ და გამოქცევაზე ვარ.ვერაფრით ვინუგეშებ თავს.მერე მოვდივარ სახლში,ვბოდიალობ და ვბოდიალობ,შევიჭყიტავ ფეისბუქზე,მერე მაილზეც-სადაც არასდროს არ მხვდება წერილები,მერე ისევ ფეისბუქი,რომელიც საშინლად მაღიზიანებს.დღეს რამდენიმე უცნობი ამოვშალე,რომლებიც პირველივე დღიდან დამემატნენ და აზრზე არ ვარ რატო.ჰოდა საერთოდ არ მჭირდება ეს უცნობები…

ძილის დროც დგება,იმაზე ვიფიქრებ როგორ მაგრად ჩამეხუტება.აი ისე ძვლების დამტვრევამდე მინდა ეს ჩახუტება.

იმედია დილის ექვსამდე კარგ სიზმრებს ვნახავ,მერე კი დარეკავს ალარმ:) და მეც წამომაგდებს საწოლიდან,ჩავიცვამ ფართხა-ფურთხით იმას,რაც საჭიროა იმისთვის,რომ შიშველი არ აღმოვჩნდე ქუჩაში,ვილოცებ და გავვარდები სახლიდან.

დღეს მთელი დღე ვწუხვარ იმაზე,რომ უზრდელი ვარ და საშინლად ვიგინები ზოგჯერ.

მართლა ვწუხვარ.დედას ვფიცავარ,უტას ვფიცავარ და მარის ვფიცავარ.

ღმერთო დამიბლოკე ეს სიტყვები :(:(:(

Read Full Post »

გუშინდელი დღის გამო,ჯერ ჩემი თავის მრცხვენია და მერე დანარჩენი ყველასი.ხანდახან ძაან იდიოტურად ვიქცევი და ასე,რომ არ მოვიქცე,აზრზე არ ვარ რა დამემართება.შეიძლება,არც არაფერი დამემართოს,მაგრამ ასე უნდა გავახურო.შიგადაშიგ მჭირდება ასეთი გიჟური გამოვლინებები.

მთელი დღეა სახლში ვარ,თუ იმას არ ჩავთვლი,რო დილით წირვაზე მივფორთხდი და მერე იქედანაც გამოვფორთხდი და მას მერე ვწევარ და ვწევარ.ახლა წამომიარა,აკოს დავურეკავ და სადმე გავალთ მეთქი,მაგრამ სანამ აკოს დავურეკავდი,გადავიფიქრე.ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია რას ვიზამ,შეიძლება შუაღამეს წამომიაროს და სასეირნოდ წავიდე მარტო.

ვფიცავ,დღეს აღარ ვიტირებ.აბსოლიტურად არაფერი არ მაქვს სატირალი და მეც რატო უნდა დავიგლიჯო ნერვები და თვალის უპეები,ამით უნდა დამთავრდეს ამ კვირაში ჩემი მაზოხისტობა.უტა მიყვარს,არ მინდა რამეს შევადარო,როგორ მიყვარს და არ მინდა ვთქვა,რა დამემართება ის რომ არ მყავდეს,მაგრამ ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი,კარგი არაფერი დამემართება.

მარტო აღმოვჩნდით მე და დედაჩემი სახლში.მარი თავის დაქალთან  წავიდა,მირანდა მამაჩემთან სახლში.ხოდა დიდებულია ასეთი სიმარტოვე.ცოტა გვიან რამე სასიამოვნო ფილმს ჩავუჯდები და გვიანობამდე,ანუ გათენებამდე.დილით ისედაც 6-ზე უნდა ავმდგარიყავი და აღარ დამჭირდება წუწუნი და ნერვების მოშლა.ასე უფრო ჯობია.

აკო დარეგისტრირდა ხელმეორედ ფეისბუქზე და რაღაცეებში ვარკვევდი,მე კიდე ძალიან მომწყინდა.

რაღაცნაირი მულტფილმია,შემცივდა რო ვუყურე.ფეხები გამეყინა,ისე შემცივდა.ასეთი რაღაცეების ნახვის მერე,ჩემს თავს ვატყობ,რომ მომენტალურად ვნაზდები:)თან ოსკარით არის აღნიშნული:)

უამრავი რაღაცის დაწერა მინდა,მაგრამ არაფერი არ გამომდის.და ზუსტად ვიცი ამას კაიხანს ვერ მოვახერხებ.

დავლევდი ლუდს და მოვწევდი.

Read Full Post »

ქრისტინემ დამიდო ფეისბუქზე და გავგიჟდი ისე მომეწონა,მერე უტას გავუგზავნე.არ ვიცი თუ ნახა.ძაან საყვარლები არიან.

მარა ვფიცავ,საერთოდ არ შემშურებია,სულ ოდნავი მისხალითაც არა.

პირიქით უფრო გამაძლიერა და უფრო მეტი სტიმული მომცა.

პ.ს დღეს მალე უნდა დავიძინო,რადგან მუცელი საშინლად დამეჭიმა მიზიდვის თუ რაღაცის გამო და თუ დროზე არ დავწექი,ასე დიდხანს ვეღარ გავქაჩავ.არადა ვაპირებ ეს ვარჯიშები არ შევწყვიტო და გავაგრძელო,მაგრამ ამ სპარტანულ ყოფას  როდემდე გავუძლებ ამინც არ ვიცი :):):)

Read Full Post »

რა შუაშია იაპონური განწყობა და წვიმა ერთმენათან არც მე ვიცი,მაგრამ გუშინ მთელი დღე ვიძახდი ფეისბუქზე რამე ახალი ქვიზი,რომ დაამატონ,მაგალითად ასეთი:რა ეროვნების იყავი წარსულში,ალბათ იაპონელი აღმოვჩნდებოდითქო:) საშინლად აკუტაგავას ამინდი იყო,მიბნედილი და ჩუმი,ვკვდებოდი ისე მინდოდა ძილი და მაინც ვერაფრით მივდიოდი დასაძინებლად.ქვიზის მიხედვით მე აბუ დაბიში ვიცხოვრებდი,მერე მოვიშველიე ვიკიპედია და ცოტაოდენი ცნობები მოვიძიე ამ დედაქალაქზე და  გადავწყვიტე სანამ ისლამს მივიღებ და არაბულსაც ვისწავლი,მანამდე ვიოცნებებ იაპონიაზე,ალუბლების დღესასწაულზე,საკეზე,წვიმიან და ესეთ რაღაცნაირად დაბანგულ ამინდებში ვიკითხავ  აკუტაგავას და დაძინებას მოვსინჯავ.მაგრამ თუ ეს იაპონური რომანტიკა მალე გამივლიდა არც აბუ დაბიზე დასვენება იქნებოდა ურიგო:)მოკლედ წინასწარ რა იცის ადამიანმა რა ხდება.

რაც შეეხება ჩემს იაპონურ განწყობას კაი ხანს გაგრძელდა,ვნატრობდი ნეტა ეხა ერთი კიმონო და უტა მომცა :)მეთქი. ერთი ბოთლი საკე და უტა მეთქი:)უტას უყვარს ბრინჯი,ძალიან უყვარს,მე კიდე ბრინჯს საკე მირჩევნია,მაგრამ არასოდეს გამისინჯავს და ოცნებად მაქვს გადაქცეული,ასე რომ საკე ორივეს მოგვეწონება თუ დავლევთ.

იაპონელები მალე თვრებიანო,გუშინ მითხრა უტამ.მე ვუთხარი მეც ნამდვილი იაპონელი ვარ მეთქი:)მეც უსწრაფესად ვთვრებითქო,მერე ვილაპარაკეთ იმაზე,თუ როდიდან სჯობს დაიწყოს ადამინმა სმა,იმ შემთხვევაში თუკი ამას გადაწყვეტს.ყველაზე ნორმალური ასაკი თურმე  25 წელი ყოფილა.

რაც შეეხება japanese sake kizakura-s ძაან საყვარელი ვიდეოა,მთელი დღე ვუყურებდი და ძაან ვიხალისე,არც მე მაწყენდა ერთი ბოთლი საკეთქო ვფიქრობდი და მერე რომპომპოო და პომპომპოო:):):)

ამ ბოლო დროს შევამჩნიე რომ ძაან ბევრ პოსტში სულ ძილზე ვლაპარაკობ,ეხაც ამ თემაზე მინდოდა ლაპარაკი,მაგრამ აღარც ვილაპარაკებ და აღარც დავიძინებ შუადღით:)

კიდე ერთი ქვიზი შევავსე და ბომბორა გამოვედი ქართული მუტფილმების გმირი:):):)მგონი უტაც ბომბორა გამოვიდა.app_full_proxyუსაქმური ვარ ნამდვილად,არადა სახლში იმდენი საქმეა  ქალი და კაცი ერთად ვერ აუვა,მაგრამ სადაა კაცი?

Read Full Post »

საშინელი გოგო ვარ მე რომელიც დილით საძაგელ სიმღერებს უსმენს და სხვასაც ასმენინებს,უფრო სხვანაირადაა საქმე,რადგან ამ საშინელ გოგოს ჰგონია,რომ ამ სიმღერებზე ისინი განსაკუთრებით ენერგიით და მუხტით ივსებიან,მაგრამ აი ამაში კი ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული,თუმცა მე მაინც ჩემსას ვაწვები და დილიდანვე საძაგლად ვხერხავ:)ხანდახან ვფიქრობ ვის აინტერესებს ის ამბები,რომელსაც მე დილის გადაცემაში და ისედაც ვკითხულობ ხოლმე,ვის აინტერესებს რომ ჯასტინ ტიმბერლეიქს ახალ ფილმში იღებენ,რომელიც პოპულარული სოციალური ქსელის ფეისბუქის ისტორიას ეხება და საერთოდ ამ გაჭირვებულ ხალხს ხომ სულ ფეხებზე ჰკიდია რამდენ ათას დოლარს უხდის ბრიტნი სპირსი თავის ყოფილ ქმარს,კევინ ფედერლაინს.მეც ფეხებზე მკიდია,მაგრამ ვკითხულობ,მერე მე რა და მერე შენც რა,ამდენი ათასობი დოლარი.

გუშინდელი ჯეოსტარის პრიკოლების შემდეგ,აქტიურად ვფიქრობ,იმაზე რომ ქართველებს უნიჭობაც კი საშინლად უნიჭოდ და უგერგილოდ გამოსდით,ისე საცოდავად,რომ შეიძლება რომელიმე მათგანზე გულიც აგიჩვილდეს და რაღაც ჯგუფი ჩამოაყალიბო,რომელიც თვითშეფასების სწორ უნარს მოკლებული ახალგაზრდების დაცვას და მათ დამშვიდებას მიუძღვნა,შეკრიბო ამდენი უნაირო,უჯიშო,უნიჭო, ვირგლა ბიჭი და გოგო და მშვიდად აუხსნა მათ და მის მშობლებსაც,რომ არაა მათი საქმე ეს სიმღერა და წავიდნენ და რამე სხვა საქმე მოძებნონ,ანდა სახლის საქმეებს მიხედონ.არადა ისე კარგად მესმის ამ ჟიურის,კიდევ კარგად უძლებენ,აშკარად დიდი მოთმინება და მიმტევებლობის უნარი აქვთ,თორემ ბევრი კონკურსანტი მართლა საცემი იყო.წავიდნენ გათხოვდნენ,შვილები გააჩინონ,ჭურჭელი გარეცხონ,რა გეტინგიცება თუ სიმღერის ნიჭი არა გაქვს და განძრევის თავი სცენაზე.რატომ ჰგონიათ ქართველებს,რომ ყველაზე ნიჭიერები არიან და ყველაზე ნიჭიერი შვილები ჰყავთ,რატო იგდებენ ქვეყნის დასაცინად თავებს?:(

ამას ვფიქრობდი დღეს,როცა ამერიკელ ე.წ ”უნიჭოებს” ვუსმნედი,რომ ამათ უნიჭობაც კი კარგად გამოსდით მეთქი.კი იძახიან,რომ ქართული ერი მომღერალი ერიაო,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ყველამ მოაღოს პირი ხარაბაძის:) ჭიშკარივით(ამას ბებიაჩემი ამბობდა ვინმეზე,ძალიან ბევრს და დაუფიქრებელს რომ იტყოდა,ამათზეც იგივე ითქმის) და ყველამ ერთიანად და მამაპაპურად ვიღრიალოთ,იმ მიზნით რომ დავამტკიცოთ მომღერალი ერი ვართთქო,აღარ არის საჭირო იმ მარაზმულ ბანალურობამდე მისული ჭეშმარიტების აღმოთქვა,პური მცხობელმა გამოაცხოსო.სიმღერას არავინ უშლის,იმღერონ სახლში,იმღერონ რესტორანში,იმღერონ თავიანთ ქორწილებში და დაბადების დღეებზე,იმღერონ მაშინ როცა ცხვარში წავლენ სამწყესად(ეს უტას იდეა იყო ერთ-ერთ კონკურსანტზე),მოკლედ თავის პონტში რამდენიც უნდათ იმდენი იღრიალონ,თავისი გაისწორონ,მაგრამ ჩვენ თავი დაგვანებონ და თავი დაანებონ ამნაირ უნაირობებს.

აი რატომ ჯობიათ მათ ის ამერიკელი და ბრიტანელი თანამედროვე ”უნიჭო” მომღერლები.სიმღერის ნიჭი არა აქვთ,მაგრამ სამაგიეროდ ერთი ადგილის ქნევის საოცარი ნიჭი მაინც აქვთ და ეს ერთი ადგილიც ძაან ძვირად ფასობს დღეს მსოფლიოს შოუბიზნეს ინდუსტრიაში,ამ ჩვენებს კი,ამ საკუთარი თავით გაკერპებულებს კი ამ ერთი ადგილის განძრევაც ეზარებათ,დგანან გაშეშებულები და შეილება ტელევიზორსაც მიარტყა ხელი გაშმაგებისგან,გოგო შენ თუ ჯეოსტარი,ვარსკვლავობა და სიმღერა გინდა,ერთი ეგ ადგილი მაინც შეანძრიეთქო.მაგრამ ამაშიც უნიჭოები არიან.თვალი უნდა გავუსწოროთ ამ სიმართლესაც.

მოკლედ ეს საოცარი აღშოფოთება,გუშინდელ ჯეოსტარის პრიკოლებს მოყვა:)გუშინ ვუყურე პირველად და ნეტა არ მენახა,ამდენმა შიზოიდმა როგორ მოიყარა ასე ერთად თავითქო ვფიქრობდი,სერიოზულად დამწუხრებული ამდენი უცნაური გამომეტყველების ადამიანის დანახვისას.:( უტა წინააღმდეგობას მიწევდა,როცა გაიგო რომ ჩემი აზრით ჟიური არის ძაან ნორმალური,ეგენი ბევრ ნიჭიერს ბლოკავენო,ჩემი ძმაკაცი მაგრად მღეროდა,მაგრამ ის პრიკოლებშიც არ აჩვენესო,საერთოდ რატომ არ გამოაჩინესო,მეკითხებოდა.მაგრამ ისედაც სახეზე არ იყო გუშინ ყველაფერი რა დღეშიც ვართ?ზუსტად ვიცი 2009 წლის ჯეოსტარის შემადგენლობა ძაან ბევრი ნიჭიერით დაკომპლექტდება,მაგრამ ისინი ხომ მეორე წელსაც გავლენ კასტინგზე,როდესაც ჯეოსელისგან კვლავ მიიღებენ კასტინგში მონაწილეობის მესიჯს.ანუ მთავარი,რაც შეეხება თვით შეფასებას,ამას ისინი ვერცერთ ვოკალის პედაგოგთან ვერ დახვეწენ.ამაზე კი მართლა საჭიროა,ვინმემ პირდაპირ უთხრას,”უნიჭო ხარ”.ანდა რას ჰგავდა ის გორელი საკუთარ უვიცობაში გაჯერებული  დიჯეი,რომელმაც ისიც არ იცოდა რომ თავისი შესაძლებლობის საწინააღმდეგოდ,ერთ-ერთ რთულ სიმღერას ირჩევდა.მაგრამ, ალბათ ჩვენ მართლა ის თევზები ვართ დინების საწინააღმდეგოდ,რომ მივცურავთ და ძირითადად სულ უნიჭოდ და მოუხერხებლად მივცურავთ,ვყურყუმალაობთ ტალღებში,გვერდები გველეწება და დალურჯებულები ვართ,მაგრამ ეს არავის ბრალი არ არის.რაც ხდება ყველაფერი ახია ჩვენზე.ეს კიდევ სულ სხვა საკითხია,რატომ არის ახი,მაგრამ რისი ღირსიც ვართ,ის გვეზღვება ხოლმე.

Read Full Post »

%d bloggers like this: