Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ფოლკნერი’

1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?

ყოველ წელს ვკითხულობ ფოლკნერს და ყოველ წელს განსაკუთრებული შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.მოვპარავ იმ სიტყვებს რასაც თავის თავზე ამბობს მწერალი,რომ იგი დაამარცხა წიგნმა სახელად ”ხმაური და მძვინვარება”.მე კი მისი თითქმის ყველა მოთხრობა და რომანი მამარცხებს,როცა ვკითხულობ.მანგრევსთქო,ასე უფრო აჯობებდა.ამ კვირაში ვაპირებ კიდევ ერთხელ გადავიკითხო ”ხმაური და მძვინვარება”.ამ წლის ძლიერი შთაბეჭდილება შეიძლება იყოს ასევე,მისი რომანი ”აგვისტოს ნათელი”,სადაც მისი გმირი ქალი ლინა გროუვი სასოწარკვეთილებამდე მისული ოპტიმიზმით მიიკვლევს თავის გზას.ხანდახან მინდება ვგავდე ამ ქალს ამ მიზანდასახულობაში.

2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი?

ფორუყ ფაროხზადი.გალაქტიონი და კიდევ ლადო ასათიანსაც დავწერ.ბავშვობაში მიყვარდა.

3. სამი ყველაზე საყვარელი წერალი.

უილიამ ფოლკნერი,გაბრიელ გარსია მარკესი და ასტრიდ ლინდგრენი.მეოთხეც მინდა დავწერო-ჰემინგუეი:)

4. რომელ წიგნზე გიტირიათ?

არ მახსენდება.ძლიერი ემოციები მქონდა,აი ისეთი, ყელში ბურთები რომ მოგაწვება ”ხმაური და მძვინვარებაზე”.კედი შემიყვარდა:*

5. რომელ წიგნს დასცინეთ?

ალბათ ბევრს,რადგან ბავშვობიდან უამრავ წიგნს ვკითხულობდი,მათ შორის ასევე უამრავ ლიტერატურულ მაკულატურას.განსაკუთრებით არ მომწონდა ქართული დეტექტივები და ”გამომძიებელი ქალი შორენა”-სნაირი წიგნები.ვფიქრობდი რომ ეს წიგნი შეურაცხყოფას მაყენებდა.დასანახად ვერ ვიტან დღემდე.

6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?

ხანდახან მგონია,რომ ასტრიდ ლინდგრენს ნობელის პრემია აქვს მიღებული.2001 წელს ნობელის პრემია გადაეცა ტრინიდადი და ტობაგოდან,ვიდიადჰარ სურაიპრასად ნაიპოლის.უცნაურია,როცა ამ დროს ცოცხალი იყო ასტრიდ ლინდგრენი.ასეთ შემთხვევაში ქართველები იტყოდნენ,ქართველებს არ ვაფასებთ ჩვენ თვითონო:)მგონი ეკუთვნოდა ლინდგრენს ნობელი.

7. საყვარელი ციტატა წიგნიდან

ვერასდროს ვიმახსოვრებ.

8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი

ლინდგრენის ყველა მოთხრობა.

9. რომელი წიგნის პერსონაჟი არის ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?

ასე ვერასოდეს შევხედავ მათ,რომ რაიმით ისინი მე მგავდეს და ეს მსგავსება ვეძებო.უბრალოდ თავიდანვე მიყვარდებიან.

10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?

ეს იგივეა დაითვალო ის ბიჭები,რომლებსაც უყვარდი და მერე მათი სახელების ნუსხა ჩამოწერო.

 

Advertisements

Read Full Post »

სანამ კბილის ჯაგრისს სააბაზანოში არ შევიტან,მანამდე სრულყოფილად დაბრუნებულად ვერ ვგრძნობ სახლში თავს.მერე ჩანთა უნდა ამოვალაგო და ყველაფერს თავისი ადგილი უნდა მივუჩინო.მეორე დღეა სახლში ვარ და მიჭირს აქ ყოფნა.საშინლად მიჭირს უტას გარეშე ყველაფერი.

კაი ხანია გამოვედი ვივალდის ექსპრესიიდან,თავზე საბანი გადავიფარე და როგორც ზამთარში მძინავს მოკუნტულს,ისე დავიძინე.

ხვალ უნდა ვიმუშაო,რადიო სულ გადამავიწყდა.მეგონა არც არასდროს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში.

წასაკითხი წიგნებიც გადავაწყვე,მაიკოს ვეუბნებოდი ფოლკნერი ხელახლა უნდა გადავიკითხოთქო.მირანდას მოუტანია სახლში ჰარი პოტერის წიგნები,მასაც უნდა ჩავუჯდე და საერთოდ ყველაფერი უნდა წავიკითხო.ხო არის ზოგიერთი ადამიანი,ენთუზიაზმს და შრომის და კითხვის განწყობას,რომ გადაგდებს.მთელ ღამეებს,რომ ათენებენ კითხვაში,ხატვაში,ყავის სმაში და წერაში.მაიაც ასე იყო,მთელი ღამით ხატავდა ანიმაციებს,ათენებდა და ყავასაც ზომაზე მეტს სვამდა.

ჩემთვის უკვე ზამთარია.თბილი წინდები მაცვია და უაზროდ ბევრ ლიმნიან ჩაის ვსვამ.

uta da me

სულ მახსენდება უტას ჩემს გვერდით მჯდომს,რომ ჩაეძინა და ზურგიდან რომ ვგრძნობდი,მის სუნთქვას.კიდევ შემთხვევით რომ მოვხვდით ჰელოუინის წინააღმდეგ შეკრებილი ხალხის აქციაზე,თავიდან ზვიადისტები რომ ეგონა უტას და მერე თავისი მრევლი შეიცნო ამ ხალხში:)კიდე რა?კიდე ძაან ბევრი, რამე ლესელიძეზე წვიმაში,რომ მელოდებოდა,უქოლგოდ რო დავდიოდით და თავზე პარკი გვეფარა,თითონ ხელები რომ უსველდებოდა წვეთები მკლავებში ჩადიოდა.

ეს ყველაფერი თანდათან  უფრო კარგად გამახსენდება.

ახლა რძე უნდა დავლიო

Read Full Post »

უტა კითხულობს ჯორჯ  ორუელის “ცხოველთა ფერმას” და არ ვაცლი.მაგრამ კი მინდა,რომ წაიკითხოს და დაამთავროს,მაგრამ თან მინდა, რომ არ კითხულობდეს და ჩემთან იყოს.ჰოდა ამიტომ აჯობებს,წაიკითხოს ბოლომდე და მერე მე მათხოვოს. თან ძაან მიყვარს ასეთი ალეგორიული სიუჟეტები,წარმოუდგენელი რამეები,რომ ხდება.მაგიტო მიყვარს კურტ ვონეგუტი და მისი “დაბადების დღეს გილოცავ ვანდა ჯუნ”.ეს ერთი იმ მოთხრობათაგანია,რომელმაც ჩემზე ძაან იმოქმედა.ასეთ საყვარელ წიგნებს ჩემთვის გადავიწყობ თაროზე და როგორც კი მომენატრებიან,ხშირად ვუბრუნდები.ამ დღეებში ვიცი,ისევ მივუბრუნდები ფოლკნერის “ხმაური და მძვინვარებას”,მახსოვს ძალიან პატარა,როგორ მოწიწებით შევცქეროდი ამ წიგნს,რომელზეც დედაჩემი კარგ რაღაცეებს ამბობდა და მეც ძალიან მინდოდა,რომ წამეკითხა,თუმცა იმის მერე ბევრი წელი გავიდა და მერე მოვახერხე.

ეხა დიდიხანია ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი წამიკითხავს,შიგადაშიგ ვკითხულობ რაღაც პატარა მოთხრობებს ინტერნეტში,ეს ბოლო ერთი კვირაა,ბალიშის ქვეშ გერმანული ავტორების ესეები მაქვს და ღამღამობით,როცა არ მეძინება,რამდენიმე პატარა მოთხრობას წავიკითხავ და ძაან ვხალისდები.ნახევარი ფენტენზი,ნახევარი ალეგორია,ნახევარი ირონია,სატირა,კიდევ უამრავი რაღაც.ჰაინრიხ ბიოლის ესეზე “რაღაც მოხდება” ძაან ბევრი ვიცინე.

ამ ბოლო დროს ვხვდები,.თუ როგორ ჩამომაშორა ინტერნეტმა წიგნს,კიდევ ტელევიზორს,კიდევ რადიოს,კიდევ სეირნობას,კიდევ ძილს,კიდევ ხალხს.ამ ყველაფრიდან,ზოგი საერთოდ დავივიწყე,ზოგს კი დრო მოვაკელი.თუმცა ამ ყველაფერს მაინც ვერ დავაბრალებ მთლად ინტერნეტს.დღეს მივხვდი,რომ საშინლად მაღიზიანებს,ის რაც გარეთ ხდება,მტვრიანი და ნაგვიანი ქუჩები და სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი მძღოლები,აზრი რომ არა აქვს მათთან ლაპარაკს,მაინც რომ ცხვირში შემოგაბოლებენ კვამლს.მერე კი მოდიხარ სახლში და ხანდახან მაგრამ მაინც გხვდება საჭირო განწყობა.რატომ დამემართა ეს,არ ვიცი ,მაგრამ სახლიდან გასვლის სურვილი საერთოდ გამიქრა,ობობასავით შევიკეტე საკუთარ ქსელში.

კიდე კითხულობს.მე მთელი დღე წელი მტკივა.ყველას სძინავს სახლში.კარგი გადაწყვეტილება მივიღე და შინაგანად ძაან გამიხარდა,მერე გამიკვირდა ასე რატომ გამახარა იმან,რომ უნდა დავიძინოთქო:)

მარცხენა ხელი მეფხანება კიდევ,ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?;)ბებიაჩემის ცრურწმენებია,მაგრამ  მე მაინც მჯერა მისი.არადა თან ძალიან მეფხანება:) არამგონია,რომ გაამართლოს ამ ეტაპზე.

Read Full Post »

%d bloggers like this: