Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ქორწილი’

მირანდა არ მასვენებს,კომპთან უნდა დაჯდომა,სულ ასე არისო,ხან შენ ზიხარ და ხან კიდე მარიო.მოკლედ მიშლის ნერვებს და ახლა მგონია კიდევ შემოვა ოთახში და ისევ შემომხედავს, რომ აუცილებლად უნდა დავსვა,არადა ძვლივს მოვიცალე ბლოგისთვის.ჰოდა ვზივარ ფეხებგაყინული,დილიდან აბოდიალებული დავდივარ და ჯერ ჩემს საქმეს ვერ მივაგენი.საღამოს ავდგები და სამზარეულოს დავალაგებ,ჭურჭელს დავრეცხ და ხვალისთვის მოვემზადები.მარის მივწერე ბაზარში გამოიარე და რაღაცეები წამოიღეთქო,თავიდან შემეშალა და უტას გავუგზავნე,მისგან არანაირი რეაქცია არ ყოფილა,ალბათ ისევ ამონტაჟებს.

გუშინდელი დაძაბული დღის მერე,მაინც მოვახერხე კარგად გამოძინება,ერთი ეგაა ყავას ვნატრობ.

გუშინ ვიყავით ქორწილში,მოკლედ დიდი დღე იყო .დილიდან ვიყავი გადაღლილი და მიგდებული მოხუცივით,არაფრის თავი არ მქონდა და მთელი დილა ვწუწუნებდი,არ შემიძლია მე ქორწილში წასვლათქო,მაინც მოვახერხე და წირვის რაღაც ნაწილს დავესწარი,მერე გამოვვარდი სახლში,ცოტახანს წამოვწექი,გამეყინა ფეხები და ნერვები მეშლებოდა,იმას რომ ვაკეთებდი,რისი გაკეთებაც საშინლად არ მინდოდა.წინა დღეებში,უტამ მითხრა მე არასდროს დავდივარ ქორწილებში,მაინც ვერ იგებენ ვიყავი თუ არაო:):):) მაგრამ ასეთი თავდაჯერებული ვერ ვიქნებოდი,რომ ჩემს არყოფნას ვერ შეამჩნევდნენ,როცა ჩემი ბიძაშვილის ქორწილი იყო:)

სახე მქონდა განადგურებული და დაღმეჭილი,ბაყაყს ვგავდი მგონი,დიდხანს ვეძებდი შესაფერის მნიშვნელობას,თუ რას უნდა შემედარებინა თავი და ეხა მივხვდი რასაც ვგავდი გუშინ.საშინელებაა,როცა არ გეხალისება წასვლა და მაინც იმის გამო,რომ იქ ვიღაცეები შეამჩნევენ,ნათესავების არყოფნას,მერე შეიძლება რაღაც სისულეებზე გაეხსნათ ფანტაზია,ყოველშემთხვევაში იმერეთში ასე ხდება,დაიწყებენ მეცნიერულად იმის გამოკვლევას ნეტა რატო არ მოვიდა მავანი და მავანი ნათესავი ქორწილზე,ხო არ იჩხუბეს,ან კიდე მსგავსი ავადმყოფობები.

წასვლის  პირველი ეტაპი იყო ძაან რთული,დიდი დროს დამჭირდა უტას დასარწმუნებლად, იქ არაფერი მოხდებოდა ისეთი,რაზეც შეეძლო ეეჭვიანა.თან არგუმენტი მქონდა ძაან მაგარი,სამტრედიაში ჩემნაირი გოგოები საერთოდ არ მოსწონთთქო.მივიღე პირველი უსაყვარლესი დირექტივა:)…:”იცოდე შუბლზე უნდა გეწეროს,რომ შეყვარებული გყავს.ცუდ ხასიათზე ვარ ახლა”…მერე, ავუხსენი რომ არ უნდა ინერვიულოს და საერთოდ იქ ვიქნებოდი შეუმჩნეველი,არც ფოტოებს გადავიღებდი და არც ვიცეკვებდი,ცოტა დაწყნარდა.

მერე ისევ გადავედით მეორე ეტაპზე,რომელსაც ასე შეიძლება დავარქვა:”კაბა სადამდე გექნება ფეხზე?მუხლსზემოთ?” აქაც არაფერი იყო სანერვიულო,რადგან ისე ჩავიცვი,უხასიათოდ და უგუნებოდ,რომ არცერთი სამტრედიელი ბიჭი არ  დაინტერესდებოდა ჩემით.Image005

“ხო არ ლანდავს ეგ კაბა?”-ესეც მკითხა,მგონი არ ლანდავდა ზუსტად არ ვიცი,მაგრამ როცა მასთან ერთად მეცვა ეს კაბა,მაშინ მოეწონა,კარგი კაბააო.მოკლედ ასე მშვიდობიანად დამთავრდა გამოკითხვა.მარი იყო ძაან ნაშა:)ხოტორა ნაშა,მარა არც მარის ექორწილებოდა ძაან,საშინლად ეზარებოდა წასვლა.Image001ჰო ამ ფოტოზე მართლა არ ჩანს,რა ლამაზად იყო მარი და რა ლამაზი ფეხები აქვს,მაგრამ არაუშავს:)თან ცოტათი გაღიზიანებული სახე აქვს.ჩვენ შევდიოდით სტუმრების იმ ნაწილში მაყარს,რომ ეძახიან.ჯვრისწერა უკვე დასრულებული იყო ჩვენ,რომ მივედით,სიძე-დედოფალს ფოტოებს უღებდნენ  ტაძრის ეზოში,მარიმ მღვდელს დასცინა “რაიზე”.ამინდმა მართლა გაამართლა,იწვებოდა ყველაფერი.ჯერ სიძის სახლში მივედით რატომღაც,მერე კი რესტორანში სადაც სუფრა იშლებოდა და ამასობაში მოვასწარი ერთი ბოთლი ლუდის დალევა და შევედით რესტორანში,სადაც ჩოჩქოლი და საშინელი ხმაური იყო,ხან სად დაგვსვევს,ხან სად ჩაგვწიეს,ხან სად ჩამოგვაჩოჩეს,მოკლედ ეს სკამით გაწევა-გამოწევები გუშინდელი ქორწილის დღის ისტორიას დარჩება.ხო ის მავიწყდებოდა,რომ დედოფალი იყო ძაან ლამაზი და მართლა დახატული,Image003ეს მირანდა და ხატია:)მე თითქმის არ გადამიღია ფოტოები,მგონი მარტო სიძე-დედოფალთან გადავიღე ერთი ცალი:)ჩვეულებრივ, როგორც ხდება ისე წარიმართა აქაც ყველაფერი,აირჩიეს თამადები,მოადგილეები და დაიწყეს უაზრო სადღეგრძელოები.მარი იძახდა ჩვენს ტრადიციებს გავკარიო:)ნუ უფრო ცუდად თქვა,მაგრამ ჩემს ბლოგს ძაან მკაცრი ცენზორი ჰყავს და ამიტომ ყველა იმ სიტყვას ვერ დავწერ,რასაც მარი ქართულ ტრადიციებზე ამბობდა.მერე რაღაც სიმღერა გადააკეთა და ისე თავისებური ინტერპრეტაციით მღეროდა “სამტრედია,სამტრედია შე მადლიანო,ბაყაყების მხარე ხარ შე ნესტიანო”:)ველოსიპედის და სამტრედიელის დანახვაზე,სუ ვფიქრობდი ნეტა რამდენად მართალია ეს გამოთქმა “ერთი ბოზი და ერთი ველოსიპედი ყველა სამტრედიელს ჰყავსო”,მერე უტასაც ვკითხე და არც იმან იცოდა,მე ზესტაფონელებზე ვიცოდიო ეგ:):):)თაიგული ბიჭმა დაიჭირა,აქამდე თუ ეს ხდებოდა ნამდვილად არ ვიცოდი.უტამ მითხრა მარი დაიჭერს მაგ თაიგულს ისეთი სხარტიაო,მარი კი საერთოდ არ ღებულობდა მონაწილეობას და რაც შეეხება მის მოქნილობას და სისხარტეს,ძაან სასაცილო დასანახია მოქნილი მარი:)12 ზე დამთავრდა ქორწილი,ბედნიერი ვიყავი რომ სახლში წამოვედით.

მკვდარივით დამეძინა

Read Full Post »

მაშ ასე ყველაზე რთული დღე,კი არადა ღამე უახლოვდება თავის დასასრულს და პირველად არ ვიცი,რა უნდა მოვუხერხო ჩემს თავს,დავიძინო თუ რამე მოვიფიქრო,მაგრამ ამ დროისთვის,ღამის 2 საათისთვის არანაირი კრეატიული იდეა არ იღვიძებს ჩემში.ჰო ეხა გავიფიქრე ტვინის უჯრედები ალბათ ყავის გრანულებს ჰგავსთქო,ეტყობა ძალიან მომენატრა ყავის დალევა:)ჰო სამშაბათი რამდენიმე საათია დასრულდა,მე კიდე ეთერში ვარ და მგონია რომ ჩემს გარდა არავინ არის ”ძველი ქალაქის” რადიო სივრცეში,მაგრამ ხალხს არ სძინავს,რეკავენ და რაღაც სიმღერებს ითხოვენ,კიდევ კარგი რომ რეკავენ,თორე ისე უფრო გამიჭირდებოდა გაძლება ამ დრომდე.დღეს დილიდან ვმუშაობ,უფროსწორად დილის რვის ნახევრიდან,მაგრამ 6-ზე მომიწია ადგომა,მერე სახლში მისული კი დავეგდე და ცოტახნით მეძინა,მაგრამ ამ დღეს მაინც საშინლად ვიღლები.

რაღაცნაირად,ძაან კაი დღეები მქონდა,დედა შუშანიკი და დედა მაკრინე იყვნენ ჩამოსული,ბედიანის მონასტრიდან ერთი მორჩილი ახლდათ,გუშინ ვიყავით მოწამეთაში,მე ვიყავი საშინლად განადგურებული და გაშეშებული სახით,მარა ბოლო წამს მაინც გადავწყვიტე წასვლა.წვიმა საშინლად მაზარმაცებს.დედა მაკრინემ მოწამეთას ტაძარში დავით და კონსტანტინეს თავის ქალებთან პარაკლისი წაიკითხა,მე გვერდით ვიდექი და მეძინა:) მარა გულში ვლოცულობდი,წმინდა კონსტანტინე დაიფარე ჩემი ბიჭითქო.უტა ხო ისე კონსტანტინეა:*

ყველას უნდოდა ენახა ის მამა გიორგი,ფეხითმოსიარულეს რომ ეძახიან,ჰოდა ავდექით და მის სოფელში წავედით,ჭოგნარში,მთელი გზა დედა მაკრინეს მხარზე თავდადებულს მეძინა.კიდევ წვიმდა რათქმაუნდა.დედა მაკრინეს ეზოში ყვავილები მოეწონა.მამა გიორგი იწვა ოთახში,სანამ ყველა არ დავსხედით სკამებზე მანამდე არ მოისვენა,ვფიქრობდი ნეტა თუ მიხვდება რას ვფიქრობ ჩემს გულშითქო,თავიდანვე არასათანადოდ ვიყავი განწყობილი, თუ ჩამარტყა რამე თავში მეთქი,არადა რატო მქონდა ასეთი გაუბედურებული წარმოდგენა და მოლოდინი არ ვიცი,თუმცა მე ხომ კარგზე არასოდეს არ ვფიქრობ:)ერთი რამე კი კარგად გამოიცნო მამა გიორგიმ,საწოლთან მაგიდაზე ყურძენი ეწყო სინზე და უცებ თვალი რომ მოვკარი საშინლად მომინდა,თან საჭმელი მთელი დღის განმავლობაში არ მქონდა ნაჭამი და თვალები ზედ მრჩებოდა,მამა გიორგიმ ყველას გვთხოვა აგვეღო ყურძენი,მე და დედა მაკრინემ ვთქვით,როგორ გვიყვარდა კახური ყურძენი,ტკბილი და თხელკანიანი,რომელიც სულაც არ ჰგავს იმერულ სქელკანიან ყურძენს,მაგრამ სულაც არ გამოდგა კახური:):):)მერე შოკოლადები მოგვცა.მალე წამოვედით,ძაან მინდოდა სახლში მალე მისვლა,კიდე დამეძინა გზაში.ისე მივითიშე,უტას საერთოდ ვერ მივწერე ვერაფერი,კიდევ კარგი რომ არსებობს სკაიპი და მისი ჯანი,მერე სახლში მისული,კაი ხანს ვწერდით ერთმანეთს.

მოწამეთაშიც და ჭოგნარშიც ძაან კარგი იყო.რაღაც ძაან მსუბუქად წამოვედი იქიდან,უტამ მითხრა სულ არ გეტყობა სახეზე თუ დაღლილი ხარ და გეძინებოდაო,არადა მაგას:) ვფიცავ ლამის ფეხები წამართვა ძილმა.ვგიჟდები ძილზე,მაგრამ ვერასდროს ვერ მძინავს იმდენი,რომ ცოტახნით მაინც გადამიყვარდეს.კიდევ ნახევარი საათი და მუშაობას მოვრჩები,დავემშვიდობები მსმენელს ალბათ მომავალ სამშაბათ დილამდე.

ამ კვირაში ყველაზე რთული დღე კვირას მელოდება,ჩემი ბიძაშვილის ქორწილი.როგორ მიყვარს ხატია და როგორ არ მიყვარს ქორწილები,მაგრამ რომ არ წავიდე ვიცი ეწყინება:(არადა მართლა რა ვქნა აღარ ვიცი,თან საშინლად არ მაქვს განსაკუთრებული პრანჭვის თავი,განსაკუთრებულად მარტო უტას ვეპრანჭები,მაგრამ ასეთი ტიპის ქორწილები,როგორც იმერეთში იციან,სწორედ რომ განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს.ზუსტად ვიცი კვირას მოვახერხებ ყველაფერს,როგორც მჩვევია საქმის ბოლოს მიყვანა.კვირას გადავწყვეტ რას ჩავიცვამ,კვირას გავისწორებ თმებს,კვირას წავალ წირვაზე და წავალ ალბათ ქორწილში.შინაგანად ვერ ვაპატიე,რო ასე მალე გათხოვდნენ ჩემი ბიძაშვილები,არადა ეს ხო საშინელი ეგოისტობაა.ეხა სუ აღარ მგონია ჩემები:(

დღეს სახლში რომ მივალ ადრიანად,შეციებული და გაყინული,რო დავწვები,რო გამოვიძინებ და აუცილებლად რო ვიბანავებ,მერე ბაღდათში წავალ დედა შუშანიკთან და დედა მაკრინესთან,ბებიაც მომენატრა,ნონაკოც მომენატრა და ლელაკოც,კიდე მგონი ის უამრავი კატები მე რო წიხლებს ვურტყამ ხოლმე:)არადა ისე გამრავლდნენ,ბაღდათში რომ ჩავდივარ თავი კატების ფერმაში მგონია:)

ჩავალ და ბებიაჩემს მოვუყვები უტაზე,სუ ვჭორაობთ ხოლმე.ჩამოიყვანეო მეუბნება.მეც ძაან მინდა გავაცნო,მოკლედ ბაღდათში თავს წვიმიან ამინდებშიც კი კარგად ვგრძნობ,ისე უზრუნველად ვარ საკუთარ თეფშსაც კი არ ვრეცხავ:)ვკითხულობ ძირითადად და წასაკითხ წიგნებს ვეძებ.ქეთის გამოვართვი გრიგოლ რობაქიძე,ჰოდა ამ დღეებში უნდა დავამთავრო.აქტიური კითხვის პერიოდი მიდგას,მერე კიდევ რამე შემომეძებნება ხელში.ამ ბოო დროს სულ წასაკითხ წიგნებს ვეძებ.

ყველაზე მეტად რაც განწყობას და ხასიათში ყველანაირ ნაპერწკალს მიქრობს,ეს წუნწკლიანი ამინდებია,გარეთ გასვლა რომ არ მოგინდება..ძაან რთულია,საშინლად რთულია.დღეს საზაფხულო ტანსაცმელი უკვე ჩავალაგე და ამოვალაგე ზამთრის თბილ-თბილი რამე-რუმენი,დამწუხრებული ვემშვიდობებოდი კაბებს და მაისურებს.დადგა კოლგოტკების,ჩექმების,ჯემპრების და კურტკების პერიოდი და ეს სეზონი ალბათ სამუდამოდ გაგრძელდება…:(

მოკლედ რამდენიმე დღე მოვწყდები ინტერნეტ გარემოს და უფრო ჯანსაღ გარემოში გადავინაცვლებ,მე,დედა შუშანიკი და დედა მაკრინე ალბათ წავალთ ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმში,სადაც დავლევთ წყაროს წყალს,მერამდენე ათასედ დავათვალიერებთ პოეტის სახლს და მერე სახლში მისულებს ბებია გემრიელ საჭმელს დაგვახვედრებს.მამა იოანესთანაც ავალთ ალბათ ლოცვაზე და წირვაზე,დიმის ეკლესიაში.კიდე სადღაც გეგმავენ წასვლას,დედა მარიამი უნდა ჩამოვიდეს რაჭიდან და შეიძლება ისევ მოწამეთაში ავიდეთ,მაკრინეს ზღვაზე უნდა წასვლა.მე მითხრა შენი რა გაგეგება ზღვის,მარტო დასაზაგრად მიდიხარო:)

მოკლედ შემოდგომაში ვართ,სულ სხვანაირ შემოდგომას კი ველოდებოდი,აი ისეთს როგორც ფილმშია ”შემოდგომა ნიუ-იორკში”,რიჩარდ გირი და ვაინონა რაიდერი რომ თამაშობენ,მაგრამ ისეთი ქარვისფერი ფოთლები ჯერ არ დამინახავს არსად. ვიცი რომ შემოდგომა ავიტამინოზით გამოირჩევა,ამიტომ აქტიურად ვიყენებ ხელის და სახის კრემებს,კაი ხანია სახის ყინულოვანი მასაჟი არ გამიკეთებია და კაი ხანია ლაქიც არ წამისვამს ფრჩხილებზე.ასე აბდაუბდად ვარ.მაგრამ ახლა ბაღდათში ტოტალურ რელაქსაციას ვაპირებ,ყველაფერი სასაიამოვნოსთვის უნდა მოვიცალო და ჩემი თავი ვასიამოვნო.

ასეთი წვიმიანი და ცივი ამინდების შემდეგ უნებურად ვფიქრობდი შობაზე და ახალ წელზე,როცა უტამ მომწერა ახალ წელს ერთად შევხვდეთო:*გავბრწყინდი სიხარულიგან და შარავანდედით შევიმოსე ლამის:)სასტიკად,სასტიკად გამიხარდა.არადა,ჯერ ძაან ადრეა ახალ წლამდე,მაგრამ მე როგორც კი აცივდება,ეგრევე მეწყება საშობაო მოლოდინი.სანტა კლაუსს არ ველოდები,ისედაც მყავს:*

Read Full Post »

%d bloggers like this: