Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ყოფილი მეგობარი’

ჰო, ზუსტად ასე ვთქვი:  ყოფილი მეგობარი და საერთოდ არაფერი არ მიგვრძვნია.

არადა, ადრე მეგონა ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით, იმიტომ, რომ მასთან ერთად ყოველთვის შემეძლო, როცა მომინდებოდა მაშინ ტირილი, მაგიდაზე ფეხების შემოწყობა, მასაც არ ერიდებოდა ჩემთან ტირილი, შეგვეძლო დაგველია საშინელი ყავა და მოგვეწია ერთი კოლოფი სიგარეტი საღამოობით, ხანდახან შუადღითაც და გველაპარაკა ძალიან ბევრი.

ჩვენ არასდროს ვყოფილვართ კარგი მეგობრები, უბრალოდ მეტი არავინ არ გვყავდა და ამიტომ, იძულებული გავხდით ერთად გვევლო, ერთმანეთის კომპლექსები აგვეტანა, ხანდახან ერთმანეთი დაგვეცვა, ზოგჯერ მუშტითაც, ხანდახან მწარედ გვეჩხუბა, ერთმანეთი ვერ აგვეტანა.

ბევრჯერ ყოფილა გულწრფელი და მე დღესაც მადლობას ვეტყოდი ამისთვის.

მე ბევრჯერ მოვქცეულვარ მასთან არაადექვატურად და არ მრცხვენოდა, დღეს კი ყოველ სიტყვას ვზომავ და ვწონი. ჩვენ თითქმის აღარაფერი აღარ ვართ ერთმანეთის.

მას სხვა მეგობრები ჰყავს.

მას დაავიწყდა, რომ ერთ დღეს ჭიქა ყავაზე უნდა შევხვედროდით ერთმანეთს და არ დარეკა.

უბრალოდ თქვა, როგორც იციან თქმა ადამიანებმა, როცა სათქმელი აღარ აქვთ.

მე გული დამწყდა. მეგონა ის არ გაუშვებდა ჩემი ნახვის შანსს.

პ.ს ერთ დღესაც, ის წაიკითხავს ამ ბლოგს და ყველაფერს მიხვდება.

 

 

Read Full Post »

იცი ეხლა რა მინდა? აი ის თურქული ორმაგი ყავა, მე და მარიამმა რომ დავლიეთ ერთი კვირის წინ. იმან ლუდი დალია და მე კიდე ის ორმაგი,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. მოკლედ მარიამი იმ ძველი ჩემებური და თქვენებური კლასიკური გაგებით ჩემი მეგობარი იყო,მაშინ ის დიდი გოგო იყო და მე კიდე პატარა გოგო, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლიდა სიგიჟეები ჩაგვედინა. ამ სიგიჟეებს არ მოვყვები, თორე მერე ზუსტად ვიცი გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ენაზე დაიხვევენ იმ ყველაფერს რის შესახებ წერას არ ვაპირებ და ვიღაცეებს რაღაცეებს დაუმტკიცებენ. მარიამის ნაჩუქარი მტირალა ჭიქა რომ გამიტყდა, მახსოვს ძაან დამწყდა გული. ახლა მარიამი აქაა, ქუთაისში, გარკვეული მიზეზების გამო და როცა ერთმანეთს ვნახულობთ და მე მეცინება,ის  ამბობს: “დამცინე ჰო დამცინე. ვინ წარმოიდგენდა აქ რომ ვნახავდით ერთმანეთს”. მე და მარიამი ერთად ვცხოვრობდით კელიაში და ჩუმად ვუსმენდით რადიო ევროპა+:)და ვცდილობდი მისთვის მიმებაძა, როცა ის დიეტას იცავდა. მეც დიეტაზე ვიყავი, როცა არაფერი მჭირდა სადიეტო.

ახლა ჩვენ იმ მეგობრობაზე კარგი ურთიერთობა გვაქვს ვიდრე მაშინ, ახლა რო მოვიცლი სადმე წავალთ და რარაცეებს გავიხსენებთ. მე შეიძლება ისევ ის ორმაგი ყავა  დავლიო და მერე საერთოდ ვეღარ დავიძინო ორი დღე. მეორედ დავწერ რაც ყველაზე მეტად მიტყდება ამ ქალაქში ისაა, რომ მენიუში ტყუილად წერენ ყავა კაპუჩინოს, შემდეგ კი ჩვეულებრივი 25 თეთრიანი ყავისგან, ვითომ კაპუჩინოს მოგიტანენ.აი ეს ძაან მიტყდება.

გუშინ პოსტს ვწერდი მეგობრობაზე, მერე რატომღაც აღარ დავაპაბლიშე, ვიფიქრე კიდევ ერთხელ არ შევცდე რამეშითქო და ადამიანებს კიდევ არ ვატკინო გული მეთქი. ხოდა მიგდია ეხა დრაფტში. უტა მეკითხება არ დაგიწერიაო. რაღაც ძაან დაინტერესდა. დავწერე,მაგრამ გაცვეთილი თემაა და აღარ მინდოდა შეჩერება დიდხანს. მერე ადგებიან და იტყვიან ანტაგონისტი ხარო, ანდა მეგობრობა ცხოვრების გზაა და ადამიანთა გულების სარკეაო. ამ ბოლო დროს ბევრი რამ გადავალაგე ჩემს თავში და მერე ჩემს რომანტიული ბოდვებით გამოჭედილ თავს წინ დავუდე, ეს გადმოლაგებული აზრები და ვუთხარი:” აი ნახე შე იმბეცილო, აი ეს არის შენი მეგობრობა და აი ესენი იყვნენ შენი მეგობრებითქო, რომლებიც ეხლა ცალკე, სხვა მეგობრებთან ერთად შენს ლიფის და მკერდის ზომაზე და შენს ტემპერამენტზე ლაპარაკობენ,ერთი სული აქვთ ისევ უბედური გნახონ. კიდევ ეს ის მეგობრები არიან შენი ბედნიერების რომ არ სჯეროდათ და კიდევ მრავალი.” და მივხვდი ასეთი მეგობრები აღარ მჭირდებიან და საერთოდ სურვილიც აღარ მაქვს ხელახალი გამოფიტვის და გამოშრობის და გამოხმობის. მოკლედ ესაა ჩემი აზრი მეგობრებზე, რომლებიც მუდმივად მეგობრობაზე გელაპარაკებიან, მერე შენც უნდა ადგე და მეგობრობაზე ელაპარაკო, უნდა მოუსმინო როგორ არ უყვარს დედამთილს და მამამთილს, მასთან ერთად უნდა მოუკიდო სიგარეტს და ა.შ და ა.შ. მოკლედ ღადაობაა ასეთი მეგობრობა. თვითგვემაა ასეთი მეგობრობა, რომელიც გტანჯავს და აბსოლიტურად ყველაფერს კარგს გიხმობს სულში რაც კი კარგი გაგაჩნია.

ამ რამდენიმე დღის წინ, ჩემმა ყოფილმა მეგობარმა ასეთი კითხვით მომმართა:”მე შენი ყოფილი მეგობარი ვარ შო?” და მეც  ეგრევე ვუთხარი რომ, კი ის ჩემი ყოფილი მეგობარია. მერე ამაზე იმდენი ვილაპარაკე, მეორე ყოფილ მეგობართან,რომელმაც ჩემი დახმარების გარეშე მიიღო თავის თავზე “ყოფილის” სტატუსი და მითხრა,რომ აბსოლიტურად მართალი ვარ, უბრალოდ საინტერესოა რამდენად ძვირფასი ვიყავი მე მე იმ ჩემი ყოფილი მეგობრისთვის და მე ვუთხარი რომ ”ძვირფასი კი არა,მოიცა რა,დღეს ყველა ჰკიდიათ ფეხებზე” დამართალი მგონია ჩემი თავი, რადგან ვფიქრობ, რომ იმ ზოგადი სიყვარულის გარდა, რაშიც ჩვენს თავებს ყოველდღე ვარწმუნებთ, იმაში რომ ჩვენ კაცთმოყვარე, ჰუმანური და მეგობრული ადამიანები ვართ, სხვა რამ ერთმანეთთან არ გვაკავშირებს. ზოგადად ცნება მეგობრობა, ჩემი აზრით თავის თავში თ იმ თავგანწირვას შეიცავს ანდა უნდა შეიცავდეს, რომლითაც იბადება ნამდვილი გრძნობა,რომელსაც გინდა კონტაქტი დაარქვი და გინდა მეგობრობა. სულიერი მეგობრობა ჩემი აზრით საკუთარი თავის მსხევერპლად მიტანასაც გულისხმობს მეგობრის გასაჭირის სამსხვერპლოზე. ასეთი სადმე თუ კი არსებობს სადმე სიამოვნებით დავჯდებოდი ერთი საათით და ვუყურებდი. ოღონდ ფილმებს, სიმღერებს და ვეფხისტყაოსანს არ ვგულისხმობ,ანუ ქართულ “ტასკა” შემოქმედებას.

მიუხედავად იმისა, რომ ასე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ეს იმას არ ნიშნავს რომ არ არსებობენ კეთილად მოტივირებული ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ უყვარდეთ სხვა ადამიანები.ამოძრავებთ კეთილი ზრახვები.

გუშინ უტას გულის მოსაგებად ვთქვი, რომ ადამიანის ყველაზე დიდი მეგობარი ღმერთიათქო, მთელი არსებით კი არ მწამდა,უბრალოდ მინდოდა დამეჯერებინა და ასე ვუთხარი, რამდენად დამიჯერა ეს უკვე აღარ ვიცი, ალბათ თვითონაც მოუნდა დაეჯერებინა ჩემგან ეს სიტყვები. ამაზე ძაან ბევრი ვიკამათეთ, მაგრამ რადგანაც მე ხე ვარ, ამიტომ მაინც ჩემს ძველ აზრზე ვრჩები. უტასთან ძალიან ბერვჯერ მითქვამ ასეთი სიტყვები :”ყოფილი დაქალი, ყოფილი მეგობარი, ყოფილი ძმაკაცი და ა.შ” ყოველთვის უკვირდა და მეკითხებოდა რას ნიშნავს ეს ყოფილიო, მერე კი ავუხსენი, ადამიანები რომლებთანაც დიდიხანია კონტაქტი გავწყვიტე, ადამიანები რომლებთანაც აღარც საერთო ინტერესები აღარ მაკავშირებს  და უკვე ყველაფერი დიდიხანია წარსულს ჩაბარდა, აი ამას ნიშნავს “ყოფილი”. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, ჩვენი ინტერესები სადღაც რომ  გადაიკვეთა, მე ამის გამო ისინი აღარ მიყვარს და ეს სიყვარულიც სადღაც დასაკარგავში გაქრა. არა ასე სულაც არ არის.

ისე რაღაც კარგი სიტყვაა “ურთიერთობა”, შეხედავ თუ მოისმენ გრძნობ, რომ არანაირ პასუხისმგებლობას არ გავალებს, სასიამოვნოდ კარგი სიმსუბუქე დაკრავს. და როცა ვინმეზე შეგეკითხებიან ვინ არის შენი მეგობარიაო, შენ ეტყვი “არა, უბრალოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს”. მე მყავდა ბავშვობაში მეგობარი, ნუ არც ძაან ბავშვი არ ვიყავი. მზე და მთავრე მასზე ამომდიოდა, ბიჭივით ვიყავი  შეყვარებული, ღამეებს მასზე ფიქრში ვატარებდი, საშინლად ვეჭვიანობდი, წერილებს ვუგზავნიდი დაა ათას სისულელეს ვწერდი,ვტიროდი, ერთად ვეწეოდით სიგარეტს კორპუსის სახურავზე, კედლებზე ვაწერდი “შ+მ=მეგობრებს” მასთან ერთად ცხოვრებაზე ვოცნებობდი და კიდევ ათას მეერთე სიგიჟე, რომელიც ძალიან მალე გაქრა. წერილები დამრჩა, რომელსაც ერთ მოცლილ დღეს ამოვალაგებ და წავიკითხავ. ერთი კვირის წინ ვნახე, მუნიციპალიტეტიდან მოდიოდა, საცხოვრებელი ადგილის ცნობა ვერ ავიღეო მითხრა, ისევ ისეთივე ლოყები ჰქონდა, მაგრამ ბავშვის გაჩენის შემდეგ ცოტათი მოიმატა. ვუთხარი აუცილებლად გამოგივლი ამ დღეებშითქო და ვიცოდი,რომ ვატყუებდი და დროს საერთოდ ვერ ვნახავდი, რომ მასთან სახლში ავსულიყავი. გადავკოცნე და დროზე დავემშვიდობე, მეთქი ეხლა არ ავბღავლდე ამ შუა ქუჩაშითქო. ვკვდებოდი ისე მინდოდა მეთქვა, რომ ისევ სიგიჟემდე მიყვარდა და იმ წლების  შემდეგ ამ სიყვარულს არაფერი დაკლებია, მიუხედავად იმისა რომ ამ წლების განმავლობაში იგი გათხოვდა ჩვენს საერთო მეგობარზე, მერე შვილიც გააჩინა და იმედია ეხლა არის ბედნიერი.(დარწმუნებული ვარ ბედნიერი იქნება, იგი ისეთი ტიპის ადამიანებს ეკუთვნის, რომლებსაც რარაც დოზით ბედნიერება მთელი სიცოცხლე ყოფნით)

მე დღესაც შემიძლია მასთან ავიდე და ვიჭორაო, ასევე შემიძლია რამე საიდუმლოც ვუთხრა, დარწმუნებული ვარ სამარის პირამდე ჩაიტანს, მაგრამ რა საჭიროა, როცა მე ახლა მყავს უტა, რომელიც ჩემთვის ყველაფერი გახდა. მეგობარიც, ძმაკაციც, დაქალიც, დედაც, მამაც, დაც და მოძღვარიც. ხანდახან ვეუბნები შენ ხარ ჩემი მოძღვარითქო და ვიცი არ სიამოვნებს და მერე ამის საპასუხოდ მეუბნება, ანუ გინდა მღვდელი გავხდეო:) და მე კიდე წარმოვიდგენ ამას და ვგიჟდები, როცა ხატოვნად ვხედავ უტაზე გაგიჟებულ მის სულიერ შვილებს, ანუ ქალებს, რომლებსაც თავიანთ ქმარზე მეტად თავიანთი მოძღვრები უყვართ. ხოდა ამის გამო აღარ ვეუბნები ჩემი მოძღვარი იყავითქო. რა კაია უტა არასდროს გახდება მღვდელი, ზუსტად ვიცი ვერასდროს. ანდა რა საჭიროა? არც ამის საჭიროება დაუყენებია ვინმეს,უბრალოდ მოვაყოლე ახლა ამ ამბებს.

მეგობრობის თემას კიდევ გავაგრძელებ, კიდევ უამრავი დამრჩა მოსაყოლი, მაგრამ ახლა ნამეტანი გრძელი პოსტი გამოდის და აჯობებს წავიდე და 25 თეთრიანი, რძიანი ყავა დავლიო.

Read Full Post »

%d bloggers like this: