Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ძილი’

ხანდახან, მინდა შემოვიდე ამ – ჩემს ბლოგზე და ვიკითხო : ჰეი, აქ ხართ? მართლა მელოდებით? ცოტა რომ ავუწუნდე გექნებათ ჩემი თავი?

მოგიყვეთ იმაზე თუ როგორ მენატრება ჩემი ბიჭი, რომელსაც მხოლოდ ღამით ვხედავ და მიუხედავად მონატრებისა, როცა მოდის  ისე მეძინება მირჩევნია არ დამელაპარაკოს და ისე დაიძინოს. ვერა ვერ მოგიყვებით, მას არ უყვარს როცა პირადულზე ვლაპარაკობ, არც ის არ უყვარს, როცა მასზე ვლაპარაკობ. ხოდა რა უნდა მოვყვე?

ხო, ჩემს დაღლილობაზე მოგიყვებით. დილით შვილი, რომ ამასწრებს საწოლიდან და ოთახებში ეძებს მამას, მამამ კი გაასწრო სამსახურში, ძალიან  ეჩქარებოდა, საღამოსაც აგვიანდება მამას და ის – ბავშვი ისევ წვება საწოლში, თავის ქანცგაწყვეტილ დედასთან ერთად და ასეა კვირაში  6, ზოგჯერ 7  დღე. არაა ეს ნორმალური, მაგრამ რა ვქნათ, ნორმალურ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ და ამასაც უნდა გავუძლოთ.

მეც დავიღალე. დედა. ეზოში, კი ფსიქიურად ჯანმრთელი შეხედულების მოხუცი (არც ისე, უფრო ხანში შესული ეთქმოდა) ქალი ჩემი და ბავშვის დანახვაზე ქირქილებს. ბავშვს ვეუბნები :”წავიდეთ დე მაღაზიაში ბუშტები ვიყიდოთ”. ამ ქალს ან ჩემი გახეული ჯინსი არ მოეწონა ან ბუშტების ყიდვის იდეა. უცნაური ხალხია, მე კიდე მათგან სულ მცირე ემპათიის და მხარდამჭერის იმედი მაქვს, რა სულელი ვარ. კი არ მიდარდია, უბრალოდ რა ჭირს ამ ხალხს? ასე რა აღიზიანებთ? მეც ხომ მათნაირად დაღლილი ვარ და არ ვიგესლები? შემდეგ , წავედით და ვიყიდეთ ძალიან ბევრი ბუშტი, სხვადასხვანაირები, ფერადები და ვინც კი შეგხვდა პატარა ბავშვი ყველას მივეცით, დანარჩენი სახლში გავბერეთ და ანდრიაც მიხვდა, რომ სხვისი ბუშტი არ უნდა მიითვისოს, პირიქით დაუბრუნოს და როცა ექნება საკუტარიც გააჩუქოს. ისედაც წამში სკდებიან. ბუშტები არიან რა.

აი, ეხლა როცა ქანცგაწყვეტილი ცხენივით ვაგდივარ საწოლში (წესით უფრო კორექტული უნდა ვიყო საკუთარი თავის მიმართ)  მტკივა წელი და ვერაფრით ვახერხებ სამზარეულოში გასვლას და ნანატრი “მარტო ჩაის” რიტუალის შესრულებას, ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე, რომელსაც ყოველ დღე დღევანდელივით ვგეგმავ და ბოლოს წელმოწყვეტილი ვწვები საწოლში, იძულების წესით და მკვდარივით მეძინება.

აი ასეთი გაჭირვებული, დაღლილი და გათიშულ ტვინიანი ვარ მე, ღამის თორმეტ საათზე.

იმედია, დროზე მოვა ახალი წელი და ცოტა ხნით ერთად ყოფნას მოვახერხებთ, მთელი ოჯახი. ქუჩაში გავისეირნებთ, პროდუქტებს ერთად ვიყიდით, ცოტას გამოვიძინებთ, ნაძვის ხეს გავაწყობთ, მე რამე გემრიელ ნამცხვარს გამოვაცხობ, თუ არ გამომივა არც მაგაზე ვიდარდებ. ესღა მასულდგმულებს.

ბოლოს კი დაგიტოვებთ ჩემს ბოლო ნაღვაწს მასწავლებელი.ჯისთვის დაწერილს.

ტკბილი ძილი მეგობრებო და კეთილი სიზმრები.

Advertisements

Read Full Post »

დღეს არანაირი არც შექანება და არც გაქანება არ მაქვს შემოქმედებითი,რადგან მთელი დღე ღრიალში გავატარე გარკვეული მიზეზ-გარემოების გამო,ასე რომ შეიძლება ისიც დავამატო,რომ დღეს ჩემს შექანებულობას მე თვითონ ვბლოკავ და კარგ ხასიათზე რო დავდგები,მაშინ დავწერ,ისე როგორც მე მინდა.

დღეს ვნატრობდი რაღაცეებს. სიგარეტი ვინატრე ძაან.მომინდა.კატასტროფულად მომინდა.კიდე მომინდა სუულ ცოტახნით,მაგრამ მაინც მომინდა ჩემი აუტანელი თავი მიმეხრჩო.ცოტახანს შემესვენა.რადგან ვერცერთი ვერ მოვახერხე,როგორც ყოველთვის აპრობირებულ და თან ძალიან კარგად აპრობირებულ ხერხს მივმართე და დავიძინე,სანამ ჩამეძინებოდა,მაინც ვცდილობდი ცუდ რაღაცეებზე მეფიქრა,მემაზოხისტა,მაგრამ არ გამოვიდა, რადგან მალევე ჩამეძინა..მიშველა ამ ჩემეულმა და კარგად მიგნებულმა თერაპიამ და გამოღვიძებული უკვე საკუთარ თავს აღარ ვტანჯავდი.

ახლა მადონას მოვუსმენ ცოტა ხანს.კურიერიდან მომესმა,რომ მადონას მეზობლებმა გააპროტესტეს ის, რომ მომღერალი ხმამაღლა უსმენდა ღამით მუსიკას და სარჩელი შეუტანიათ სასამართლოში.ჰოდა მადონა მომინდა ეხა და ამას მაინც ავუსრულებ საკუთარ თავს,დღეს ისედაც ყველაფერზე ვეღრიჯები მშიერი ძაღლივით ჩემს ძვირფას ეგოს.ჩემი ბავშვობიდან ერთი განსაკუთრებული თოჯინა მახსოვს,ცისფერთვალება და ქერათმება,რომელსაც მადონა ერქვა.მაშინ ვერ ვხვდებოდი ვინ იყო მადონა,მაგრამ ამ სახელზე სულ  მოწიწება მიჩნდებოდა.მერე ზუსტად ვერ ვიხსენებ მე დავთხარე მარჟვენა თვალი თუ სხვამ,მაგრამ მახსოვს მეგონა რომ ამოუვიდოდა ხელახლა,ასევე მეგონა რომ თოჯინებს თმებიც გაიზრდებოდა.

ჩემი მადონა. . .

Read Full Post »

%d bloggers like this: