Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘წვიმა’

აღარ მოვყვები იმაზე,თუ როგორ არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე,როგორ ვარ ამ დღეს ცუდ ხასიათზე და როგორი ცუდი ამინდები იყო თბილისში.საერთოდ ამ დღეებში ისეთი დაბანგული დავდიოდი,ქუჩაში ხალხს ვერ ვამჩნევდი:)უტას მარჯვენა მკლავის ქვეშ მქონდა თავი შეყოფილი და ჯანდაბაში ვაგზავნიდი ყველას,ვისაც რამე არ მოეწონებოდა ჩემი.

ხუთშაბათ დილით სულაც ვერ ვგრძნობდი,რომ უკვე 23 წლის გოგო ვარ.მაგარი ყავა დავლიე  და მერე სულ არ გამხსენებია ჩემი დაბადების დღე.უტამ დილით დამირეკა,საღამომდე უნდა ემუშავა და მერე უნდა მენახა.სამი კარგი რამ მისურვა,ისეთი რამეები,რაც ორივეს დაგვჭირდება კარგად რო ვიყოთ მთელი ცხოვრება:)ანის სანახავად წავედი,ჯერ სამსახურში მივაკითხე.რაც ქუთაისიდან თბილისში გადაბარგდა ანი,არ მენახა.რაღაცნაირად კარგი შეგრძნებაა,როცა მეგობარს ნახულობ სხვა ქალაქში,რომელიც შენი არაა.ანი იყო ისევ ხუჭუჭა და ისევ ვინსტონს ეწეოდა.ვაკეში წავედით მასთან,შუადღის 2 საათზე ვაკოს ეძინა და რომ დამინახა ჩემი დაბადების დღე გაახსენდა.გამიკვირდა რომ ახსოვდა.2 წლის წინ ასე მომილოცა სმს-ით:” თუ მარკესს დავუჯერებთ,შენ არასდროს დაბერდები შო”.მეც ასე ვფიქრობ ახლა და მარკესის საოცრად მჯერა.პირველად ვაკოსთან და ანისთან გავსინჯე ლიმნიანი ყავა და ულიმნო ყავას ალბათ ვეღარც დავლევ.იმათ მოწიეს,მერე იმაზე ვილაპარაკეთ რა არის სასიამოვნო სიგარეტის მოწევაში და შევჯერდით იმაზე:)რომ ყველა ყოფილ მწეველს მოწევის მანერა ენატრება.ორ თითშუა მოქცეული სიგარეტი…მერე ქუთაისზე ვილაპარაკეთ,რადიოზე,მეგობრებზე .

მგონი კიდევ დავლიეთ ყავა.კიდევ ლიმნიანი.უტამაც დარეკა მერე.

ვერასდროს ვიხსენებ უტას ნახვის მერე,რას ვაკეთებდით,როგორ დავინახე,რა ვიგრძენი.იმდენად ძლიერი ემოციაა მგონი ეგრევე ამნეზია მემართება.სუნი არასდროს მავიწყდება მისი და საერთოდ ყველაფერი მახსოვს,მაგრამ იმდენად ლამაზი იყო ყველაფერი ვიღაც თავში მკარნახობს,რომ არ დაწეროოო.

საშინლად ცრუმორწმუნე ვარ.

ჩემი დაბადების დღე პირველად იყო ლამაზი,სულ ოდნავ წამოწვიმა და მერე შეწყდა.

ვააააიჰ:) რა კარგად ვგრძნობ თავს როცა ამას ვიძახი,მარტო უტამ იცის და მარტო უტას უყვარს როცა ამას ვიძახი.

Advertisements

Read Full Post »

ამ საშინელ ამბავს არ ველოდი,ასე დილა ადრიან.რადიოში ვარ და დავამთავრე მუშაობა.მარიმ დამირეკა და ინტერნეტი გაითიშაო(გაეთიშათ ცხოვრება:) და თითქოს ლოდი გადავყლაპე,მუცელი ისე დამიმძიმდა.

უეცარი გადაწყვეტილება :სახლში გვიან წავალ.

ჰოდა დღეს ვიბოდიალებ ბევრს გარეთ,მამაჩემს ვნახავ,იმ საშინელ ვითომ ზაგანი პუდრას გამოვცვლი და მერე წავალ სახლში.სადაც დავალაგებ,დავრეცხავ და დავაუთოვებ.არადა მართლა უამრავი რაღაც მაქვს გასაკეთებელი და ეხა გამომიჩნდა თავისუფალი დრო:(

საინფორმაციოს წამყვანი აგვიანებს,პირველი გამოშვება არ ყოფილა.მეც ვზივარ და ველოდები ვინმეს,რომ მოვიდეს და გავვარდე აქედან,11ზე მოვრჩი მუშაობას,ამას უფრო ლაყბობა ჰქვია,მაგრამ რახან სხვები ამ ყველაფერს მუშაობას ეძახიან,მეც ასე ვუწოდებ.სხვებს კიდე თავიანთი თავი მაგრად მოსწონთ,მაგრამ მე სხვებს არ ვგავარ და ამ საკითხში,რომელიც რადიოს ეხება,სულაც არა ვარ ჩემი თავით აღფრთოვანებული.მეტი შემილია გავაკეთო,მაგრამ ახლა არა!როდესმე უფრო მეტს გავაკეთებ!

ყურები ამტკივდა.რამდენჯერ ვთქვი,რომ ყურთსასმენებს აღარ გამოვიყენებდი,მაგრამ ისე არ შემიძლია ჩემი ხმა დავარეგულირო ეთერში,ასე რომ მომავალში კიდევ ამტკივდება ყურები.რობი უილიამსსზე ჩავიხვიე დღეს,ახალ სინგლს ვუსმენდი.არ მომწონდა,მაგრამ მაინც ვუსმენდი:)

მორჩა მოვიდნენ.თან ერთი კი არა,ორი მოვიდა.ეხა მეც წავალ.დილა კარგად დაიწყო.უტამ დამირეკა.წვიმსო თბილისსშიო.აქ კიდე მზეა და ქარია.შევეჩვიე კარგ ამინდებს.ეხა უინტერნეტობას შევეჩვევი,სანამ დედაჩემი ჩამოვა თბილისიდან და ინტერნეტის თანხას გადაიხდის.

ეეეჰ:(

Read Full Post »

იმ ადგილზე ვიყავი,სადაც ძაან სიმშვიდეა,ხანდახან ძაღლები თუ დაიყეფებენ და ისიც მარტო იმიტომ,რომ შორიახლოს ქეციანი ძროხა შენიშნეს.როცა იმ ადგილზე მოვხვდებოდი,ოღონდ ბავშვობაში,ყოველთვის მეგონა,რომ აქედან კარგად ჩანსთქო ჰორიზონტი.მაშინ აზრზე არ ვიყავი,რა იყო ეს ჰორიზონტი,მაგრამ რასაც ვხედავდი მეგონა,რომ აუცილებლად ეს სიტყვა უნდა რქმეოდა.

იმ ადგილზე ბავშვობაშიც დავდიოდი,მიტოვებული და მივარდნილი აეროპორტია..მზიანი და ტრიალი..მოშორებით მომცრო გორაკებია,სადაც რაღაც პატარა ნაგებობებია .ამ ნაგებობებში,მე და ჩემი დაქალი ხშირად ვაფარებდით თავს და ვიჯექით და ვეწეოდით,ვეწეოდით და ვეწეოდით,ხანდახან წვიმაც მოგვისწრებდა და ჩვენ კი მაინც იქ ვიჯექით.რაღაც მწვანე კოლოფიან სიგარეტს ვეწეოდით,მერე თქვეს ყელის  კიბოს აჩენსო,მაგრამ არ მახსოვს თავი დაგვენებებინოს იმ სიგარეტისთვის.

კიდე,აი ისეთი ადგილია,ვითომ “პატიოსანი” გოგოები(ჩემს ბავშვობაში ხდებოდა ესეც)იმ ადგილისკენ,რომ არ გაისეირნებდნენ.“ცუდი სახელი” აქვსო თუ რაღაც ამნაირ ყლინჯობებს იძახდნენ.იმ დროს ხალხს ზასაობა და ჟიმაობა ერთი და იგივე ეგონათ…მართლა ზასაობდნენ იქ ვიღაცეები,მაგრამ მერე რა.მოკლედ პატიოსანი მოსახლეობისგან შერისხული ადგილი იყო.

თავიდან პირველად იქ მომივიდა აზრად წავსულიყავი და ისე მეტირა,ძე ხორციელი რომ ვერ დაინახავდა და რომ ვერ მომისმენდა.თმებიც არ დამივარცხნია,ისე გავვარდი.ქუჩაში ისეთი შეგრძნება გამიჩნდა,თითქოს ყველა მე მიყურებდა და ყველა მოითხოვდა მოითხოვდა,სათითაოდ ამეხსნა მათთვის ყველაფერი.

მივუახლოვდი და ღრმად ამოვისუნთქე ,რათა მთელი დაგროვილი ემოციები ერთ ღრიალად ამომეფრქვია და ვიღაც ლილიპუტი ჯარისკაცი მეკითხება “საით აპირებთ?” მეც მეთქი,გასეირნება მინდა და არ შეიძლება მეთქი ვეუბნები გაშეშებული და გამოფიტული სახით და მპასუხობს “არა”.ჰოდა ავდექი და გამოვბრუნდი,გული გამისქელდა მოულოდნელად,გავმწარდი ამ რეგვენ ჯარისკაცზე,მაგრამ ისე ვიყავი სასოწარკვეთილი,სხვაგან ვერსად წავიდოდი,რადგან სხვაგან ასეთი მარტოსული და თავისუფლად საღრიალო ადგილი აღარ მეგულებოდა და დავადექი სხვა ბილიკს და მაინც მივუახლოვდი ჩემს საყვარელ კოშკს და შევძვერი შიგნით,გაუბედურებული და დამწუხრებული:)გულით.სადღაც მოჩანდა ვიღაც კაცი,რომელიც გაზეთს კითხულობდა მარტო და მეც ჩავთვალე,ამასაც მარტოობა მონატრებია მეთქი,ამ უბედურსთქო.და უცებ ბედნიერი გავხდი,რომ მარტო მე არ ვიყავი ამ ქვეყანაზე მარტოსული.ჩემი “სულიერი მეგობარი”:)იჯდა კაი ხანს და კითხულობდა,იმ ჯარისკაცსაც ვხედავდი შორს,მესიჯს უგზავნიდა ალბათ ვინმე საყვარელ ადამიანს:) და ვიგრძენი,რომ საშინლად გამოვიფიტე კიდევ.

ვიჯექი კარგახანს ამ ჩემს ბეტონის მოცუცქნულ ბუნაგში და კვდებოდა ჩემი მუცელი ნერვიულობით.ისე კი მართლა ძაან კარგად მოჩანდა ჰორიზონტი.დავიღალე ჯდომით და გარეთ გავფორთხდი,კიდევ ერთხელ დავარწმუნე თავი,რომ ჩემნაირად მიტოვებული ძაღლიც კი არ იქნებოდა დედამიწის ზურგზე,ამან საშინლად დამასევდიანა.ისე გავმწარდი,მკლავზე დავიწყე საათების გამოყვანა,ოღონ ამჯერად,ბავშვობისგან განსხვავებითუფრო ღრმა და მტკივნეული ლაქები დამაჩნდა.ვუყურებდი და ვტკბებოდი როგორ ლურჯდებოდა ჩემს ხელზე კბენისგან ლაქები.

მაზოხიზმის აპოთეოზი.

ძილი მომინდა,ჩემი ბუნაგის გარეთ ძაან მწველი მზე იყო,თუმცა მე მაინც ვერაფერს ვგრძნობდი.წამოვწექი მინდორზე და თავი იმით დავიმშვიდე,ბომჟებს სულაც ხიდისქვეშ სძინავთთქო,მერე ბებიაჩემი გამახსენდა მინდორზე წამოწოლას,რომ გვიშლიდა,”რამე არ აგყვეთო”…მაგრამ ბომჟებზე ფიქრმა გამაძლიერა და თანდათან მოვეშვი .შემხმარი ბალახების სუნი მსიამოვნებდა,ცა იყო მართლა საჩემო.ვიღაც ბავშვი სადღაც ღნაოდა “დედაა,დეეეე”.ნერვებს მიშლიდა ეს ღნავილი.ძაან დაბლა ყვავები დავფრინავდნენ და მერე თვითმფრინავმა ხაზი რომ დატოვა,გამახსენდა,რომ ასეთ რამეებს,მარტო ბავშვობაში ვაქცევდი ყურადღებას და ძაან თბილი ემოციები წამოვიდა.გამითბა მუცელიც.მარტოსულიც თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი.ამ დროს უტა მწუხრის ლოცვაზე იყო და ალბათ ჩემზე ლოცულობდა,თუ არ ლოცულობდა ისე მაინც იდგებოდა სადმე კუთხეში.

მე კი ვეგდე მინდორზე და ჩემს თავს ფილოსოფიურ კითხვებს ვუსვამდი.

პასუხი საერთოდ არ მქონდა ამ კითხვებზე,თან კატასტროფულად მეძინებოდა. ამოვიდე ჩანთა თავქვეშ და დამეძინა.ძილღვიძილში მეძინა.უტას სმს ვნახე მერე “ძველებურზე უფრო მეტად მიყვარხარო”…დაბნელებას იწყებდა და წამოვედი.ის ჩემი “სულიერი მეგობარი” გაზეთს,რომ კითხულობდა აღარ დამხვდა.გავიფიქრე,ალბათ დაუბრუნდა თავის საშინელ ოჯახსთქო..

გაგრძელება იქნება

Read Full Post »

რამდენიმე საათში უტას ვნახავ.უუუფ ორივე ფეხი მიკანკალებს,ასე მემართება ყოველი შეხვედრის დროს,როცა ის უნდა ვნახო.ეხა საერთოდ არაფერზე შემიძლია წერა,მაგრამ ცოტათი დროს გავიყვან.თან საშინლად მოღრუბლულია და სუ ესეთი წვიმიანი რანდევუები:დ გვაქვს ხოლმე.წვიმიან-ღრუბლიანი:)

სახლში ამ წამს შემოვედი,თმები გავისწორე,პატარა მოგზაურობები მქონდა უბნის სილამაზის სალონებში,რადგან პირველად სადაც მივედი იქ ფენი გადეწვათ,(მაინცდამაინც მე დამემთხვევა ესეთი რამეები),მერე სხვაგან ვეძებე და ეხა უკვე საკუთარი ვარცხნილობით კმაყოფილი ვზივარ კომპთან და დროის გასვლას ველოდები:)

რაღა მაინცდამაინც დღეს მოღრუბლა რა?:( რაღა მაინცდამაინც დღეს უნდა იწვიმოს?:(

დღეს ერთი სასიამოვნო ამბავი გავიგე,ჩემი მეგობარი ეხოზე იყო და გაიგო,რომ ბიჭს ელოდება და მთხოვა შენს ნათლულს კარგი სახელი მოუფიქრეო,იმ წუთს ისე გავითიშე ვერაფერი მოვიფიქრე,აი ჩემს შვილს რო სჭირდებოდეს სახელის არჩევა,ალბათ არავის ვკითხავდი.მოკლედ ჩემი მომავალი და პირველი ნათლული მუცელში საკმაოდ კარგად გრძნობს თავს და ჯერ დედასაც არ აბრაზებს…არადა როგორ მეშინია ორსული ქალების,სუ მგონია,სადაცაა მოსწყდებათ ის დიდი მუცლები და სადაც დავინახავ სულ ვერიდები იქაურობას.დღესაც ეკლესიაში სუ ორსული ქალები მეხვივნენ გვერდით,სადაც კი წავედი,ყველგან ისინი არიან…ხანდახან ვფიქრობ ალბათ ორსულების თვეა მეთქი,მაგრამ ისინი ყოველთვის მრავლად არიან და ეს ძალიან სასიხარულოა მაინც,იქნება დემოგრაფიულ პრობლემასაც ეშველოს რამე.

უუუუფ,აზრზე არ ვარ ეხა რას ვწერ.სრული გაუგებრობის ზღვარზე ვარ და ჯობია მაკიაჯს მივხედო.

ნეტა არ იწვიმებდეს!

ნეტა არ იწვიმებდეს!

ნეტა არ იწვიმებდეს!

“დანაწვიმიც” ვეყვარები,მაგრამ მაინც არ მინდა გაწვიმდეს!

ჰოდა გული მიგრძნობს,არ გაწვიმდება:)

Read Full Post »

%d bloggers like this: